Download - Lesson 8 Text Function 2015 Autumn
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 1/23
თემა 8. Microsoft Excel - საძიებო და ტექსტური ფუნქციები
ტექსტური ფუნქციები (Text Functions): CONCATENATE, LEFT , RIGHT, TEXT , VALUE,
EXACT, REPT, TRIM, LEN, UPPER, LOWER, PROPER, MID, REPLACE, FIND, SEARCH,
ROMAN, CLEAN;
საძი ბო ნ ი ბი: VLOOKUP, HLOOKUP, INDEX.
კავკასიის უნივერსიტეტი
EXCEL 2010
ლექცია 8
ბიზნესის სკოლა
11/16/2015
ინფორმატიკის დეპარტამენტი / ა. ჭანტურია
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 2/23
ა. ჭანტურია Page 1
ტექსტური ფუნქციები (Text Functions)
ფუნქცია LEFT
ფუნქციის სინტაქსი: LEFT (text, [Num_chars])
LEFT ფუნქცია წაიკითხავს text არგუმენტში მითითებული უჯრის შიგთავსი-ტექსტის
მარცხნიდან N სიმბოლოს, სადაც N - Num_chars არგუმენტის რიცხვითი მნიშვნელობაა.
ფორმულა შედეგი აღწერა
B2 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსი-ტექსტის
მარცხნიდან 2 სიმბოლო;
B3 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის შიგთავსის მარცხნიდან 3
სიმბოლო;
B4 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსის მარცხნიდან 5
სიმბოლო;
ფუნქცია Right
ფუნქციის
სინტაქსი
: RIGHT (text, [Num_chars])
Right ფუნქცია წაიკითხავს text არგუმენტში მითითებული უჯრის შიგთავსი-ტექსტის
მარჯვნიდან N სიმბოლოს, სადაც N - Num_chars - არგუმენტის რიცხვითი მნიშვნელობაა.
ფორმულა შედეგი აღწერა
C2 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსი-ტექსტის მარჯვნიდან
2 სიმბოლო;
C3 უჯრაში ფუნქციის მიერ წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსის მარჯვნიდან 3
სიმბოლო;
C4 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსის მარჯვნიდან 5
სიმბოლო;
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 3/23
ა. ჭანტურია Page 2
ფუნქცია MID
ფუნქციის სინტაქსი: MID (text, start_num, Num_chars)
MID ფუნქცია წაიკითხავს text არგუმენტში მითითებული უჯრის შიგთავსის შუა
სიმბოლოებს. კერძოდ, წაკითხვა მოხდება მხოლოდ Num_chars - ში მითითებული რაოდენობა სიმბოლოებისა, start_num არგუმენტში მითითებული პოზიციიდან.
ფორმულა შედეგი აღწერა
D2 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსის მე-10 სიმბოლოდან
დაწყებული მხოლოდ 2
სიმბოლო;
D3 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსის მე-10 სიმბოლოდან
დაწყებული მხოლოდ 3
სიმბოლო;
D4 უჯრაში ფუნქციის მიერ
წაკითხულია A2 უჯრის
შიგთავსის მე-10 სიმბოლოდან
დაწყებული მხოლოდ 5
სიმბოლო;
ფუნქცია CONCATENATE
ფუნქციის
სინტაქსი
: CONCATENATE (text1, text2,...)
ფუნქცია CONCATENATE ერთ უჯრაში აერთიანებს ცალკეულ უჯრებში განთავსებულ
სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ან ტექსტური ტიპის მუდმივებს.
ფორმულა
შედეგი
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 4/23
ა. ჭანტურია Page 3
აღწერა
C11 უჯრაში გააერთიანებს A11 უჯრის შიგთავსს(Caucasus) , სიმბოლო -
„ „(space) და B11 უჯრის შიგთავსს (University).
შენიშვნა
: Text1, text2, … არგუმენტების მნიშვნელობები შეიძლება იყოს როგორც უჯრის
მისამართები ასევე ტექტი-მუდმივა. არგუმენტად მითითებული ტექსტი-მუდმივა უნდა ჩასვათ
ბრჭყალებში, მაგ: „უნივერსიტეტი“!
ამოცანა
:
A სვეტში მოცემულია უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელები,
B სვეტში კი გვარები.
C სვეტში ტექსტური ფუნქციების მეშვეობით, თითოეული სტუდენტისათვის მიიღეთ:
ელ.ფოსტის მისამართები, შემდეგი სახით:
სახელი
_
გვარი
@cu.edu.ge
,
კერძოდ
: უჯრის მარცხენა მხარეს განათავსეთ სტუდენტის სახელი, შემდეგ სიმბოლო „_“,
შემდეგ სტუდენტის გვარი, უჯრის მარჯვენა მხარეს კი განათავსეთ დომენი-ტექსტი:
„@cu.edu.ge”.
ფუნქციის
დიალოგური
ფანჯარა
:
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 5/23
ა. ჭანტურია Page 4
ფორმულა:
შედეგი:
ფუნქცია TEXT
ფუნქციის
სინტაქსი
: Text (Value, Format_text)
TEXT ფუნქცია Value არგუმენტში მითითებულ რიცხვით მონაცემს გარდაქმნის Format_text
არგუმენტში მითითებული ფორმატის ტექსტად.
Value არგუმენტი შეიძლება იყოს რიცხვი, ფორმულა ან უჯრის მისამართი.
ფორმატის - Format_text არგუმენტის მისათითებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
ფორმატირების სიმბოლოები: $, #, 0 და სხვა.
შენიშვნა: Format_text არგუმენტში არ შეიძლება სიმბოლო „*“ - ვარსკვლავის გამოყენება.
ფორმულა
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 6/23
ა. ჭანტურია Page 5
შედეგი
აღწერა
A2 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B2 უჯრაში
გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, შემდეგი ფორმატით:
ფულადი ერთეულის ნიშანი $, მთელ ნაწილში ციფრები კლასების გამოყოფის
გარეშე( სიმბოლო #), ათწილად ნაწილში 2 ციფრი( სიმბოლოები - 00).
A3 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B3 უჯრაში გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, შემდეგი ფორმატით:
მთელ ნაწილში ციფრები კლასების გამოყოფის გარეშე( სიმბოლო #), ათწილად ნაწილში 2
ციფრი( სიმბოლოები - 00), სიმბოლო- space, და ფულადი ერთეულის ნიშანი €.
A4 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B4 უჯრაში
გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, შემდეგი ფორმატით:
ფულადი ერთეულის ნიშანი $, მთელ ნაწილში ციფრები კლასების გამოყოფით
( სიმბოლოები #,##0), ათწილად ნაწილში 2 ციფრი( სიმბოლოები - 00).
A5 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B5 უჯრაში
გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, შემდეგი ფორმატით:
თვე / რიცხვი / წელი საათი : წუთი AM/PM .A6 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B6 უჯრაში
გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, შემდეგი ფორმატით:
თვე / კვირის დღის დასახელება / წელი საათი : წუთი AM/PM
A7 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B7 უჯრაში
გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, შემდეგი ფორმატით:
თვის დასახელება / კვირის დღის დასახელება / წელი საათი : წუთი AM/PM
A8 უჯრაში მოთავსებული რიცხვითი მონაცემი, ფუნქციის მეშვეობით B8 უჯრაში
გარდაიქმნა ტექსტური ტიპის მონაცემის სახით, პროცენტული ფორმატით.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 7/23
ა. ჭანტურია Page 6
დამოუკიდებელი
სამუშაო
N1:
C19 და C20 უჯრებში TEXT ფუნქციის გამოყენებით გარდაქმენით ტექსტად და დააფორმატეთ
B19 და B20 უჯრების მნიშვნელობები ისე რომ, B15, B16, B17, B18, C19, და C20 უჯრების
მნიშვნელობების გამოყენებით B21-უჯრაში მიიღოთ ტექსტი:
დისტრიბუტორმა
Nov/Thursday/2012 1:37 AM
თარიღისათვის
შეასრულა
გაყიდვების
75.00%
შედეგი(პასუხი):
.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 8/23
ა. ჭანტურია Page 7
ფუნქცია VALUE
ფუნქციის
სინტაქსი
: VALUE (text)
VALUE ფუნქცია text არგუმენტში მითითებულ ტექსტურ მონაცემს გარდაქმნის რიცხვითი
ფორმატის მონაცემად.
ფორმულა შედეგი აღწერა
A სვეტში განთავსებული
ტექსტური არგუმენტების
გარდაქმნა მოხდა B სვეტში
რიცხვითი ფორმატის
მონაცემებად
ფუნქცია EXACT
ფუნქციის სინტაქსი: EXACT (text1, text2)
EXACT ფუნქცია სიმბოლოთა რეგისტრების გათვალისწინებით ადარებს text1 და text2
არგუმენტებში მითითებულ მონაცემებს. თუ არგუმენტის მნიშვნელობები სიმბოლოთა
რეგისტრების გათვალისწინებით (იგულისხმება განსხვავება დიდ და პატარა სიმბოლოებს
შორის) ერთმანეთს ემთხვევა, ფუნქციის მნიშვნელობაა TRUE, წინააღმდეგ შემთხვევაში - FALSE.
ფუნქცია REPT
ფუნქციის
სინტაქსი
: REPT (text, Number_times )
REPT ფუნქცია text არგუმენტში მითითებულ ტექსტურ მონაცემს გაიმეორებს იმდენჯერ, რა
რიცხვიც არის მითითებული Number_times არგუმენტში.
ფორმულა შედეგი აღწერა
რეგისტრების გათვალისწინებით E და
F სვეტების უჯრების
შიგთავსების
თანხვედრის
შემთხვევაში ფუქციის
მნიშვნელობაა True,
წინააღმდეგ შემთხვევაში
False.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 9/23
ა. ჭანტურია Page 8
ფუნქცია TRIM
ფუნქციის
სინტაქსი
: TRIM (text)
TRIM ფუნქცია text არგუმენტში მითითებული ტექსტიდან წაშლის ყველა ზედმეტ “sp ce”
სიმბოლოს.
ზედმეტ “sp ce” სიმბოლოებში იგულისხმება:
“sp ce” სიმბოლოები ტექსტის დასაწყისში, ტექსტის ბოლოს, პროგრამისათვის ასევე ზედმეტია
ერთის გარდა ყველა
“sp ce”
სიმბოლო
სიტყვებს შორის.
ფუნქცია LEN
LEN ფუნქცია გადათვლის სიმბოლოების რაოდენობას ტექსტურ სტრიქონში (“sp ce”
სიმბოლოების ჩათვლით).
ფუნქციის
სინტაქსი
: LEN (text)
ფორმულა:
შედეგი:
ფორმულა შედეგი აღწერა
K სვეტში მიღებული
შედეგი წარმოადგენს I
სვეტში ჩაწერილი
ტექსტის იმდენჯერ
განმეორებას, რა
რიცხვითი მონაცემიც განთავსებულია J სვეტის
შესაბამის სტრიქონში
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 10/23
ა. ჭანტურია Page 9
აღწერა
:
O2:O4 დიაპაზონში ფუნქციის შედეგია N2:N4 დიაპაზონში განთავსებული
ტექსტებისათვის სიმბოლოთა რაოდენობა, შესაბამისად.
P2:P4 დიაპაზონში ფუნქციის შედეგია N2:N4 დიაპაზონის „შეკუმშული“ ტექსტები,
შესაბამისად. ანუ „ზედმეტი“ “sp ce” სიმბოლოების გარეშე.
Q2:Q4 დიაპაზონში ფუნქციის შედეგია P2:P4 დიაპაზონში განთავსებული
ტექსტებისათვის სიმბოლოთა რაოდენობა, შესაბამისად.
ფუნქცია UPPER
ფუნქციის
სინტაქსი
: UPPER (Text),
UPPER ფუნქცია Text არგუმენტში პატარა რეგისტრებით წარმოდგენილ ტექსტს შეცვლის
დიდი რეგისტრებით.
ფუნქცია LOWER
ფუნქციის სინტაქსი: LOWER (Text),
LOWER - ფუნქცია Text არგუმენტში დიდი რეგისტრებით წარმოდგენილ ტექსტს შეცვლის
პატარა რეგისტრებით.
ფუნქცია PROPER
ფუნქციის სინტაქსი: UPPER (Text),
PROPER ფუნქცია Text არგუმენტში წარმოდგენილ წინადადებაში, ყოველი სიტყვის პირველი
სიმბოლოს რეგისტრს შეცვლის დიდი რეგისტრით.
ფორმულა
შედეგი
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 11/23
ა. ჭანტურია Page 10
აღწერა
B6:B9 დიაპაზონი: UPPER ფუნქციის გამოყენების შედეგად A6:A9 დიაპაზონში განთავსებული
ტექსტები გარდაიქმნა დიდი რეგისტრის ტექსტებად.
C6:C9 დიაპაზონი: LOWER ფუნქციის გამოყენების შედეგად A6:A9 დიაპაზონში განთავსებული
ტექსტები გარდაიქმნა პატარა რეგისტრის ტექსტებად.
D2:D4 დიაპაზონი: PROPER ფუნქციის გამოყენების შედეგად A6:A9 დიაპაზონში განთავსებული
ტექსტის ყოველი სიტყვის მხოლოდ პირველი სიმბოლო გარდაიქმნა დიდი რეგისტრების
სიმბოლოდ, შესაბამისად.
ფუნქცია FIND
ფუნქციის
სინტაქსი
: FIND
(find_text, Within_text , [Start_num ])
FIND ფუნქცია განსაზღვრავს Within_text (ტექსტი) არგუმენტში მითითებულ უჯრაში იმ
სიმბოლოს პოზიციის რიგით ნომერს, რომელიც მოთავსებულია find_text(
ქვეტექსტი
)
არგუმენტში. არგუმენტი Start_num (
პოზიცია ) განსაზღვრავს ძიების პოზიციის რიგით ნომერს,
ანუ Within_text (
ტექსტი
) არგუმენტში იმ სიმბოლოს ნომერს, საიდანაც უნდა დაიწყოს
მოცემული სიმბოლოს ძიება.
find_text და Within_text არგუმენტის მნიშვნელობები შეიძლება იყოს ბრჭყალებში
ჩასმული ტექსტი; ტექსტის შემცველი უჯრის მისამართი; ან ფორმულა, რომელსაც
ტექსტური მნიშვნელობა გააჩნია.
ძებნა წარმოებს იმ რიგითი ნომრის სიმბოლოდან, რომელიც მითითებულია მესამე
Start_num არგუმენტის მთელ ნაწილში. ეს არგუმენტი არ შეიძლება ერთზე ნაკლები
იყოს. ასევე შესაძლებელია არგუმენტის მნიშვნელობის არ დაფიქსირება. ასეთ
შემთხვევაში არგუმენტის მნიშვნელობად იგულისხმება 1, ე.ი. ძებნა წარმოებს ტექსტის
პირველი პოზიციიდან.
შენიშვნა: ძიებისას FIND ფუნქცია ითვალისწინებს განსხვავებას დიდ და პატარა რეგისტრებს
შორის.
ფუნქცია SEARCH
ფუნქციის
სინტაქსი
: SEARCH (find_text, Within_text , [Start_num ])
SEARCH ფუნქციას იგივე დანიშნულება აქვს რაც FIND ფუნქციას. იმ განსხვავებით, რომ
ფუნქცია ძიებისას არ ითვალისწინებს განსხვავებას დიდ და პატარა რეგისტრებს შორის.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 12/23
ა. ჭანტურია Page 11
ფორმულა
(Functions: FIND and SEARCH)
შედეგი
აღწერა
D2:D6
დიაპაზონი
: C2:C6 ტექსტური მონაცემების დიაპაზონის შესაბამის უჯრაში Find ფუნქცია
ეძებს სიმბოლო „n”- ს, რეგისტრის გათვალისწინებით, და აფიქსირებს პირველივე შემხვედრი „n”
სიმბოლოს პოზიციის რიგით ნომერს, შესაბამის უჯრაში.
E2:E6
დიაპაზონი
: C2:C6 ტექსტური მონაცემების დიაპაზონის შესაბამის უჯრაში Find ფუნქცია ეძებს სიმბოლო „N”- ს რეგისტრის გათვალისწინებით და აფიქსირებს პირველივე შემხვედრი „N”
სიმბოლოს პოზიციის რიგით ნომერს, შესაბამის უჯრაში.
F2:F6 დიაპაზონი: C2:C6 ტექსტური მონაცემების დიაპაზონის შესაბამის უჯრაში Search ფუნქცია
ეძებს სიმბოლო „N”- ს (რეგისტრის გაუთვალისწინებლად) და აფიქსირებს პირველივე
შემხვედრი „N”- სიმბოლოს პოზიციის რიგით ნომერს, შესაბამისი უჯრაში.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 13/23
ა. ჭანტურია Page 12
ფუნქცია REPLACE
ფუნქციის
სინტაქსი
: REPLACE (Old_text, start_num, num_chars , New_text),
REPLACE ფუნქცია Old_text არგუმენტში მითითებული ტექსტის ფრაგმენტს ცვლის ახალი
ტექსტით;
შესაცვლელი ტექსტის საწყისი(პირველი) სიმბოლოს რიგითი ნომერი ფუნქციას
მიეთითება არგუმენტში - start_num (საწყისი პოზიცია);
შესაცვლელი სიმბოლოების რაოდენობა მიეთითება არგუმენტში: num_chars
(რაოდენობა);
არგუმენტი: New_text (ახ_ტექსტი) მიუთითებს სიმბოლოთა იმ მიმდევრობას, რომლითაც
უნდა შეიცვალოს ძველი ტექსტის ნაწილი.
შენიშვნები:
start_num არგუმენტის მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს ერთზე ნაკლები;
num_chars არგუმენტის მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს ნულზე ნაკლები;
თუ ფუნქციის მეორე და მესამე არგუმენტები შეიცავენ ათწილად რიცხვებს, ფუნქცია
გამოიყენებს მონაცემთა მხოლოდ მთელ ნაწილს;
თუ start_num არგუმენტში მითითებული რიცხვი მეტია Old_text არგუმენტის
სიმბოლოთა რაოდენობაზე, ფუნქციის გამოყენების შედეგად ახალი ტექსტი ჩაიწერება
ძველი ტექსტის ბოლოში.
ფორმულა(ფუნქცია)
შედეგი
აღწერა
D15 უჯრაში ფუნქციის შესრულების შედეგად მიიღება C15 უჯრის შიგთავსი,
რომელშიც ტექსტის ფრაგმენტი: “cu.edu.ge” ჩანაცვლებულია ტექსტით „gmail.com”.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 14/23
ა. ჭანტურია Page 13
ფუნქციის დიალოგური ფანჯარა:
ფუნქცია
CLEAN
სხვა პროგრამებიდან მონაცემთა იმპორტირებისას, ხშირად მონაცემებში დამატებითი
სიმბოლოები ჩნდება, მაგ: კვადრატები, ვერტიკალური ხაზები, და სხვა. CLEAN ფუნქცია
გამოიყენება ასეთი სიმბოლოების წასაშლელად.
ფუნქცია
ROMAN
ფუნქციის სინტაქსი: ROMAN (Nimber, [form]),
ROMAN ფუნქცია არგუმენტში მითითითებულ არაბული რიცხვს შეუსაბამებს რომაულ ციფრს,
ფორმის შესაბამისად.
არსებობს რომაული ციფრების კლასიკური და მარტივი ფორმის (form) წარმოდგენები.
Form არგუმენტს შესაძლებელია ჰქონდეს შემდეგი არგუმენტები:
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 15/23
ა. ჭანტურია Page 14
გაითვალისწინეთ
:
შენიშვნა: რომაული ციფრები ტექსტური ფორმატის(არა რიცხვითი) მონაცემებია!
ფორმულა
შედეგი
აღწერა
ფუნქციის გამოყენებით არაბული რიცხვები გადაყვანილია სხვადასხვა ფორმის რომაულ
ციფრებში.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 16/23
ა. ჭანტურია Page 15
დამოუკიდებელი
სამუშაო
N2:
ამოცანა
:
C23:C27 დიაპაზონში წარმოდგენილი
მონაცემებისათვის ელ
.ფოსტის
დომენი
-„cu.edu.ge „
შეცვალეთ დომენით - “gmail.com”.
შედეგი( შემოწმებისათვის):
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 17/23
ა. ჭანტურია Page 16
საძიებო(დათვალიერების) ფუნქციები: VLOOKUP,
HLOOKUP, INDEX
ფუნქცია VLOOKUP
ფუნქციის
სინტაქსი
:
VLOOKUP (ვერტიკალური lookup) ფუნქცია table_array არუმენტში მითითებული ცხრილის
მიხედვით, შესაბამისობაში მოიყვანს ცხრილის სხვადასხვა სვეტის მნიშვნელობებს,
სტრიქონების შესაბამისად.
კერძოდ: Lookup_value არგუმენტში მითითებულ მნიშვნელობას შეუსაბამებს table_array
ცხრილის, Col_index_num არგუმენტის მიხედვით განსაზღვრული სვეტიდან შესაბამის
მნიშვნელობას.
ფუნქციას Lookup_value არგუმენტში მიეთითება საძიებელი მნიშვნელობა;
table_array არგუმენტში ფუნქციას უნდა განესაზღვროს ცხრილის დიაპაზონი, რომლის
მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ძიება;
Col_index_num არგუმენტი მიუთითებს table_array ცხრილის იმ სვეტის ნომერს,
რომელშიც უნდა მოიძებნოს Lookup_value არგუმენტის მნიშვნელობის შესაბამისი
ელემენტი;
Range_lookup არგუმენტი იღებს ლოგიკურ მნიშვნელობებს True და False. ეს
მნიშვნელობები განსაზღვრავენ ფუნქციამ ზუსტი ძიება უნდა განახორციელოს, თუ
დიაპაზონით (მიახლოებით) ძიება.
თუ Range_lookup არგუმენტი იღებს True მნიშვნელობას ან არგუმენტის მნიშვნელობა
გამოტოვებულია, მაშინ ფუნქცია ახორციელებს დიაპაზონით-მიახლოებით ძიებას. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ფუნქცია ეძებს ზუსტ შესაბამისობას. თუ ასეთი შესაბამისობა ვერ მოიძებნა,
ფიქსირდება შეტყობინება შეცდომაზე.
ამოცანა:
მოცემულია პროდუქტის კოდებისა და დასახელებების შესაბამისობა (იხ.დიაპაზონი A4:B8).
მომხმარებელის მიერ შესყიდული პროდუქტების კოდები განთავსებულია F4:F13 დიაპაზონში.
G4:G13 დიაპაზონში, საძიებო ფუნქციის გამოყენებით, მომხმარებლის მიერ შესყიდულ
თითოეულ პროდუქტს, კოდის მიხედვით, შესაბამისობაში მოუყვანეთ პროდუქტის
დასახელება (დიაპაზონი A4:B8).
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 18/23
ა. ჭანტურია Page 17
table_array - საძიებო ცხრილი და ფორმულა
შედეგი
აღწერა
F4:F13 დიაპაზონში წარმოდგენილი კოდის პროდუქტებისათვის , table_array არგუმენტში
მითითებული A4:B8 დიაპაზონის ცხრილის მეორე სვეტიდან, ფუნქციამ მოძებნა შესაბამისი
პროდუქტის დასახელებები.
მაგ: VLOOKUP ფუნქციის მიერ, table_array ცხრილის მიხედვით მოძებნილი, 654 კოდის
პროდუქტის დასახელებაა Widgets .
ფუნქცია HLOOKUP
ფუნქციის
სინტაქსი
:
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 19/23
ა. ჭანტურია Page 18
HLOOKUP (ჰორიზონტალური lookup) ფუნქცია შესაბამისობაში მოიყვანს table_array
ცხრილის სხვადასხვა სტრიქონის მნიშვნელობებს.
კერძოდ: Lookup_value არგუმენტში მითითებულ მნიშვნელობას შეუსაბამებს table_array
ცხრილის, row_index_num არგუმენტის მიხედვით განსაზღვრული სტრიქონიდან შესაბამის
მნიშვნელობას.
ფუნქციას Lookup_value არგუმენტში მიეთითება საძიებელი მნიშვნელობა;
table_array არგუმენტში ფუნქციას უნდა განესაზღვროს ცხრილის დიაპაზონი, რომლის
მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ძიება;
row_index_num არგუმენტი მიუთითებს table_array ცხრილის იმ სტრიქონის ნომერს,
რომელშიც უნდა მოიძებნოს Lookup_value არგუმენტის მნიშვნელობის შესაბამისი
ელემენტი;
Range_lookup არგუმენტი იღებს ლოგიკურ მნიშვნელობებს True და False. ეს
მნიშვნელობები განსაზღვრავენ ფუნქციამ ზუსტი ძიება უნდა განახორციელოს, თუ
დიაპაზონით (მიახლოებით) ძიება.
თუ Range_lookup არგუმენტი იღებს True მნიშვნელობას ან არგუმენტის მნიშვნელობა
გამოტოვებულია, მაშინ ფუნქცია ახორციელებს დიაპაზონით-მიახლოებით ძიებას. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ფუნქცია ეძებს ზუსტ შესაბამისობას. თუ ასეთი შესაბამისობა ვერ მოიძებნა,
ფიქსირდება შეტყობინება შეცდომაზე.
table_array საძიებო ცხრილი და ფორმულა
შედეგი
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 20/23
ა. ჭანტურია Page 19
აღწერა
B31:B40 დიაპაზონში წარმოდგენილი კოდის პროდუქტებისათვის, table_array არგუმენტში
მითითებული B25:F26 დიაპაზონის ცხრილის მეორე სტრიქონიდან, ფუნქციამ მოძებნა
შესაბამისი პროდუქტის დასახელებები.
მაგ
: HLOOKUP ფუნქციის მიერ, table_array ცხრილის მიხედვით მოძებნილი, 654 კოდის პროდუქტის დასახელებაა Widgets .
შემთხვევა: ფუნქციის Range_lookup - არგუმენტი იღებს ლოგიკურ მნიშვნელობებს True.
ამოცანა
: ვთქვათ სტუდენტის შეფასება-ნიშანი (A, B, C, …) პროცენტული მაჩვენებლის შემდეგი
შუალედებით განისაზღვრება:
X %
ნიშანი
0 <= x < 41% F
41 % <= x <51% FX
51 % <= x <61% E
61 % <= x <71% D
71 % <= x < 81% C
81 % <= x < 91% B
91% <= x <=100 A
X% >100 ERROR
სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებები განთავსებულია E24:E57 დიაპაზონში. ფუნქციის გამოყენებით მოცემულ თითოეულ პროცენტულ შეფასებას შესაბამისობაში მოუყვანეთ ნიშანი.
ექსელის გვერდზე მოამზადეთ შეფასებების პროცენტული მაჩვენებლებისა და შეფასება-
ნიშნების შესაბამისობის ცხრილი (არგუმენტი - table_array) . (გვერდი: Vlookup_Hlookup,
დიაპაზონი A49:B56).
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 21/23
ა. ჭანტურია Page 20
table_array - საძიებო ცხრილი და ფორმულა
შედეგი
აღწერა
A49:B56 დიაპაზონის შესაბამისობის ცხრილი მომზადებულია შემდეგი კანონზომიერებით:
0-დან (ჩათვლით) 41-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - F,
41-დან (ჩათვლით) 51-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - FX,
51-დან (ჩათვლით) 61-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - E,
61-დან (ჩათვლით) 71-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - D ,
71-დან (ჩათვლით) 81-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - C ,
81-დან (ჩათვლით) 91-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - B,
91-დან (ჩათვლით) 100.000001-მდე ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება - A,
100.000001-ზე მეტი (ჩათვლით) ნიშნების დიაპაზონს შეესაბამება შეფასება ERROR.
E49:E57 დიაპაზონში მოცემული სტუდენტების შეფასებებისათვის ფუნქციამ შესაბამისობაში მოიყვანა სტუდენტის შეფასებები, A49:B56 დიაპაზონში ჩაწერილი
table_array - არგუმენტის ცხრილის მიხედვით.
მაგ: table_array ცხრილის მიხედვით სტუდენტის შეფასებას 82, შეესაბამება ნიშანი D ,
რადგან 82 მოთავსებულია 81 - სა და 91- ს შორის (82 ეკუთვნის [81, 91) შუალედს) და ასეთ
ქულებს შეესაბამება ნიშანი B , შეფასება 54 -ე სტრიქონისა და B სვეტის გადაკვეთიდან.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 22/23
ა. ჭანტურია Page 21
დამოუკიდებელი სამუშაო N3
ამოცანა: მოცემულია პროდუქტის კოდებისა და ფასების შესაბამისობა (დიაპაზონი A4:B8).
მომხმარებელის მიერ შესყიდული პროდუქტების კოდები განთავსებულია F4:F13 დიაპაზონში.
G4:G13 დიაპაზონში ფუნქციის გამოყენებით თითოეულ შესყიდულ პროდუქტს შესაბამისობაში
მოუყვანეთ ფასი (ცხრილიA4:B8) და G14 უჯრაში გამოთვალეთ საერთო გადასახდელი თანხა.
დამოუკიდებელი სამუშაო N4
ამოცანა: ვთქვათ სტუდენტის შეფასება-ნიშანი (A, B, C, …) პროცენტული მაჩვენებლის შემდეგი
შუალედებით განისაზღვრება:
სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებები განთავსებულია E26:E34 დიაპაზონში.
ექსელის გვერდზე მოამზადეთ შეფასებების პროცენტული მაჩვენებლებისა და შეფასება-ნიშნების
შესაბამისობის ცხრილი (არგუმენტი - table_array)
ფუნქციის გამოყენებით მოცემულ თითოეულ პროცენტულ შეფასებას (დიაპაზონი - F26:F34)
შესაბამისობაში მოუყვანეთ ნიშანი.
ფუნქცია INDEX
ფუნქციის სინტაქსი:
INDEX -
ფუნქცია array -არუმენტში მითითებული ცხრილიდან „წაიკითხავს“ იმ უჯრის
მნიშვნელობას, რომელიც მდებარეობს row_num და column_num არგუმენტებში მითითებული
ნომრის სტრიქონისა და სვეტის გადაკვეთაზე.
შენიშვნა: E4:N13 დიაპაზონის ცხრილი წარმოადგენს 1-დან 10-მდე რიცხვების გამრავლების
ცხრილს, რომელიც ჩაწერილია ერთი ფორმულით.
მაგ: E4:N13 დიაპაზონის ცხრილში მე-6 სტრიქონისა და მე-7 სვეტის კვეთაზე მდებარეობს რიცხვი -42.
7/23/2019 Lesson 8 Text Function 2015 Autumn
http://slidepdf.com/reader/full/lesson-8-text-function-2015-autumn 23/23
ა ჭანტურია Page 22
ფუნქციის დიალოგური ფანჯარა: