isbd(m) - nplgdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/17744/1/isbd-m.pdf · 2013-05-29 · isbd(m)...

77
INTERNATIONAL FEDERATION OF LIBRARY ASSOCIATIONS AND INSTITUTIONS ISBD(M) International Standard Bibliographic Description for Monographic Publications Revised edition Recommended by the ISBD Review Committee Approved by the Standing Committee of the IFLA Section on Cataloguing IFLA Universal Bibliographic Control and International MARC Programme British Library Bibloiographic Service London 1987 Translated into Georgian by Tamar Tskhakaia and Teimuraz Chkhenkeli Library Automation Association in Georgia Tbilisi 2000 1

Upload: others

Post on 31-Jan-2020

18 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

INTERNATIONAL FEDERATION OF LIBRARY ASSOCIATIONS AND INSTITUTIONS

ISBD(M)

International Standard Bibliographic Description

for Monographic Publications

Revised edition

Recommended by the ISBD Review Committee

Approved by the Standing Committee of the IFLA Section on Cataloguing

IFLA Universal Bibliographic Control and International MARC Programme British Library Bibloiographic Service

London

1987 Translated into Georgian by Tamar Tskhakaia and Teimuraz Chkhenkeli

Library Automation Association in Georgia Tbilisi 2000

1

საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და დაწესებულებათა საერთაშორისო ფედერაცია (IFLA)

ISBD(M)

მონოგრაფიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიოგრაფიული აღწერილობა

გადამუშავებული გამოცემა.

რეკომენდირებულია ISBD-ს სარედაქციო კომიტეტის მიერ

მოწონებულია IFLA-ს მუდმი კომიტეტის საკატალოგიზაციო სექციის მიერ

IFLA-ს საყოველთაო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვისა და საერთაშორისო კომპიუტერული კატალოგიზაციის პროგრამა

ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული სამსახური ლონდონი

1987 ინგლისურიდან თარგმნეს თამარ ცხაკაიამ და თეიმურაზ ჩხენკელმა

ბიბლიოთეკების ავტომატიზაციის ასოციაცია საქართველოში თბილისი 2000

2

შ ი ნ ა ა რ ს ი შესავალი 0 წინასწარი შენიშვნები 0.1 მოქმედების არე, მიზანი და გამოყენება 0.2 განსაზღვრებანი 0.3 ISBD(G)-ს და ISBD(M)-ის სქემების შედარება 0.4 პუნქტუაცია 0.5 ინფორმაციის წყაროები 0.6 აღწერილობის ენა და დამწერლობის სისტემა 0.7 შემოკლებები და აბრევიატურა 0.8 დიდი ასოების გამოყენება (კაპიტალიზაცია) 0.9 მაგალითები 0.10 ბეჭდვითი შეცდომები 0.11 სიმბოლოები და ა.შ. 1 ელემენტების სპეციფიკაცია 1.1 სათაურისა და პასუხისმგებლობის ცნობების სფერო 1.2 გამოცემის სფერო 1.3 მასალის (ან პუბლიკაციის სახეობის) დამახასიათებელი სფერო 1.4 გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. სფერო 1.5 ფიზიკური აღწერილობის სფერო 1.6 სერიის სფერო 1.7 შენიშვნების სფერო 1.8 სტანდარტული (ან ალტერნატიული) ნომრის და ხელმისაწვდომობის პირობების სფერო დამატება ა.მრავალდონიანი აღწერილობა ბ. ორმხრივი მიმართულების ჩანაწერები გ. მაგალითები

საძიებელი

3

შესავალი

საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიოგრაფიული აღწერილობა International Standard Bibliographic Description შეიქმნა საკატალოგიზაციო ექსპერტების საერთაშორისო თათბირზე მიღებული რეზოლუციის შედეგად. ეს თათბირი ორგანიზებული იყო IFLA -ს საკატალოგიზაციო კომიტეტის მიერ კოპენჰაგენში, 1969 წელს, ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შინაარსისა და ფორმის სტანდარტების დასადგენად1. მონოგრაფიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიოგრაფიული აღწერილობა იყო პირველი ISBD-თაგან, რომელიც შეიქმნა 1969 წლის მანდატის თანახმად. ISBD(M)-ის პირველი ტექსტი გამოქვეყნდა 1971 წელს რეკომენდაციების სახით. 1973 წლისათვის ეს ტექსტი მიღებულ და დამტკიცებულ იქნა ეროვნული ბიბლიოგრაფიის მთელ რიგ ორგანიზაციებში, ითარგმნა ინგლისურიდან სხვადასხვა ენებზე და მთელმა რიგმა საკატალოგიზციო კომიტეტებმა ამ ტექსტის გათვალისწინებით თავიდან შეადგინეს პროექტები ბიბლიოგრაფიული აღწერილობის ეროვნული წესებისათვის. ამ ტექსტის პრაქტიკული გამოყენების შედეგად მიღებული შენიშვნების გავლენით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადამუშავებული ტექსტის გამოქვეყნების შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 1973 წლის 23-24 აგვისტოს გრენობლში IFLA-ს გენერალური საბჭოს ყრილობის წინ, IFLA-ს საკატალოგიზაციო კომიტეტმა მოაწყო ISBD(M)-ის სარევიზიო თათბირი. ამ თათბირის შედეგი კი იყო ISBD(M)-ის “პირველი სტანდარტული გამოცემის” გამოქვეყნება 1974 წელს. 1975 წლის აგვისტოში ინგლისურ-ამერიკული საკატალოგიზაციო წესების რევიზიის ერთობლივმა მმართველმა კომისიამ შესთავაზა IFLA-ს საკატალოგიზაციო კომიტეტს ყველა ტიპის საბიბლიოთეკო მასალისათვის მისაღები ზოგადი ბიბლიოგრაფიული აღწერილობის საერთაშორისო სტანდარტის შემუშავება. ამის შედეგად, 1977 წელს, გამოქვეყნდა ISBD(G). შემდეგ ISBD(G)-სთან შესატყვისობაში იქნა მოყვანილი ISBD(M) და ISBD(M)-ის “პირველი შესწორებული სტანდარტული გამოცემა” გამოქვეყნდა 1978 წელს. 1977წ. აგვისტოში IFLA-ს მსოფლიო კონგრესის შეხვედრების დროს, ბრიუსელში, IFLA -ს საკატალოგიზაციო სექციის მუდმივმომქმედმა კომისიამ მიიღო ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებოდა IFLA-ს პროგრამას ISBD-ების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ყველა ISBD-ს ტექსტი 5 წლის განმავლობაში იქნებოდა გამოყენებული შეუცვლელად, რომლის შემდგომ გაკეთდებოდა ყველა ან ცალკეული ტექსტების გადასინჯვა. ამ გადაწყვეტილების შედეგად IFLA-ს მიერ შეიქმნა ISBD-ების გადამუშავების კომიტეტი, რომლის პირველი შეხვედრა მოეწყო ლონდონში 1981 წლის 10-11 აგვისტოს. შემუშავებულ იქნა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა გადაემუშავებინათ და შეესწორებინათ ოთხი ISBD: ISBD(CM), ISBD(NBM), ISBD(S) (ყველა პირველად გამოქვეყნდა 1977 წელს) და ISBD(M), რომლის უკანასკნელი გამოცემა გამოქვეყნდა 1978 წელს. ყოველი ISBD-თვის შეიქმნა მუშა ჯგუფი, ხოლო თითოეული ჯგუფის თავმჯდომარედ დაინიშნა ISBD-ს გადამუშავების კომიტეტის წევრი. ამ ოთხი ISBD-ს გამოყენების გამოცდილებამ რამდენიმე წლის განმავლობაში უჩვენა, რომ ისინი ფართოდ იყო გამოყენებული, როგორც სტანდარტული დოკუმენტური წყარო კატალოგიზაციის ეროვნული წესების შესაქმნელად და აგრეთვე, ამ წესების არ ასებობის შემთხვევაში, როგორც კატალოგიზაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო.

1 Report of the International Meeting of Cataloguing Experts, Copenhagen. 1979. Libri, vol. 20, no. 1, 1970. pp. 115-116. 4

პრაქტიკულმა მუშაობამ ტექსტებთან ბევრი სასიკეთო იდეა წარმოშვა მათი შემდგომი გაუმჯობესებისათვის და დადგინდა მოქმედების შემდეგი მთავარი სავალდებულო მიმართულებები:

1. ფორმულირებების გამართვა და განსაზღვრებებში და პირობებში თავსებადობის მიღწევა;

2. ISBD-ების მორგება არა-რომაული დამწერლობებისათვის;

3. ტოლობის ნიშნის გამოყენების გადასინჯვა;

4. უფრო მეტი და უკეთესი მაგალითების ჩართვა;

5. შენიშვნების განხილვა განსაკუთრებით მათი, რომლებიც მიღებულია IASA-დან (International Association for Sound Archives) და IAML-დან (International Association of Music Librarians) და ეხება არა წიგნად მასალებს (NBM).

თავსებადობის მიღწევის აუცილებლობა წარმოიშვა იმ ფაქტიდან, რომ დამოუკიდებლად შექმნილი ტექსტებისათვის განსაკუთრებით საჭირო იყო ფორმულირებათა ჰარმონიზება, შესაბამისი პირობების ჩართვა და ა.შ. იმისათვის, რომ სპეციფიკაციები ოთხივე ტექსტში გამხდარიყო იდენტური, რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა მასალების (დოკუმენტების) ოთხი განსხვავებული კატეგორია. როდესაც ცხადი გახდა , რომ ზემოხსენებულ ჰარმონიზაციას მოეთხოვება ყველაზე მეტი შრომა, საყოველთაო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვის იფლას საერთაშორისო ოფისმა შექმნა სახელმძღვანელო დოკუმენტი ჰარმონიზაციის ამოცანისათვის. ISBD-ს გადამუშავების კომიტეტის მეორე შეხვედრა შედგა ისევე ლონდონში, 1983 წლის 19-21 იანვარს, და ჩქარა ამის შემდეგ, პირველი გადამუშავებული სამუშაო ტექსტები ფოსტით დაიგზავნა ხელმეორე გადამუშავებისათვის ვადით 1983 წლის 31 ივლისიდან 1984 წლის იანვრამდე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპეციალისტებისა და ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილმა ბევრმა სასარგებლო შენიშვნამ გააგრძელებინა სამუშაო ჯგუფებს მუშაობა აუცილებელი ცვლილებების შესატანად. სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეებმა გამოუშვეს ამ ოთხი დოკუმენტის მეორე გადამუშავებული სამუშაო ტექსტები, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა მიღებული შენიშვნა და წინადადება. ამის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკის სპეციალისტებმა გამოუშვეს მესამედ გადამუშავებული ტექსტები, რომლებიც შეიქმნა მეორე გადამუშავებული ტექსტების შედარებისა და ჰარმონიზაციის საფუძველზე. მესამედ გადამუშავებული ტექსტები გადაეცა ჯგუფების თავმჯდომარეებს, რომელთაც შეიტანეს საჭირო დამატებები და მიუთითეს გადაუჭრელ პრობლემებზე. საბოლოო შემოწმების დროს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა თავმჯდომარემ და უნივერსალური ბიბლიოგრაფიული აღრიცხვის პროგრამის ხელმძღვანელმა ბარბარა ჯოვერმა, ყველა პრობლემა იქნა გადაჭრილი და ბოლოს გამოშვებულ იქნა საბოლოო ტექსტები. მთელმა ამ სამუშაომ წაიღო გაცილებით მეტი დრო და ენერგია, ვიდრე ეს იყო გათვალიწინებული 1981 და 1983 წლებში შედგენილ სამუშაო გეგმებში. მადლობა დაიმსახურა ყველამ, ვინც წარმოადგინა შენიშვნები თუ მონაწილეობა მიიღო ამ სამუშაოში არაფორმალური კონსულტაციებით. გადაწყვეტილებების კოორდინაციისათვის და ამ გადაწყვეტილებების ზუსტად ასახვისათვის ყველა ტექსტში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ბარბარა ჯოვერს და კონგრესის ბიბლიოთეკის სპეციალისტებს. ISBD(M) შეიცავს საძიებელს და სამ დამატებას. პირველ დამატებაში მოყვანილია მრავალდონიანი აღწერილობის ზოგადი სტანდარტული წესები. მეორე დამატება ასრულებს გარკვეული საყრდენის როლს იმ სპეციალისტებისათვის, რომელნიც ამუშავებენ აღმოსავლურ გამოცემებს: აქ მოყვანილია მოკლე მიმოხილვა იმ ხერხებისა, რომელთა საშუალებით უნდა გადაიწეროს მონაცემები ერთდროულად ორი დამწერლობის გამოყენებით – ნაწილობრივ მარჯვნიდან მარცხნივ და ნაწილობრივ მარცხნიდან მარჯვნივ.

5

ბოლო დამატებაში მოყვანილია მაგალითები ISBD-ის ყველა სფეროს დებულებების საილუსტრაციოდ. გადამუშავებულმა ISBD(M) ეფექტურად გაართვა თავი იმ პრობლემას, რომელმაც მისცა მთავარი ბიძგი გადამუშავების პროცესს, ანუ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც დააყენა არა-რომაულმა ენებმა და დამწერლობებმა. გარდა იმისა, რომ ოთხივე ტექსტი ახლა უკვე ცნობს აღმოსავლურ გამოცემებს და მათ ზოგიერთ სპეციფიკურ პრობლემებს, ISBD(M), კერძოდ აღმოსავლური წიგნების სპეციალური შემთხვევებისათვის იძლევა კოლოფონის, როგორც ინფორმაციის დაწესებული წყაროს, გამოყენების ნებართვას. ISBD(M) ასევე ითვალისწინებს ისეთ მასალებს, რომლებიც გამოცემულია წიგნის სახით სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის. როდესაც ასეთი მასალების დეტალური დამუშავების დონე აღემატება ISBD(M)-ის ფარგლებს, მაშინ მითითებულია უსინათლოთა ბიბლიოთეკის იფლას მრგვალი მაგიდის გამოცემა. ISBD(M)-ის წინამდებარე ახალი გამოცემა დამტკიცებულია იფლას საკატალოგიზაციო სექციის მიერ. ვაშინგტონი და ფილადელფია ლუსია ჯ. რათერი - ISBD-ს გადამუშავების კომიტეტის

თავმჯდომარე ფრანსეზ ჰინტონი - ISBD(M)-ის სამუშაო ჯგუფის

თავმჯდომარე წინასწარი შენიშვნები

0.1 მოქმედების არე, მიზანი და გამოყენება

0.1.1 მოქმედების არე

მონოგრაფიულ გამოცემათა საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, შემდგომში მოხსენიებული როგორც ISBD(M)-განსაზღვრავს აღწერილობისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მოთხოვნებს ამ სახის პულიკაციებისათვის, ადგენს აღწერილობის ელემენტთა თანამიმდევრობას და აწესებს აღწერილობის პუნქტუაციის სისტემას. მისი დებულებები პირველ რიგში ეხება ეროვნული ბიბლიოგრაფიული სააგენტოების მიერ შექმნილ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებს (ეროვნული ბიბლიოგრაფიის ბეჭდურ გამოცემებს, სხვა ბეჭდურ ჩანაწერებს და მათთან დაკავშირებულ მანქანა-საკითხავ, უფრო ზუსტად კომპიუტერ-საკითხავ მონაცემთა ფაილებს) და მხოლოდ მეორე რიგში სხვა საკატალოგიზაციო სააგენტოების ჩანაწერებს, როგორც მანქანა-საკითხავ, ასევე ბეჭდური ფორმით. (იმ შემთხვევაში, როდესაც ბიბლიოგრაფიული მონაცემები ინახება კომპიუტერ-საკითხავ მატარებელში, ISBD-ები აწესებენ შეთანხმებებს თვალით საკითხავ ფორმებზე, როგორიცაა გამოსახულება ეკრანზე ან ბეჭდური პროდუქცია, და არა კომპიუტერ-საკითხავ მატარებელში გამოყენებულ მონაცემთა სტრუქტურაზე).

6

მონოგრაფიული პუბლიკაციები შეიცავენ მონოგრაფიებს, როგორც თვალით საკითხავი სახით, ასევე უსინათლო მკითხველისათვის2 რელიეფურად ამოზნექილი სახით და აგრეთვე იმ პუბლიკაციებს, რომლებიც გამოცემულია შეზღუდული გავრცელებისათვის ან მოთხოვნით გაყიდვის მიზნით.

ISBD(M)-წარმოადგენს ISBD-ებიდან ერთ-ერთს; სხვები მოიცავენ სერიალურ გამოცემებს - ISBD(S), არაწიგნურ მასალებს - ISBD(NBM), კარტოგრაფიული მასალებს - ISBD(CM), 1801-წლამდე გამოცემულ მონოგრაფიებს - ISBD(A) და სანოტო გამოცემებს - ISBD(PM). თითოეული ISBD-მიზნად ისახავს შეთანხმებულ დებულებათა სიმრავლის გაერთიანებას პუბლიკაციის შესაბამისი სახეობისათვის, მაგრამ არ გამორიცხავს სხვა ISBD-ების გამოყენებას. მომხმარებელნი აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროებენ მიმართონ სხვადასხვა ISBD-ს. მაგალითად მაშინ როცა აღწერილობის საგანი, აღწერს იმ მახასიათებელს, რომლებიც მოცემულნი არიან სხვა ISBD-ში, როგორიცაა მიკროფორმაში, ან მრავალმატარებლიან გამოცემაში, ისეთი როგორიცაა მონოგრაფია თანმხლები ხმოვანი მასალით. ყველა ISBD დაფუძნებულია ზოგად ISBD (ISBD(G))-ზე. (იხ. შედარებითი სქემა 0.3-ში.).

0.1.2 მიზანი ISBD-ს უპირველესი მიზანია თავსებადი ბიბლიოგრაფიული

აღწერილობის პირობების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში, რათა დაეხმაროს ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების საერთაშორისო გაცვლას როგორც ეროვნულ ბიბლიოგრაფიულ სააგენტოებს შორის, ასევე მთლიანად მთელს საერთაშორისო საინფორმაციო და საბიბლიოთეკო საზოგადოებაში. ბიბლიოგრაფიული აღწერილობის ელემენტების განსაზღვრით, იმ თანამიმდევრობისა და პუნქტუაციის დაწესებით, რომლის მიხედვითაც ეს ელემენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და გამოყოფილი ერთმანეთისაგან ჩანაწერში, ISBD-ები მიზნად ისახავენ: ა) გახადონ სხვადასხვა წარმოშობის ჩანაწერები გამოსადეგი ურთიერთგაცვლისათვის ისე, რომ ერთ ქვეყანაში შექმნილი ჩანაწერები ადვილად იქნას გამოყენებული სხვა ქვეყნის ბიბლიოთეკის კატალოგებში და ბიბლიოგრაფიულ ნუსხებში; ბ) ხელი შეუწყონ ჩანაწერების აღქმას მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, რათა ჩანაწერები შექმნილი ერთი ენის მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები გახდეს სხვა ენის მომხმარებლისათვის; გ) დაეხმარონ ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების გადაყვანას (კონვერსიას) მანქანა-საკითხავ ფორმაში.

0.1.3 გამოყენება

ISBD-ები უზრუნველყოფენ პირობებს მაქსიმალური აღწერილობითი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა

2 თუ აღსაწერი დოკუმენტი დაბეჭდილია ბრაილის შრიფტით ან სხვა ფორმით, რომელიც აწვდის დაბეჭდილ ტექსტებს მხედველობა დაქვეითებულ პირებს, მაშინ გამოიყენება ალტერნატიული მეთოდი, რომელშიც ხაზგასმულია ტიპოგრაფიულად შესრულებული ორიგინალი შემდეგი მონოგრაფიის დუბულებების თანახმად: Interneional exchange of bibliografhic informaition on materials for the blind and physically handicapped/ by Pieter J.A. de Villiers and David E. Shumaker ; Round Table of Libraries for the Blind, International Federation of Library Associations. - Washingtion, D.C. : The Round Tadle, Executive Secretariat, 1980.

7

ბიბლიოგრაფიული საქმიანობისათვის და ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ ელემენტებს, რომლებიც არსებითია თუნდაც ერთი ასეთი საქმიანობისათვის, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველასათვის.

რეკომენდირებულია, რომ ეროვნულმა ბიბლიოგრაფიულმა სააგენტოებმა ყოველ ქვეყანაში, რომელთაც დაკისრებული აქვთ ამ ქვეყნის ყველა გამოცემის სრული და ზუსტი აღწერილობის შედგენის პასუხისმგებლობა, მოამზადონ სრული და ზუსტი აღწერილობა, რომელიც შეიცავს ყველა სავალდებულო ელემენტს, გათვალისწინებულს შესაბამის ISBD-ში იმ მოცულობით, რომლითაც ეს მონაცემები გამოყენებულია აღსაწერ გამოცემაში.

სხვა საკატალოგიზაციო ორგანიზაციებს უფრო ფართო არჩევანი აქვთ, რადგან ისინი არ უზრუნველყოფენ სრულ და ზუსტ ჩანაწერებს საერთაშორისო გაცვლისათვის. მათ შეუძლიათ შეარჩიონ ISBD-ს ელემენტები, სავალდებულო თუ ფაკულტატიური, საკუთარ ჩანაწერებში ჩასართავად შესაბამისი ISBD-ს მიერ დაწესებული თანმიმდევრობისა და პუნქტუაციის დაცვით.

ISBD-ს მიხედვით შექმნილი აღწერილობა წარმოადგენს სრული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის ნაწილს და ჩვეულებრივად დამოუკიდებლად არ გამოიყენება. სხვა ფაქტორები, რომლებიც ქმნის სრულ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერს ისეთები, როგორიცაა თავსათაური, საგნობრივი რუბრიკები, უნიფიცირებული სათაური, ბარათების და დამატებითი ბარათების განლაგების ნიშნები და წესები არ შედის ISBD-ს დებულებებში. ამ ფაქტორების წესები ჩვეულებრივ მოცემულია საკატალოგიზაციო წესებში.

0.2 განსაზღვრებები

მოცემულია იმ ტერმინების განსაზღვრებები, რომლებიც ISBD(M)-ში გამოყენებულია ან სპეციფიკური მნიშვნელობით ან, ზოგად ხმარებაში მყოფი მათი რამდენიმე მნიშვნელობიდან, თავისი ერთ-ერთი მნიშვნელობით. აგრეთვე განსაზღვრულია ზოგიერთი ტერმინი, რომელიც გამოყენებულია ჩვეულებრივი ბიბლიოგრაფიული მნიშვნელობით.

თანმხლები მასალა ნებისმიერი მასალა, რომელიც თან ახლავს აღსაწერი პუბლიკაციის ძირითად ნაწილს და განკუთვნილია მასთან ერთობლივი გამოყენებისათვის.

ცნობები თანმხლები მასალის შესახებ

თანმხლები მასალის მოკლე აღწერა.

ალტერნატიული სათაური

ძირითადი სათაურის მეორე ნაწილი. ძირითადი სათაური შედგება ორი ნაწილისაგან, (თითოეულ მათგანს აქვს სათაურის ფორმა) რომელიც დაკავშირებულია სიტყვით "ან", ან მისი ექვივალენტით სხვა ენაზე.

8

სფერო ბიბლიოგრაფიული აღწერილობის ძირითადი ნაწილი, რომელიც შეიცავს გარკვეული კატეგორიის ან რიგი კატეგორიების მონაცემებს.

სათაურის წინამდებარე ცნობები (ავან-ტიტრი)

სხვა ინფორმაცია ძირითადი სათაურის შესახებ, რომელიც მოთავსებულია ძირითადი სათაურის ზემოთ და გვხვდება პუბლიკაციის სატიტულე გვერდზე ან მის შემცვლელზე.

ბიბლიოგრაფიული აღწერილობა

ბიბლიოგრაფიული მონაცემების ერთობლიობა პუბლიკაციის აღრიცხვისა და იდენტიფიკაციისათვის.

ბეჭდილობის ცნობები (კოლოფონი)

ცნობები პუბლიკაციის ბოლოს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მისი გამოცემის ან დაბეჭვდის შესახებ და ზოგიერთ შემთხვევაში კი - სხვა ბიბლიოგრაფიულ ინფორმაციას.

საერთო სათაური სათაურის ის ნაწილი, რომელიც ახლავს ურთიერთდაკავშირებულ პუბლიკაციების ჯგუფს დამატებით მისი ცალკეული ნაწილების სათაურებისა. საერთო სათაური მიუთითებს ამ ურთიერთკავშირზე და ცალკეული ნაწილის სათაურთან ერთად ახდენს მოცემული პუბლიკაციის იდენტიფიცირებას. საერთო სათაური შეიძლება ასევე საერთო იყოს ძირითადი პუბლიკაციისათვის და მისი დამატებებისათვის, ასევე მისი ძირითადი სერიებისა და ქვესერიებისათვის, როდესაც დამატებებსაც და ქვესერიებსაც გააჩნიათ დამოკიდებული სათაური.

გარეკანის სათაური პუბლიკაციის (ორიგინალის) გარეკანზე დაბეჭდილი სათაური.

დამოკიდებული სათაური სათაური, რომელიც არასრულყოფილია პუბლიკაციის იდენტიფიკაციისათვის და თავად საჭიროებს საერთო სათაურის ან ძირითადი პუბლიკაციის სათაურის ან ძირითადი სერიების სათაურის დამატებას. მის მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ ნაწილების სათაურები ზოგიერთი დამატებითი სათაურები და ქვესერიების სათაურები.

გამოცემა პუბლიკაციის ყველა ეგზემპლარი, რომელიც წარმოებულია არსებითად ერთი და იმავე ორიგინალიდან და გამოშვებულია ერთი და იმავე გამომცემლობის მიერ; კონტაქტური

9

ბეჭდვის ან ფოტოგრაფიული ან სხვა რაიმე მეთოდით. იხილეთ ასევე ფაქსიმილური გადაბეჭვდა.

ცნობები გამოცემის შესახებ

სიტყვა, ფრაზა ან სიმბოლოების ჯგუფი, რომლებიც მიუთითებენ, რომ პუბლიკაცია მიეკუთვნება რომელიმე გამოცემას.

ელემენტი სიტყვა, ფრაზა ან სიმბოლოების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის განსხვავებულ ერთეულს და შეადგენენ ბიბლიოგრაფიული აღწერილობის სფეროს ნაწილს.

ფაქსიმილური გამოცემა პუბლიკაცია, რომელშიც ძირითადი ტექსტი ზუსტად რეპროდუცირებულია მისი ადრინდელი გამოცემისაგან.

მასალის ზოგადი განსაზღვრება

ტერმინი, რომელიც ფართოდ აღნიშნავს მასალის იმ კლასს, რომელსაც მიეკუთვნება მოცემული პუბლიკაცია.

ილუსტრაცია პუბლიკაციაში მოთავსებული სქემატური, მხატვრული ან სხვა გრაფიკული გამოხატულება.

ერთჯერადი ამონაბეჭდი გამოცემის ყველა ეგზემპლარი, რომლებიც ამობეჭდილია ერთდროულად ან ერთი საწარმოო პროცესის განმავლობაში.

ISBN (წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი)

ათნიშნა რიცხვი, რომელიც შეიცავს საკონტროლო ციფრს და რომელსაც წინ უძღვის ანბანური თავსართი. ISBN ახდენს კონკრეტული გამომცემლის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის, როგორც გამოცემის, იდენტიფიცირებას და უნიკალურია მოცემული გამოცემისათვის. ის მიეწერება გამოცემას ISBN-ის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც ემყარება ISO-ს სტანდარტს 2108-1978(E) დოკუმენტაცია - წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნუმერაცია (ISBN).

ISSN (სერიალური გამოცემის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი)

რვანიშნა რიცხვი, რომელიც შეიცავს საკონტრლო ციფრს, რომელსაც წინ უძღვის ანბანური თავსართი. ISSN-ი საკვანძო სათაურთან ერთად ცალსახად ახდენს სერიალური გამოცემის სათაურის იდენტიფიცირებას. (იხ. ISDS სახელმძღვ. ნაწ.I). მისი მინიჭება ხდება სერიალური გამოცემების მონაცემთა საერთაშორისო

10

სისტემის (ISDS) თანახმად და დაფუძნებულია ISO-ს სტანდარტზე: ISO 3297-1986.

საკვანძო სათაური უნიკალური სახელწოდება, რომელიც ენიჭება სერიალურ გამოცემას, სერიალური გამოცემების მონაცემთა საერთაშორისო სისტემის (ISDS) მიერ და განუყოფლადაა დაკავშირებული თავის სერიალური გამოცემის საერთაშორისო სტანდარტულ ნომერთან (ISSN).

ძირითადი სერია დანომრილი სერია, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ქვესერიას.

მონოგრაფიული პუბლიკაცია

პუბლიკაცია, რომელიც მთლიანად დასრულებულია ერთ ან რამოდენიმე ნაწილში, ან უნდა დასრულდეს წინასწარ განსაზღვრული სასრული რაოდენობით ცალკეულ ნაწილებში. ISBD(M)-ში ლიმიტირებულია 1801 წლიდან და შემდგომი წლების პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ ტექსტს და/ან ილუსტრაციებს და თვალსაჩინო მასალებს (მაგ: დაბეჭდილი წიგნი) ან ტექსტს და/ან ილუსტრაციებს რელიეფურად ამოზნექილი სახით ბრმებისათვის (მაგ: წიგნები დაბეჭდილი ბრეილის შრიფტით). 1801 წ-მდე გამოცემული მონოგრაფიებისათვის იხ ISBD(A).

მრავალდონიანი აღწერილობა

ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შედგენის მეთოდი ემყარება აღწერილობაში მოცემული ინფორმაციის დაყოფას ორ ან მეტ დონედ. პირველი დონე შეიცავს საერთო ინფორმაციას მთლიან ან ძირითად პუბლიკაციაზე. მეორე და შემდგომი დონეები კი შეიცავენ ინფორმაციას, დაკავშირებულს ცალკეულ ტომთან ან სხვა ერთეულთან.

მრავალტომიანი პუბლიკაცია

მონოგრაფიული პუბლიკაცია, რომელიც შედგება სასრული რაოდენობის ფიზიკურად განცალკევებული ნაწილებისაგან. (განსხვავებით რვეულებისაგან ან გამოშვებებისაგან შემდგარი პუბლიკაციებისაგან), რომელიც ცნობილია ან გამოცემულია როგორც ერთი მთლიანობა. თითოეულ მის ნაწილს შეიძლება ჰქონდეს თავისი საკუთარი სათაურები და ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ.

11

ნუმერაცია სერიალური გამოცემის თითოეული თანამიმდევრული გამოშვების იდენტიფიცირება. აღნიშვნა შეიძლება შეიცავდეს ნომერს, ასოს, სხვა ნებისმიერ სიმბოლოს ან მათ კომბინაციას და შესაბამის აღვნიშვნებს. (ტომი, ნომერაცია და ა.შ.) და/ან თარიღს.

სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ

სიტყვა, ფრაზა ან სიმბოლოების ჯგუფი, რომელიც გვხვდება პუბლიკაციის ძირითად სათაურთან ერთად და ექვემდებარება მას. სხვა ცნობები სათაურის შესახებ ასევე გვხვდება სხვა სათაურებთან (მაგ. პარალელური სათაურები, ცალკეულ ნაწარმოებთა სათაურები, პუბლიკაციების სათაურები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს სერიებისა და ქვესერიების შესახებ). ერთად და ექვემდებარება მათ. სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ განსაზღვრავს, ხსნის ან ავსებს სათაურს, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან, ან მიუთითებენ გამოცემული პუბლიკაციის ხასიათზე, შინაარსზე და ა.შ. ან საფუძველზე. ეს ცნება შეიცავს ქვესათაურებს და ავანტიტრებს, მაგრამ არ შეიცავს ვარიანტულ სათაურებს (მაგ. ყუის სათაური), რომლებიც არიან პუბლიკაციაში, მაგრამ არ არიან სატიტულე გვერდზე ან მის შემცვლელზე.

ცნობები პარალელური გამოცემის შესახებ

ცნობები გამოცემის შესახებ სხვა ენაზე და/ან სხვა დამწერლობაში.

პარალელური სათაური ძირითადი სათაური (ან ცალკეულ ნაწარმოებთა სათაური, რომელსაც შეიცავს პუბლიკაცია, კოლექტიური ძირითადი სათაურის გარეშე), სხვა ენაზე და/ან სხვა დამწერლობაში; ან კიდევ სათაურს სხვა ენაზე და/ან დამწერლობაში, რომელიც წარმოდგენილია ძირითადი სათაურის ექვივალენტად. პარალელური სათაურები ძირითად სათაურთან ერთად გვხვდებიან სერიისა და ქვესერიის შესახებ ცნობებში.

ილუსტრაცია ცალკე ფურცელზე

ფურცელი ილუსტრირებული მასალით, განმარტებითი ტექსტით ან მის გარეშე, რომელიც არ შედის გვერდების ან ფურცლების არც წინასწარ და არც ძირითად ნუმერაციაში.

ტექსტის წინ პუბლიკაციის სატიტულე გვრტდები მის

12

პუბლიკაციის საწყისი გვერდები

მეორე მხარესა და სხვა გვერდებთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან სატიტულე გვერდებს. თუ გარეკანი სატიტულე ფურცლის შემცვლელია, მისი მეორე მხარე ასევე ითვლება პუბლიკაციის საწყის გვერდად.

დაწესებული პუნქტუაცია ბიბლიოგრაფიული სააგენტოების მიერ დაწესებული პუნქტუაცია, რომელიც წინ უძღვის ან გამოყოფს ბიბლიოგრაფიული აღწერილობის ყოველი შემადგენელი ელემენტის (გარდა I სფეროს პირველი ელემენტისა) ან სფეროს ინფორმაციას.

დაწესებული ინფორმაციის წყარო

წყარო ან წყაროები, რომლიდანაც მიიღება ინფორმაცია, ბიბლიოგრაფიული აღწერილობის თითოეულ ელემენტში ან სფეროში ჩასაწერად.

განყოფილების სათაური განყოფილების დამახასიათებელი სათაური, რომელიც ემსახურება საერთო სათაურის მქონე ერთმანეთთან დაკავშირებული სერიალური გამოცემების ჯგუფის ერთი ნაწილის გამორჩევას. სერიალის იდენტიფიკაციის მიზნით განყოფილების სათაური დამოკიდებულია საერთო სათაურზე იმისდა მიუხედავად განსხვავდებიან ისინი, თუ არა.

სერია ერთმანეთთან დაკავშირებული ცალკეულ გამოცემათა ჯგუფი, რომლებსაც დამატებით თავიანთი საკუთარი ძირითადი სათაურისა, გააჩნიათ საერთო სათაური, რომელიც ეხება ჯგუფს, როგორც ერთ მთლიანობას. ე.ი. სერიის ძირითადი სათაური. ცალკეული პუბლიკაციები შეიძლება იყოს ან არ იყოს დანომრილი.

ცნობები სერიის შესახებ სერიის იდენტიფიცირების ძირითადი ელემენტები სერიაში შემავალი ცალკეული პუბლიკაციების ნუმერაციით. ისინი ასევე შეიცავენ ცნობებს იმის შესახებ, რომ პუბლიკაცია შეადგენს მრავალტომიან გამოცემის ნაწილს. (იხ. ასევე ცნობები ქვესერიის შესახებ).

სპეციფიკური მასალის აღნიშვნა

ტერმინი მიუთითებს მასალის სპეციფიკურ კლასზე, რომელსაც განეკუთვნება პუბლიკაცია.

ცნობები ნაწარმოების შექმნაზე, ასევე მისი

13

პასუხისმგებლობის შესახებ

ინტელექტუალური ან მხატვრული შინაარსის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ან კოლექტივ(ებ)ის იდენტიფიკაციასთან და/ან მის ფუნქციასთან დაკავშირებული სახელები, ფრაზები ან სიმბოლოების ჯგუფები. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაკავშირებული იყოს სათაურებთან (მაგ. ძირითად სათაურთან, პარალელურ სათაურებთან, პუბლიკაციაში შემავალ ცალკეულ ნაწარმოებთა სათაურებთან; სათაურებთან, რომლებიც შეიცავენ ცნობებს სერიებისა და ქვესერიების შესახებ), ან ცნობებთან გამოცემის შესახებ.

ქვესერია სერია, რომელიც წარმოადგენს დანომრილი სერიის (ძირითადი სერიის) ნაწილს. ქვესერიას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ძირითად სერიაზე დამოკიდებული სათაური. (იხ. აგრეთვე საერთო სათაური, დამოკიდებული სათაური).

ქვესერიის აღნიშვნა სიტყვა, ასო ან ჯგუფი, ან მათი ერთობლიობა, რომლებიც მოსდევს ძირითადი სერიის სათაურს და შეიძლება იწერებოდეს დამოუკიდებლად ან ქვესერიის სათაურთან ერთად.

ცნობები ქვესერიის შესახებ

ქვესერიის იდენტიფიცირების ძირითადი ელემენტები, რომლებიც შეიცავენ ცალკეული პუბლიკაციების ნუმერაციას ქვესერიების ფარგლებში. თუ ქვესერიის სათაური დამოკიდებულია ძირითადი სერიის სათაურზე, მაშინ ცნობები ქვესერიის შესახებ შეიცავს როგორც ძირითადი სერიის სათაურს, ასევე ქვესერიის სათაურს და შეიძლება შეიცავდეს ქვესერიის აღნიშვნას. (იხ. აგრეთვე ცნობები სერიის შესახებ).

სათაური პუბლიკაციებში მითითებული სიტყვა, ფრაზა ან სიმბოლოების ჯგუფი, რომლებითაც დასახელებულია პუბლიკაციები, ან მასში შემავალი ნაწარმოებები, (ან ნებისმიერი ნაწარმოები ცალკეულ ნაწარმოებთა ჯგუფებიდან). პუბლიკაციები ჩვეულებრივ შეიცავენ რამოდენიმე სათაურს (მაგ.: სატიტულე ფურცელზე, გარეკანზე ან ყუაზე), ეს სათაურები შეიძლება იყოს იდენტური ან განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

14

სატიტულე ფურცელი როგორც წესი, გვერდი პუბლიკაციის დასაწყისში, რომელიც შეიცავს პუბლიკაციის და მასში შემავალ ნაწარმოებთა შესახებ ყველაზე უფრო სრულყოფილ ინფორმაციას და ჩვეულებრივად, შეიცავს ყველაზე უფრო სრულ ინფორმაციას სათაურის შესახებ, ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ და სრულ ან ნაწილობრივ ცნობებს გამოქვეყნების შესახებ. თუ ელემენტები, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოდგენილია სატიტულე გვერდზე, განაწილებულია ისე რომ, არ მეორდებიან ორ ურთიერთსაპირისპირო გვერდებზე, მაშინ ეს ორივე გვერდი განიხილება, როგორც სატიტულე გვერდი.

სატიტულე ფურცლის შემცვლელი

გვერდი, გვერდის ნაწილი, ან პუბლიკაციის სხვა შემადგენელი ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს სატიტულე გვერდზე მითითებულ ცნობებს და რომელიც სატიტულე ფურცლის არ არსებობის შემთხვევაში ცვლის მას, (მაგ: გარეკანი, სათაური ტექსტის დასაწყისში, კოლოფონი).

ძირითადი სათაური პუბლიკაციიის მთავარი სათაური, ე.ი. პუბლიკაციის სათაური იმ ფორმით, რომელიც მოცემულია სატიტულე გვერდზე ან მის შემცვლელზე. ძირითადი სათაური შეიცავს ნებისმიერ ალტერნატიულ სათაურს, მაგრამ გამორიცხავს პარალელურ სათაურს და სხვა ცნობებს სათაურის შესახებ. პუბლიკაციებისათვის რომლებიც შეიცავენ რამოდენიმე ცალკეულ ნაწარმოებებს, ძირითად სათაურს წარმოადგენს კოლექტიური სათაური. პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ რამოდენიმე ცალკეულ ნაწარმოებებს და არ გააჩნიათ კოლექტიური სათაური, განიხილებიან, როგორც პუბლიკაციები ძირითადი სათაურის გარეშე. სერიებსა და ქვესერიებს აგრეთვე გააჩნიათ საკუთარი ძირითადი სათაური. ზოგიერთი ძირითადი სათაური შეადგება რამდენიმე სათაურისაგან, რომელთაგან ერთს ეწოდება საერთო, ხოლო დანარჩენებს - დამოკიდებული სათაურები.

15

0.3 ISBD(G)-ს და ISBD(M)-ის სქემების შედარება

0.3.1 ISBD(G)-ს სქემა.

0.3.2 ISBD(M)-ის სქემა.

0.3.1 ISBD(G)-ს სქემა

სფერო ელემენტებისათვის დაწესებული ელემენტი წინამდებარე (ან გამმიჯვნელი)

პუნქტუაცია. შენიშვნა: თითოეულ სფეროს გარდა პირველისა, წინ უძღვის წერტილი, ინტერვალი,

დეფისი, ინტერვალი (. - ). 1 სათაურისა და პასუხისმგებლობის ცნობების სფერო 1.1 ძირითადი სათაური

[] 1.2 მასალის ზოგადი აღნიშვნა = 1.3 პარალელური სათაური

: 1.4 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ 1.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ

/ პირველი ცნობები ; მომდევნო ცნობები

2 გამოცემის სფერო 2.1 ცნობები გამოცების შესახებ

= 2.2 პარალელური ცნობები გამოცემის შესახებ 2.3 ცნობები პასუხისბგებლობის შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება გამოცემას

/ პირველი ცნობები ; მომდევნო ცნობები , 2.4 დამატებები ცნობები გამოცემის შესახებ

2.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მოსდევს დამატებით ცნობებს გამოცემის შესახებ

/ პირველი ცნობები ; მომდევნო ცნობები

3 მასალის (ან პუბლიკაციის სახეობის) დამახასიათებელი სფერო 4 გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. სფერო 4.1 გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ.

ადგილი პირველი ადგილი მომდევნო ადგილი

: 4.2 გამომცემელი, გამავრცელებელი და ა.შ.

16

[] 4.3 ცნობები გამომცემლის, გამავრცელებლის და ა.შ. ფუნქციის შესახებ

, 4.4 გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. თარიღი

( 4.5 წარმოების ადგილი : 4.6 მწარმოებელი ,) 4.7 წარმოების თარიღი

5 ფიზიკური აღწერის სფერო

5.1 სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და აღწერის ერთეულის მოცულობა

: 5.2 სხვა ფიზიკური მონაცემები ; 5.3 აღწერის ერთეულის ზომები + 5.4 ცნობები თანხლები მასალის შესახებ

6 სერიის სფერო 6.1 სერიის ძირითადი სათაური შენიშვნა: ცნობები სერიის შესახებ = 6.2 სერიის პარალელური სათაური თავსდება მრგვალ ფრჩხილებში. : 6.3 სხვა ინფორმაცია სერიის სათაურის შესახებ თუ პარალელური ცნობები სერიის 6.4 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, შესახებ ორი ან მეტია, მაშინ რომლებიც ეხება სერიას სათაური თავსდება / პირველი ცნობები მრგვალ ფრჩხილებში. ; მომდევნო ცნობები

, 6.5 სერიის საერთაშორისო სტანდარტული სერიალური ნომერი

; 6.6 ნუმერაცია სერიის ფარგლებში . 6.7 ქვესერიის ნუმერაცია და/ან სათაური = 6.8 ქვესერიის პარალელური სათაური : 6.9 სხვა ინფორმაცია ქვესერიის სათაურის

შესახებ 6.10 ცნობები პასუხისმგებლობისშესახებ,

რომლებიც მიეკუთვნება ქვესერიას / პირველი ცნობები ; მომდევნო ცნობები , 6.11 ქვესერიის საერთაშორისო სტანდარტული

სერიალური ნომერი ; 6.12 ნუმერაცია ქვესერიის შიგნით

7 შენიშვნის სფერო 8 სტანდარტული (ან ალტერნატიული) ნომრის და ხელმისაწვდომობის პირობების სფერო 8.1 სტანდარტული (ან ალტერნატიული)

ნომერი = 8.2 საკვანძო სათაური

17

: 8.3 ხელმისაწვდომობის პირობები ან ფასი ( ) 8.4 კვალიფიცირება (სხვადასხვა პოზიციებში)

0.3.2 ISBD(M)-ის სქემა სფერო ელემენტებისათვის დაწესებული ელემენტი

წინამდებარე (ან გამმიჯვნელი) პუნქტუაცია.

შენიშვნა: თითოეულ სფეროს გარდა პირველისა, წინ უძღვის წერტილი,ინტერვალი, ტირე, ინტერვალი. (. - ). 1 სათაურისა და პასუხისმგებლობის 1.1 ძირითადი სათაური ცნობების სფერო 1.2 მასალის ზოგადი აღნიშვნა

(ფაკულტატიური) = *1.3 პარალელური სათაური : *1.4 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ

1.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ / პირველი ცნობები ; *მომდევნო ცნობები

A. გამოცემის სფერო 2.1 ცნობები გამოცემის შესახებ

= *2.2 პარალელური ცნობები გამოცემების შესახებ (ფაკულტატიური)

2.3 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან გამოცემებს

/ პირველი ცნობები ; მომდევნო ცნობები , *2.4 დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ

2.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც თან ახლავს დამატებით ცნობებს გამოცემის შესახებ

/ პირველი ცნობები ; მომდევნო ცნობები

4 გამოქვეყნების, გავრცელების

და ა.შ. სფერო

18

4.1 გამოქვეყნების და/ან გავრცელების ადგილი პირველი ადგილი

; მომდევნო ადგილი : *4.2 გამომცემელი და/ან გამავრცელებელი

*4.3 ცნობები გამავრცელებლის ფუნქციის შესახებ

(ფაკულტატიური) 4.4 გამოქვეყნების და/ან გავრცელების თარიღი

( *4.5 წარმოების ადგილი (ფაკულტატიური) : *4.6 მწარმოებელი (ფაკულტატიური) ,) 4.7 წარმოების თარიღი (ფაკულტატიური)

5 ფიზიკური აღწერის სფერო 5.1 სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და

მოცულობა : 5.2 ცნობები ილუსტრაციის შესახებ ; 5.3 ზომები + *5.4 ცნობები თანმხლები მასალის შესახებ

(ფაკულტატიური) 6 სერიის სფერო 6.1 სერიისა და ქვესერიის ძირითადი სათაური შენიშვნა: ცნობები სერიის შესახებ = *6.2 სერიის ან ქვესერიის პარალელური სააური თავსდება მრგვალ ფრჩხილებში. როდესაც ცნობები სერიის შესახებ ორი ან მეტია, მაშინ თითოეული თავსთდება *6.3 სხვა ინფორმაცია სერიის ან ქვესერიის მრგვალ ფრჩხილებში. სათაურის შესახებ (ფაკულტატიური)

6.4 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც ეხება სერიას ან ქვესერიას

/ პირველი ცნობები ; * მომდევნო ცნობები

, 6.5 სერიის ან ქვესერიის საერთაშორისო სტანდარტული სერიალური ნომერი

; 6.6 ნუმერაცია სერიის ან ქვესერიის ფარგლებში

7 შენიშვნის სფერო 8 სტანდარტული (ან ალტერნატიული) 8.1 სტანდარტული (ან ალტერნატიური) ნომერი ნომერი და ხელმისაწვდომობის პირობების სფერო : 8.3 ხელმისაწვდომობის პირობები და/ან ფასი

(ფაკულტატიური)

19

ზოგადი შენიშვნები ISBD(M)-ის სქემაზე A. ფაკულტატიური ელემენტები აღნიშნულია როგორც ასეთები (იხ. 0.1.3.). B. ვარსკვლავით აღნიშნული ელემენტები მეორდებიან აუცილებლობის შემთხვევაში. C. სფეროები 6 (სერია), 7 (შენიშვნა) და 8 (სტანდარტული ნომერი და ა.შ.) მეორდებიან აუცილებლობის შემთხვევაში. D. ზემოთ აღნიშნულ სქემაში ტერმინები "პირველი ცნობები...", "მომდევნო ცნობები..." და მსგავსნი აღნიშნავენ აღწერილობაში მოცემული ცნობების თანამიმდევრობას და არ გააჩნიათ სხვა დამატებითი მნიშვნელობა. E. ISBD(M)-ში არ არის მოცემული არანაირი დებულებები ISBD(G)-ის სქემის მე-3 სფეროსათვის მასალის (ან პუბლიკაციის სახეობის) დამახასიათებელი სფერო ან 8.2 ელემენტებისათვის (საკვანძო სათაური). დებულებები, რომლებიც აზუსტებენ ISBN-ს ან ცნობებს ხელმისაწვდომობის პირობების და/ან ფასის შესახებ (ISBD(G)-ს 8.4 ელემენტი) შეტანილია შესაბამისად 8.1. და 8.3 ელემენტებში და არ არიან გამოყოფილი ცალკე ელემენტში. F. როდესაც ინფორმაცია, რომელიც პუბლიკაციაში ჩვეულებრივ განეკუთვნება გარკვეულ სფეროს ან ელემენტს, ენობრივად დაკავშირებულია სხვა სფეროს ან ელემენტის შემადგენელ ნაწილთან, მაშინ ის აღწერილობაში ჩაიწერება ისე, როგორც გვხვდება პუბლიკაციაში. 0.4. პუნქტუაცია

0.4.1 აღწერილობის თითოეულ ელემენტს, გარდა პირველი სფეროს პირველი ელემენტისა, წინ უძღვის ან წინ და ბოლოში ახლავს პუნქტუაციის დაწესებული ნიშნები. (სხვა გამონაკლისები იხ. 0.4.3-ში). დაწესებულ პუნქტუაციას წინ და ბოლოში აქვს ინტერვალები (ერთი დარტყმა საბეჭდ მანქანაზე ან ინტერვალები, რომელიც შეესამება ერთ ასოს ტიპოგრაფიული ბეჭვდის დროს), გარდა მძიმისა (,) და წერტილისა (.), რომელთაც მხოლოდ ინტერვალი მოსდევს. პუნქტუაციის სხვა ნიშნების შემოღება ისევე, როგორც ამ ნიშნების წინ და უკან ინტერვალების დასმა შეიძლება დაწესებულ იქნას ეროვნული ბიბლიოგრაფიული სააგენტოების ან საკატალოგიზაციო ორგანიზაციების მიერ. ISBD-ს პუნქტუაცია შენარჩუნებულია მაშინაც, როცა ამას მივყავართ ორმაგ პუნქტუაციამდე (მაგრამ იხ. 0. 4. 7). მარჯვნიდან მარცხვნივ დამწერლობის პუნქტუაციისათვის იხ. 0. 4. 11. ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალიზებულ ISBD-ებში, გარდა ISBD(G)-ში დაწესებული პუნქტუაციისა, დაწესებულია დამატებითი პუნქტუაცია.

0.4.2 მრგვალი ფრჩხილები ( ( ) ) და კვადრატული ფრჩხილები ( [ ] ) (იხ. 0.4.8)

თითოეული განიხილება, როგორც პუნქტუაციის ერთი სიმბოლო და წინამდებარე ინტერვალი მოდის პირველი მრგვალი ფრჩხილის ან კვადრატული ფრჩხილის წინ და მომდევნო ინტერვალი მოდის მეორე (დამაბოლოვებელი) მრგვალი ან კვადრატული

20

0.4.3 ISBD-ების თითოეულ სფეროს, გარდა პირველისა, წინ უძღვის წერტილი,

ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ), თუ ეს სფერო თვალსაჩინოდ არ არის გამოყოფილი წინამდებარე სფეროსაგან აბზაცით, პოლიგრაფიულად ან შეწევით. ამ შემთხვევაში წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი შეიძლება გამოვტოვოთ ან შევცვალოთ წერტილით ( . ), რომელიც დაისმება წინამდებარე სფეროს ბოლოში.

0.4.4 როდესაც აღწერილობაში არ არის მოცემული სფეროს პირველი ელემენტი, პირველი

არსებული ელემენტის წინამდებარე პუნქტუაცია იცვლება შემდეგნაირად: წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ), რომელიც წინ უძღვის სფეროს.

0.4.5 როდესაც სფერო მეორდება, თითოეულ გამეორებას წინ უძღვის წერტილი.

ინტერვალი, ტირე, ინტერვალი ( . - ), გარდა ორი შემთხვევისა: (ა) პირობისა, რომელიც აღწერილია 0.4.3 -ში და (ბ) მე-6 სფეროს პუნქტუაციის B და C შაბლონებისა მრავალსერიული ცნობებისათვის.

0.4.6 როდესაც ელემენტი მეორდება, თითოეულ გამეორებას წინ უძღვის ამ

ელემენტისათვის დაწესებული შესაბამისი პუნქტუაცია.

0.4.7 როდესაც ელემენტი მთავრდება წერტილით, ხოლო მომდევნო ელემენტისათვის დაწესებული პუნქტუაცია იწყება წერტილით, რჩება მხოლოდ ერთი წერტილი. (ის შემთხვევა, როდესაც იწერება ზუსტი პუნქტუაცია, იხ. ISBD(A)-ში). მაგ: 3rd ed.- და არა 3rd ed..- And then ... -4th ed. და არა And then .... -4th ed. 0.4.8 პუნქტუაციის სამი სიმბოლო შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ან უმეტეს სფეროში. A. კვადრატული ფრჩხილები ( [ ] ) პუნქტუაციის დაწესებული ნიშანია, რომელიც გამოიყენება განსაზღვრული ელემენტების გასამიჯნად 1-ლ (იხ.1.2) და მე-4 სფეროებში (იხ. 4.3) და მე-5 სფეროს ელემენტში (იხ. 5.1). კვადრატული ფრჩხილები აგრეთვე გამოიყენება იმ ინფორმაციის გამოსაყოფად, რომელიც არ არის აღებული ინფორმაციის დაწესებული წყაროებიდან (იხ. 0.5) და ინტერპოლაციებისათვის აღწერილობაში (იხ.0.6, 0.7.2, 0.10, 0.11). თუ ერთი და იმავე სფეროს ფარგლებში თანამიმდევრულად განლაგებული ელემენტები მიღებულია არა დაწესებული ინფორმაციის წყაროდან, მაშინ ისინი თავსდებიან ერთ წყვილ კვადრატულ ფრჩხილებში, გარდა მასალის ზოგადი აღნიშვნისა, რომელიც ყოველთვის თავსდება თავის საკუთარ წყვილ კვადრატულ ფრჩხილებში. როდესაც თანამიმდევრულად განლაგებული ელემენტები სხვადასხვა სფეროებშია, თითოეული ელემენტი თავსდება კვადრატული ფრჩხილების ცალკეულ წყვილში. B. გამოტოვების ნიშნები ანუ სამი წერტილი (...) აღნიშნავს ელემენტის ზოგი ნაწილის გამოტოვებას (იხ. 0.7.1, 0.7.2).

21

C. მრგვალი ფრჩხილები ( ( ) ) წარმოადგენს დაწესებულ პუნქტუაციას, რომელიც გამოიყენება თითოეული სერიის ცნობების გასამიჯნად მე-6 სფეროში, მე-4 სფეროში გარკვეული ელემენტის გამოსაყოფად და მე-5 და მე-8 სფეროების განსაზღვრულ ელემენტებში ინფორმაციის მოსათავსებლად. პუნქტუაციის ნიშანი პლიუსი ( + ), რომელსაც წინ უძღვის და მოსდევს ინტერვალი, წარმოადგენს დაწესებულ პუნქტუაციას. 0.4.9 როდესაც სფეროში ან ელემენტში ერთი და იგივე ინფორმაციაა მოცემული ორ ან

მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, გამოიყენება შემდეგი დებულებები: თუ ერთი ელემენტი ჩაწერილია ორ ან მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, პირველი ენის შემდგომ ინფორმაციას თითოეულ ენაზე და/ან დამწერლობაში წინ უნდა უძღოდეს ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი ( = ). თუ ერთ სფეროში ორი ან მეტი ელემენტი ჩაწერილია ორ ან მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ ეს ელემენტები თითოეულ ენაზე და/ან დამწერლობაში მოცემულია შესაბამის წინამდებარე პუნქტუაციასთან ერთად თითოეული ელემენტისათვის. პირველ ენაზე და/ან დამწერლობაში ჩაწერილ ელემენტების მთელ ჯგუფს წინ უძღვის პირველი ელემენტისათვის შესაბამისი პუნქტუაცია და თითოეულ ჯგუფს პირველის შემდეგ წინ უძღვის ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი ( = ). 0.4.10 ნებისმიერი სფერო ან ელემენტი, რომელიც არ მიესადაგება მოცემულ აღსაწერ ერთეულს, არ ჩაირთვება მის აღწერილობაში. ასევე უნდა იყოს გამოტოვებული ასეთი სფეროს ან ელემენტის წინ მდებარე ან გამმიჯვნელი დაწესებული პუნქტუაცია. 0.4.11 როდესაც ინფორმაცია მოცემულია მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული დამწერლობით, მაშინ დაწესებული პუნქტუაცია, როგორიცაა მძიმე და წერტილ-მძიმე, გამოიყენება საპირისპირო მიმართულებით, თუ ეს არის დამწერლობის სტილი. ზუსტად ასევე - წერტილის, ინტერვალის, ტირეს და ინტერვალის კომბინაცია დაწესებული პუნქტუაციისა იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ და მაშინ მრგვალი გამხსნელი და დამხურავი მრგვალი და კვადრატული ფრჩხილების მნიშვნელობები საპირისპიროა. დახრილი ხაზის ნიშანი და არაბული ციფრების ჯგუფები, რომლებიც არ იცვლიან მიმართულებას ამგვარ დამწერლობაში ბიბლიოგრაფიულ აღწერილობაში შებრუნებული მიმართულებით არ იწერება. იხილეთ დანართი B, სადაც მოცემულია თუ როგორ დამუშავდება ინფორმაცია ჩაწერილი როგორც მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული, ასევე მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული დამწერლობის გამოყენებით.

სრული პუნქტუაციის შაბლონი (მაგალითი) ყოველი სფეროსათვის, მოყვანილია სფეროს დასაწყისში.

0.5. ინფორმაციის წყაროები

22

პუბლიკაციის ბიბლიოგრაფიული აღწერილობისათვის გამოყენებული ინფორმაცია მიიღება სატიტულე გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც დაწესებულია განსაზღვრული სფეროებისათვის შემდეგი შეთანახმებებით. 0.5.1. ინფორმაციის წყაროების უპირატესობათა თანამიმდევრობა

როდესაც ერთტომიან პუბლიკაციას გააჩნია ერთზე მეტი სატიტულე გვერდი 3 შეირჩევა ერთ-ერთი, რომელიც დამახასიათებელია მოცემული პუბლიკაციისათვის (მაგ. სერიაში შემავალი მონოგრაფიებისათვის ტომის სატიტულე გვერდი, ფაქსიმილური გამოცემისათვის - სატიტულე გვერდი გადაბეჭდვის დეტალებით; იხ. აგრეთვე 1.1.3.2.). როდესაც პუბლიკაცია მრავალტომიანია და ითოე ლ ტომს გააჩნია თავისი სატიტულე გვერდი, მაშინ შეირჩევა პირველი ტომის სატიტულე გვ

თ უ ერდი.

თუ არ არსებობს პუბლიკაციის საერთო სატიტულე გვერდი, მაგრამ მასში შემავალ თითოეულ ნაშრომს გააჩნია თავისი საკუთარი სატიტულე გვერდი, მაშინ ეს სატიტულე გვერდი შეიძლება განხილულ იქნეს კოლექტიურად, როგორც ინფორმაციის ერთი წყარო. ეს ეხება იმ ორმხრივ გამოცემებსაც, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ნაშრომებს. თუ პუბლიკაციას არ გააჩნია სატიტულე გვერდი, შეირჩევა ინფორმაციის ალტერნატიური წყარო, როგორც სატიტულე გვერდის შემცვლელი. ინფორმაციის წყაროს შერჩევა, როგორც სატიტულე გვერდის შემცვლელის, განისაზღვრება ინფორმაციის სისრულით, სადაც უპირატესობა ეძლევა იმ წყაროს, რომელიც წარმოადგენს პუბლიკაციის ნაწილს და არა იმ წყაროებს, რომლებიც მის გარეთაა. რაც შეეხება აღმოსავლურ პუბლიკაციებს არა რომაული დამწერლობით, სადაც სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემები გამოტანილია კოლოფონზე, ფურცელი რომელსაც უკავია სატიტულე გვერდის ადგილი და შეიცავს ძირითად სათაურს, არ შეიძლება ჩაითვალოს სატიტულე გვერდად შემდეგ შემთხვევებში:

A. როდესაც ეს ფურცელი შეიცავს მხოლოდ ძირითად სათაურს და იკავებს სატიტულე გვერდის ნახევარს;

B. როდესაც ეს ფურცელი შეიცავს ძირითად სათაურს სხვა ბიბლიოგრაფიულ

მონაცემებთან ერთად ან მათ გარეშე და წარმოდგენილია კალიგრაფიული (ხელწერის) ვერსიით. (ბიბლიოგრაფიული მონაცემები სავსეა კოლოფონზე ჩინური იეროგლიფების ტრადიციული ფორმით, რომლებითაც სარგებლობს თანამედროვე ჩინური, იაპონური და კორეული პოლიგრაფია).

C. როდესაც ეს ფურცელი შეიცავს სათაურის ვარიანტს და/ან სხვა ცნობებს მხოლოდ

დასავლეთევროპულ ენაზე.

ყველა ამ შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა კოლოფონს, როგორც სატიტულე გვერდის შემცვლელს.

3 სატიტულე გვერდის ინფორმაციისათვის მიმართეთ სატიტულე გვერდს ან მის შემცვლელს, როდესაც პუბლიკაციას სატიტულე გვერდი არა აქვს. 23

0.5.2. ინფორმაციის დაწესებული წყაროები

ყოველი სფეროს აღწერისათვის განკუთვნილია "ინფორმაციის დაწესებული წყაროები". ცნობები, რომლებიც აღებულია მოცემული სფეროსათვის არა დაწესებული წყაროდან, ჩასმულია კვადრატულ ფრჩხილებში ( [] ), თუ ისინი ჩაიწერებიან როგორც სფეროს ნაწილი. ალტერნატიურად ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს კვადრატული ფრჩხილების გარეშეც მე-7 სფეროში. სპეციალური დებულებები მოცემულია ISBD(M) - ის შესაბამის ნაწილებში.

სფერო ინფორმაციის დაწესებული წყაროები. 1. სათაური და ცნობები

პასუხისმგებლობის შესახებ სატიტულე გვერდი 2. გამოცემა სატიტულე გვერდი, სხვა წინასწარი ცნობები

და კოლოფონი. 3. მასალის სპეციფიკაციის სფერო არ გამოიყენება ISBD(M)-ში. 4. პუბლიკაცია, გავრცელება და ა.შ. სატიტულე გვერდი, სხვა

წინასწარი ცნობები და კოლოფონი. 5. ფიზიკური აღწერილობა პუბლიკაციის ერთი სრულყოფილი ეგზემპიარი. 6. სერია სატიტულე გვერდი, სხვა წინასწარი

ცნობები, გარეკანი, ყუა და კოლოფონი. 7. შენიშვნა ნებისმიერი წყარო.

8. სტანდარტული (ან ალტერნატიული) ნომრის და ხელმისაწვდომობის პირობების სფერო ნებისმიერი წყარო. ყოველი სფეროს დაწესებული წყარო ასევე მოყვანილია ყოველი სფეროს დასაწყისში პუნქტუაციის შაბლონის შემდეგ. 0.6. აღწერილობის ენა და დამწერლობა

1, 2, 4 და 6 სფეროების ელემენტები ჩვეულებრივ გადაიწერება აღწერის ერთეულიდან და ამიტომ, სადაც ეს მიღებულია პრაქტიკაში, ბიბლიოგრაფიულ აღწერილობაში იმ ენაზე და/ან იმ დამწერლობაში არიან, როგორც არის მოცემული აღწერის ერთეულში. ინტერპოლაცია ამ სფეროებში ჩასმულია კვადრატულ ფრჩხილებში და იმ ენაზე და/ან დამწერლობაშია, რომელშიც მოყვანილია აღწერილობის მოცემული ნაწილის კონტექსტი, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დაწესებული აბრევიატურები (იხ. 0.7) და დაწესებული ინტერპოლაციები (იხ. 0.10,

0.11);

24

მასალის ზოგადი აღნიშვნა (იხ. 1.2) და ცნობები გამავრცელებლის ფუნქციის შესახებ (იხ. 4.3 ), რომლებიც მოცემულია იმ ენაზე და/ან დამწერლობაში, რომელსაც ირჩევს ეროვნული ბიბლიოგრაფიული სააგენტო.

ტერმინები, გამოყენებული მე-5, მე-7 და მე-8 სფეროებში არ ჩაისმება კვადრატულ ფრჩხილებში და მოცემულია იმ ენაზე და/ან დამწერლობაში, რომელსაც ირჩევს ეროვნული ბიბლიოგრაფიული სააგენტო გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ორგინალის სათაური ან ვარიანტული სათაურები მოცემულია მე-7 სფეროში ციტატები მოცემულია მე-7 სფეროში.

ბიბლიოგრაფიული აღწერილობა იმ დამწერლობაში, რომლითაც არ სარგებლობენ ეროვნული ბიბლიოგრაფიული სააგენტოები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იქნას ტრანსლიტირებული ან გადაწერილი ფრჩხილებში ჩასმის გარეშე, იმ დამწერლობაში, რომელსაც იყენებს მოცემული სააგენტო.

0.7. შეზღუდები და შემოკლებები 0.7.1. გამონაკლის შემთხვევებში დაშვებულია აღწერილობის განსაზღვრული ელემენტების

შემოკლება, თუ ადგილი აქვს ელემენტის გამოტოვებას ბოლოში ან შუაში. (მაგ. გრძელი ძირითადი სათაური, იხ. 1.1.4.1). ასეთ შემთხვევებში გამოტოვებები აღნიშნულია გამოტოვების ნიშნებით.

0.7.2. პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების შემოკლების შემთხვევაში, რომელიც შედგება

რამოდენიმე პირის გვარისაგან ან ორგანიზაციის დასახელებისაგან, (იხ. 1.5.4.3) გამოტოვება აღინიშნება გამოტოვების ნიშნით და დაწესებული აბრავიატურით "et al." (= et alii, და სხვები) რომელიც თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში. "et al." არა ლათინური შრიფტით შესრულებულ ჩანაწერებში შეიძლება შეიცვალოს შესაბამის ექვივალენტზე სხვა დამწერლობაში.

0.7.3. სხვა შემოკლებები რეკომენდირებულია განსაზღვრულ პირობებში (მაგ.4.1.15, 5.3.1). 0.7.4. ISBD - ების სხვადასხვა დებულებებში ძირითადი ყურადღება ექცევა "სტანდარტული

შემოკლებების" გამოყენებას. (მაგ. ცნობები გამოცემის შესახებ იხ. 2.1.2). შემოკლების სპეციფიური ფორმის დაზუსტების გარეშე. მსგავსი შემოკლებები არ არიან დაწესებულნი, მაგრამ ისინი შეიძლება გამოყენებულნი იქნან ISO 832- 1975 - ის რეკომენდაციით. დოკუმენტები - ბიბლიოგრაფიული მითითებები - ტიპიური სიტყვების შემოკლება, ან მსგავსი ეროვნული სტანდარტის რეკომენდაციით. ISBD - ს მაგალითებში გამოყენებული შემოკლებები, გარდა 0.7.2 და 0.7.3-სა პუნქტებში დაწესებული შემოკლებებისა, ატარებენ საილუსტრაციო და არა აუცილებელ ხასიათს.

0.7.5. მონაცემები სფეროში 1, 2 და 6 არ შემოკლდებიან, გამონაკლისს შეადგენს

სპეციალურად დაწესებული შემოკლებები ან ისინი, რომლებიც ინფორმაციის წყაროში მოცემული არიან შემოკლებული ფორმით.

0.8. დიდი ასოების გამოყენება

25

როგორც წესი, პირველი სიტყვის პირველი ასო უნდა იყოს დიდი; ზოგიერთი ელემენტის პირველი სიტყვის პირველი ასო (მაგ. მასალის ზოგადი აღნიშვნა, პარალელური სათაური, ალტერნატიული სათაური, სერიის სათაური) უნდა იყოს დიდი. სხვა შემთხვევებში დიდი ასოები გამოიყენებიან იმ ენის და/ან დამწერლობის თავისებუდებების შესაბამისად, რომელშიც შექმნილია აღწერილობა (იხ. 0.6). თუ აღწერილობაში გამოყენებულია ერთზე მეტი ენა და/ან დამწერლობა, მაშინ დიდი ასოები გამოიყენებიან თითოეული ენისა და/ან დამწერლობის შესაბამისად, მაშინაც კი თუ ეს სრულად ეწინააღმდეგება მოცემული აღწერილობისათვის დიდი ასოების გამოყენების წესს.

0.9. მაგალითები

ISBD-ების ტექსტებში მაგალითები საილუსტრაციოდ არიან მოყვანილნი და არ ატარებენ აუცილებელ ხასიათს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წესებში სპეციალურადაა მითითებული მაგალით(ებ)ის ფორმის დაცვა. მაგალითების უმრავლესობა დაფუძნებულია არსებული გამოცემების აღწერილობებზე, მაგრამ ზოგიერთი მაგალითი გამოგონილია. ISBD(G) -ს ინგლისურ ტექსტში გამოყენებული ტერმინები, ასევე სიტყვები ან მოკლე ფრაზები, რომლებიც დამატებულია მე-5, მე-7 და მე-8 სფეროებში, ინგლისურად არის მოცემული. ISBD(G) -ს თარგმნის დროს, მოსალოდნელია, რომ ასეთი ტერმინები, სიტყვები და ფრაზები იქნება გადმოიცემული თარგმნის ენაზე.

0.10. ბეჭდვითი შეცდომები

უზუსტობანი ან ბეჭდვითი შეცდომები ისევე გადაიწერებიან აღწერილობაში, როგორც პუბლიკაციაშია მოცემული. მათ შემდეგ დაისმევა სიტყვა "sic" ან ნიშანი "!", რომლებიც თავსდებიან კვადრატულ ფრჩხილებში, რომელთაც წინ უსწრებს და მოსდევს ინტერვალები. ( [sik] ) ან ( [!] ). შეიძლება დაემატოს კვადრატულ ფრჩხილებში სწორი ვერსია, რომელსაც უნდა უძღვებოდეს "i.e". ან მისი ექვივალენტი სხვა ენაზე და/ან დამწერლობაში. სიტყვებში გამოტოვებული ასოები შეიძლება უკანვე ჩაისვას ამ სიტყვებში გარშემორტყმული კვადრატული ფრჩხილებით. (ამ შემთშვევაში კვადრატული ფრჩხილები ორივე მხრიდან ინტერვალის გარეშე უნდა იყოს). მაგ. Chansons créés et interprétés [sic]

The world in [d]anger Looser [i.e. Loser] takes all М. П. Кончаловского [!] Перевёл Раде Андоновгски [т.е. Андоновски]

0.11. სიმბოლოები და ა.შ.

სიმბოლო ან სხვა ნიშანი, რომლის ასახვა ტიპოგრაფიული საშუალებებით შეუძლებელია, (ჩვეულებრივ ეს არის სიმბოლოები, რომლებიც არც ციფრებია და არც ასოები) შეიცვლება მისი აღწერილობით ან ექვივალენტით შესაბამისი ასოებისა და

26

სიტყვების გამოყენებით. შემცვლელი თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში და, აუცილებლობის შემთხვევაში, შენიშვნაში კეთდება განმარტება. მაგალითები: /by [E.B.C.] შენიშვნა: სატიტულე გვერდზე ავტორის ინიციალები გამოიხატება მუსიკალური

ნიშნის სახით. [3rd] ed. შენიშვნა: გამოცემის ნომერი სატიტულე გვერდზე სამი ვარსკვლავით არის

აღინიშნული. I [love] Paris შენიშვნა: სიტყვა "სიყვარული" სათაურში გამოსახულია სატიტულე გვერდზე

გულის სახით.

ელემენტების სპეციფიკაცია 1 სათაურისა და პასუხისმგებლობის ცნობების სფერო შინაარსი 1.1 ძირითადი სათაური 1.2 მასალის ზოგადი აღნიშვნა (ფაკულტატიური) 1.3 პარალელური სათაური 1.4 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ 1.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ პუნქტუაციის შაბლონები A. მასალის ზოგადი აღნიშვნა თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში, შემოფარგლული ორივე მხრიდან ინტერვალებით ( [] ). B. ყოველ პარალელურ სათაურს წინ უძღვის ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი ( = ). C. სათაურის შესახებ სხვა ინფორმაციისათვის განკუთვნილ თითოეულ ელემენტს წინ უძღვის ინტერვალი, ორი წერტილი, ინტერვალი ( : ), გარდა იმ შემთხვევისა, როცა პუბლიკაციაში მოცემული სიტყვა ან ფრაზა წარმოადგენს შემაერთებელ რგოლს წინამდებარე ელემენტებისა მომდევნო ან შემდეგ ელემენტებთან. D. პირველ ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მოსდევს ნებისმიერ სათაურს, წინ უძღვის ინტერვალი, მარჯვნივ დახრილი ხაზი, ინტერვალი ( / ). E. ყოველ მომდევნო ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ, წინ უძღვის ინტერვალი, წერტილმძიმე, ინტერვალი ( ; ), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი და მომდევნო ცნობები შეადგენენ ერთ ფრაზას. 27

F. სხვადასხვა ავტორების ცალკეულ ნაწარმოებთა სათაურები, რომლებიც შედიან გამოცემაში, გამოიყოფიან წერტილით და ინტერვალით მის შემდეგ (. ), თუ ისინი არ არიან დაკავშირებულნი პუბლიკაციაში შემაერთებელი სიტყვით ან ფრაზით. G. პუბლიკაციებში შემავალი ერთი და იმავე ავტორის ცალკეულ ნაწარმოებთა სათაურები გამოიყოფიან ერთმანეთისაგან ინტერვალით, წერტილმძიმით, ინტერვალით ( ; ). H. იმ შემთხვევაში, როდესაც სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან, თითოეულ დაქვემდებარებულ სათაურს ან მის აღმნიშვნელს, რომელიც მოსდევს საერთო სათაურს, წინ უძღვის წერტილი ინტერვალი (. ). I. ყოველ დაქვემდებარებულ სათაურს, რომელიც მოსდევს დაქვემდებარებული სათაურის აღმნიშვნელს, წინ უძღვის მძიმე, ინტერვალი (, ). მაგალითები: ძირითადი სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] = პარალელური სათაური = პარალელური სათაური / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] : სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ : სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლიბის შესახებ ძირითადი სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] : სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ = პარალელური სათაური : პარალელური ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ = პარალელური სათაური / პარალელური ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ; მეორე ცნობა პასუხისმგებლობის შესახებ ; მესამე ცნობა პასუხისმგებლობის შესახებ სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ. სათაური / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] : სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ ; სათაური : სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] = პარალელური სათაური ; სათაური = პარალელური სათაური / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ საერთო სათაური. დაქვემდებარებული სათაურის აღნიშვნა , დაქვემდებარებული სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] საერთო სათაური . დამოკიდებული სათაური [ მასალის ზოგადი აღნიშვნა ] საერთო სათაური. დაქვემდებარებული სათაური [მასალის საერთო აღნიშვნა] დაწესებული წყარო სატიტულე გვერდი

28

პუბლიკაციაში არსებული ინფორმაცია, რომელიც მოცემულია არა სატიტულე გვერდზე, ჩაიწერება 1-ლ სფეროში და თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში. სპეციალური დებულებები (მაგ.: 1.1.3.3) აწესებენ შეზღუდვებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც აღებულია პუბლიკაციიდან პირველ სფეროში მოსათავსებლად. ინფორმაცია, რომელიც არ არის აღებული პუბლიკაციიდან თავსთდება მე-7 სფეროში. 1.1 ძირითადი სათაური 1.1.1 ძირითადი სათაური წარმოადგენს აღწერილობის პირველ ელემენტს, მაშინაც კი, როცა მას სატიტულე გვერდზე წინ უძღვის ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, ცნობები გამოცემის შესახებ, ცნობები სერიის შესახებ, ბეჭდილობითი ცნობები, ფასი ან სხვა ცნობები, რომლებიც არ წარმოადგენს ინფორმაციას სათაურის შესახებ. 1.1.2 ძირითადი სათაური წარმოადგენს პუბლიკაციის მთავარ სათაურს. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვანაირი ფორმა: 1.1.2.1 ძირითადი სათაური შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ტერმინ(ებ)ისაგან, რომელიც აღნიშნავს ნაწარმოების სახეობას ან მის მხატვრულ და ინტელექტუალურ შინაარს. მაგ. proceedings (შრომები) plays (პიესები) collected works (თხზულებათა კრებული) 1.1.2.2 ძირითადი სათაური შეიძლება შედგებოდეს პიროვნების გვარისაგან ან ორგანიზაციის დასახელებისაგან, თუ სატიტულე გვერდზე არ გააჩნია სხვა სათაური. მაგ. Sophocles The British Museum Kongress geografa Yugoslavije, Rijeka - Pual - Gorica, 3-8. X 1949. 1.1.2.3 ძირითადი სათაური შეიძლება შედგებოდეს ან შეიცავდეს ინიციალების ან აკრონიმების ერთობლიობას, რომლებიც განსაკუთრებულად არიან გამოყოფილი სატიტულე გვერდზე. მაგ. ISBD(M) სატიტულე გვერდზე მოცემული სრული ფორმა, რომელიც არ არის შერჩეული როგორც ძირითადი სათაური (იხ. 1.1.3), მოყვანილი იქნება როგორც სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ. (იხ. 1.4.3) ან როგორც ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ (იხ. 1.5.4). 1.1.2.4 ძირითადი სათაური შეიძლება შედგებოდეს 2 ნაწილისაგან. (თითოეული მათგანი შეიძლება განიხილებოდეს როგორც სათაური), დაკავშირებული ერთმანეთთან სიტყვა "ან" - ით, (ან მისი ექვივალენტით სხვა ენაზე). (მეორე ნაწილი განისაზღვრება როგორც ალტერნატიული სათაური). მაგ. Eric, or, Little by little

"Le tiers des étoiles", ou, On ne sait pas quel ange Don Juan, oder Die Liebe zur Geometrie Moriae encomium, or A panegyrick upon folly

29

1.1.2.5 ძირითადი სათაური შეიძლება შეიცავდეს ციფრებს ან ასოებს, თუ ისინი წარმოადგენენ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას რათა განასხვავონ ძირითადი სათაური სხვა სათაურებისაგან. მაგ. Analytic theory of continued fractions II

Knox County, Kentucky, marriage book BB & C 1.1.2.6 ძირითადი სათაური შეიძლება შეიცავდეს ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ, გამომცემლის გვარს ან ცნობებს, რომლებიც ეხება აღწერილობის სხვა ელემენტებს (მაგ.: ცნობები გამოცემის შესახებ), თუ ასეთი ინფორმაცია წარმოადგენს ძირითადი სათაურის ლინგვისტურად განუყოფელ ნაწილს. მაგ. Marlowe's plays

Revai Nagy lexicona Newcomb - Engelmann's Populäre Astronomie Report of the Expert Group on Special Care for Babies The sermons of John Donne Lettres inédites d'Anatole France à Paul Grunebaum - Ballin Lettere edite ed inedite di Felice Orsini, Giuseppe Mazzini, Giuseppe

Garibaldi e Francesco Domenico Guerrazzi intorno alle cose d'Italia Pocket volume of selections from the poetical works of Robert Browning The compact edition of the Oxford English dictionary Сборник избранных трудов академика А.Е. Фаворского

1.1.2.7 როცა პუბლიკაცია შეიცავს ორ ან მეტ ცალკეულ ნაწარმოებს, გააჩნია კოლექტიური სათაური და სატიტულე გვერდზე ასევე მოთავსებულია ცალკეულ ნაწარმოებთა სათაურები, მაშინ კოლექტიური სათაური შეირჩევა როგორც ძირითადი. ცალკულ ნაწარმოებთა სათაურები შეიძლება მოყვანილი იყოს მე-7 სფეროში. მაგ. Three notable stories

შენიშვნა: Contents: Love and peril / the Marquis of Lorne. To be or not to be / Mrs Alexander. The melancholy hussar / Thomas Hardy

1.1.2.8 ძირითადი სათაური შეიძლება შედგებოდეს საერთო სათაურისაგან და დაქვემდებარებული სათაურისაგან, როცა ნაკვეთს, დანართს, ნაწილს, და ა.შ. გააჩნია სათაური ან აღნიშვნა, რომლებიც არ არის საკმარისი მათი იდენტიფიკაციისათვის საერთო სათაურის ან მთავარი პუბლიკაციის სათაურის გარეშე. მაგ. Advanced calculus. Student handbook

Histoire du peuple anglais au XIX siècle. Epilogue. Faust. Part one. სარედაქციო შენიშვნა. გამოქვეყნებულია მხოლოდ ეს ტომი.

1.1.2.9 ძირითადი სათაური შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ნაკვეთის, დანართის, ნაწილის და ა.შ. სათაურისაგან, თუ ეს სათაური დაკავშირებული არ არის ძირითად სათაურთან ან მთავარი პუბლიკაციის სათაურთან. საერთო სათაური მოიყვანება აუცილებლობის შემთხვევაში მე-6 სფეროში. მაგ. Mining and minerals

მე-6 სფეროში: (The law of South Africa; vol. 18) The return of the king მე-6 სფეროში: (The lord of the rings, pt 3)

30

თუ საერთო სათაური ან მთავარი პუბლიკაციის სათაური ენობრივად დაკავშირებულია ნაკვეთის, დანართის, ნაწილისა და ა.შ. სათაურთან, მაშინ ძირითადი სათაური განუყოფლად შედგება ორივე სათაურისაგან. მაგ. Supplement to Hain's Repertorium bibliographicum 1.1.2.10 ორი ან მეტი ცალკეული ნაწარმოებისაგან შემდგარ პუბლიკაციას არ გააჩნია ძირითადი სათაური, თუ ის არ შეიცავს კოლექტიურ სათაურს. ასეთი სათაურის ჩაწერის შესახებ იხ. 1.1.4.2.1. 1.1.3 ძირითადი სათაურის შერჩევა 1.1.3.1 პუბლიკაცია ერთი სატიტულე გვერდით როდესაც სატიტულე გვერდზე არის სათაურის ორი ან მეტი ვარიანტი ერთსა და იმავე ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ ძირითადი სათაური შეირჩევა სატიტულე გვერდის პოლიგრაფიული გაფორმების შესაბამისად. (იხ. მაგ.: 1.1.2.3) ან სათაურების თანამიმდევრობის მიხედვით სატიტულე გვერდზე. თუ არსებობს რამოდენიმე სათაური სხვადასხვა ენაზე და/ან დამწერლობაში (ე.ი. პარალელური სათაურები, იხ. 1.3), მაშინ ძირითად სათაურად ჩაითვლება პუბლიკაციის ტექსტის ენაზე და/ან დამწერლობაში მოცემული სათაური. როცა ეს კრიტერიუმი არ შეიძლება იქნას გამოყენებული, მაშინ ძირითადი სათაური შეირჩევა პოლიგრაფიული გაფორმების შესაბამისად ან სათაურების თანამიმდევრობის მიხედვით სატიტულე გვერდზე. 1.1.3.2 პუბლიკაცია ერთზე მეტი სატიტულე გვერდით თუ პუბლიკაციას გააჩნია ერთზე მეტი სატიტულე გვერდი, როგორც ამას ადგილი აქვს მრავალენოვან ან მრავალდამწერლობიან გამოცემების დროს პუბლიკაციის სატიტულე გვერდით ყველა ენაზე ან დამწერლობაში, მაშინ ძირითადი სათაური შეირჩევა სატიტულე გვერდიდან იმ ენაზე და/ან დამწერლობაში, რომელზედაც მოცემულია პუბლიკაციის ტექსტი. როცა ეს კრიტერიუმი მიუღებელია, (პუბლიკაციაში არ შეიძლება გამოვყოთ რომელიმე ენის უპირატესობა ან ტექსტი პარალელურად მოიყვანება ორ ან მეტ ენაზე ან დამწერლობაში), ძირითადი სათაური შეეირჩევა ორი მოპირდაპირე სატიტულე გვერდის მარჯვენა გვერდიდან (recto) ან, ორზე მეტი სატიტულე გვერდების შემთხვევაში, პირველი მარჯვენა გვერდიდან. ორმხრივი პუბლიკაციების შემთხვევაში, სადაც ტექსტი და სატიტულე გვერდები მოცემულია ორ ან მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში თანაბარი სტატუსით, ძირითადი სათაურის შერჩევა ხდება ბიბლიოგრაფიული სააგენტოების ნება-სურვილის მიხედვით. (ორმხრივი პუბლიკაციის შესახებ, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ნაწარმოებებს, იხ. 0.5.1). 1.1.3.3 სათაურის ვარიანტები (გარდა პარალელური სათაურებისა, იხ.1.3) რომლებიც არ იყვნენ შერჩეულნი როგორც ძირითადი სათაური, განიხილებიან როგორც სხვა ინფორმაცია

31

სათაურის შესახებ, თუ ისინი გვხვდებიან სატიტულე გვერდზე. თუ სათაურის ვარიანტები მოყვანილია პუბლიკაციის სხვა ადგილებში, მაშინ ისინი ჩაიწერება მე-7 სფეროში. მაგ. Die Sage von den Nibelungen : Nibelugenlied

Voyage to Venus : Perelandra The devils : The possessed

1.1.4 გადაწერა 1.1.4.1 ძირითადი სათაური გადაიწერება სატიტულე გვერდიდან ფორმულირების ზუსტი დაცვით, მაგრამ მასში გამოყენებული დიდი ასოების ან პუნქტუაციის გარეშე, რომელიც არ არის აუცილებელი (იხ. აგრეთვე 0.4, 0.6, 0.7). გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს მეტად გრძელი ძირითადი სათაურის შემოკლება შუაში ან ბოლოში, თუ ამით არ იცვლება სათაურის აზრი, არ იკარგება ძირითადი ინფორმაცია და ადგილი არ ექნება გრამატიკული ფორმების დამახინჯებას. გამოტოვებები აღინიშნება გამოტოვების ნიშნებით. 1.1.4.2 პუბლიკაცია ძირითადი სათაურის გარეშე 1.1.4.2.1 თუ პუბლიკაცია შეიცავს ორ ან მეტ ცალკეულ ნაწარმოებს ძირითადი სათაურის გარეშე (იხ. 1.1.2.10), მაშინ ცალკეული ნაწარმოებების სათაურების თანმიმდევრობა განისაზღვრება ტიპოგრაფიული გაფორმების შესაბამისად ან მათი თანამიმდევრობის მიხედვით სატიტულე გვერდზე ან კიდევ, რამოდენიმე სატიტულე გვერდის თანამიმდევრული განლაგებით პუბლიკაციაში, თუ ისინი განიხილება როგორც ინფორმაციის ერთი წყარო. მაგ. The double – dealer ; Love for love ; The way of the world ; The mourning bride

Flash and filigree ; and, The magic Christian La petite hutte ; suivi de, Lorsque l'enfant parait The Wilson papers. The Cole-Hatt papers

როდესაც ცალკეულ ნაწარმოებთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაშინ შეიძლება მოყვანილ იქნას პირველი სამი სათაური რომელთაც მოსდევს გამოტოვების ნიშნები. მთლიანი შინაარსი შეიძლება მოცემული იყოს მე-7 სფეროში. 1.1.4.2.2 თუ პუბლიკაცია შეიცავს თვალსაჩინო ტექსტს ძირითადი სათაურის გარეშე (როგორც მაგ: პლაკატებში), ტექსტი მოჰყავთ სრულად ან შემოკლებული ფორმით. მთლიანი ფრაზების ან წინადადებების გამოტოვება არ აღინიშნება; ფრაზების შემოკლებული ნაწილები ან წინადადებები აღინიშნებიან გამოტოვების ნიშნით. ცნობების თანამიმდევრობა ჩანაწერებში განისაზღვრება ცნობების ხასიათით, რომლებიც მოყვანილია დოკუმენტში, პოლიგრაფიულ გაფორმებაში და ცნობების განლაგებით პუბლიკაციაში. ტექსტის შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილები, ისეთები, როგორიცაა ორგანიზაციების დასახელება, ასევე სახელები, ადგილები და მოვლენების თარიღები უცვლელნი რჩებიან. დამატებითი ინფორმაცია მათზე ან სხვა ასპექტზე შეიძლება მოყვანილ იქნას მე-7 სფეროში. პუნქტუაციის შერჩევა ხდება ბიბლიოგრაფიული სააგენტოების მიერ, იმ სიმბოლოებისა და ნიშნების კომბინაციის გარდა, რომელთაც სპეციალური ფუნქცია ეკისრებათ მოცემული სფეროს შიგნით ISBD-ს სქემის მიხედვით და ამიტომ, არ უნდა იყოს გამოყენებული.

32

1.2 მასალის ზოგადი აღნიშვნა (ფაკულტატიური ელემენტი) 1.2.1 მასალის ზოგადი აღნიშვნის მიზანია აღწერილობის დასაწყისში ზოგად ტერმინებში მიუთითოს მასალის სახეობის კლასი, რომელსაც მიეკუთვნება პუბლიკაცია. მასალის ზოგადი აღნიშვნა უშუალოდ მოსდევს ძირითად სათაურს. ის მოცემულია იმ ენაზე და დამწერლობაში, რომელიც შერჩეულია ბიბლიოგრაფიული სააგენტოს მიერ. 1.2.2 დაბეჭდილი ფორმით გამოქვეყნებული მონოგრაფიებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას განსაზღვრება "დაბეჭდილი ტექსტი" ან მისი ექვივალენტი სხვა ენაზე ან დამწერლობაში. რელიეფური ფორმით გამოქვეყნებული მონოგრაფიებისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს განსაზღვრება "ბრეილის ტექსტი", ან მისი ექვივალენტი. 1.2.3 თუ პუბლიკაცია შეიცავს ძირითად დოკუმენტს და დამხმარე კომპონენტებს, რომლებიც არ მიეკუთვნება მასალის იმავე ზოგად კატეგორიას, რასაც ძირითადი დოკუმენტი (მაგ. დაბეჭდილი მონოგრაფია თანმხლები გრამფირფიტებით), მაშინ მასალის ზოგადი აღნიშვნა ეხება მხოლოდ ძირითად დოკუმენტს. 1.2.4 თუ პუბლიკაცია შეიცავს ორ ან მეტ ცალკეულ ნაწარმოებს ძირითადი სათაურის გარეშე (იხ.1.1.2.10), მაშინ მასალის ზოგადი აღნიშვნა მოსდევს პირველ სათაურს. 1.3 პარალელური სათაურები 1.3.1 თუ პუბლიკაციის სატიტულე გვერდზე მოცემულია სათაური ერთზე მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ სათაურები, რომლებიც არ იყო შერჩეული როგორც ძირითადი (იხ.1.1.3), ჩაიწერება როგორც პარალელური სათაურები. 1.3.2 პარალელურ სათაურს, როგორც ძირითადი სათაურის ექვივალენტს, შეიძლება ჰქონდეს ისეთივე სხვადასხვა ფორმები (იხ.1.1.2). 1.3.3 სატიტულე გვერდზე მოყვანილი ორიგინალური სათაური ძირითადი სათაურის ენისაგან განსხვავებულ ენაზე განიხილება როგორც პარალელური სათაური, თუ ის გრამატიკულად (ენობრივად) არ არის დაკავშირებული აღწერილობის სხვა ელემენტებთან. (მაგ.: ალტერნატიული სათაური, იხ. 1.1; როგორც ნაწილი სხვა ინფორმაციისა სათაურის შესახებ იხ. 1.4; როგორც ნაწილი პასუხისმგლებლობის შესახებ ცნობებისა იხ. 1.5; ან როგორც ნაწილი გამოცემის შესახებ ცნობებისა იხ. მე-2 სფეროში). მაგ. Loser wins = Les séquestrés d'Altona ორიგინალური სათაური ძირითადი სათაურის ენისაგან განსხვავებულ ენაზე, რომელიც არ არის მოყვანილი სატიტულე გვერდზე, შეიძლება ჩაიწეროს მე-7 სფეროში. მაგ. Das Zeitalter der Atomkraft

მითითება: Translation of: The era of atomik power. სარედაქციო შენიშვნა: ორიგინალური სათაური მოცემულია სატიტულე

გვერდის მეორე მხარეზე

თუ ორიგინალური სათაურის ენა ემთხვევა ძირითადი სათაურის ენას. იხ. 1.1.3.3.

33

1.3.4 გადაწერა 1.3.4.1 პარალელური სათაური გადაიწერება სატიტულე გვერდიდან, მისი ფორმულირების ზუსტი დაცვით, მაგრამ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაშინ არ ხდება დიდი ასოებისა და პუნქტუაციის დაცვა. გამონაკლისს შემთხვევაში, პარალელური სათაური შეიძლება იყოს შემოკლებული. გამოტოვებები აღინიშნება გამოტოვების ნიშნებით. მაგ. Breathless = A bout de souffle

Новости систематики высших растений = Novitates sistematicae plantarum vascularium

1.3.4.2 თუ სატიტულე გვერდზე მითითებულია ერთზე მეტი პარალელური სათაური, მაშინ ისინი ჩაიწერებიან პოლიგრაფიული გაფორმების შესაბამისად, ან სატიტულე გვერდზე მათი თანამიმდევრობის მიხედვით. მაგ. Einfuhrung in die Blutmorphologie = Introduction to the morphology

of blood = Введение в морфологию крови 1.3.4.3 პუბლიკაცია ძირითადი სათაურის გარეშე. როდესაც პუბლიკაციას არა აქვს ძირითადი სათაური და ის შეიცავს ორ ან მეტ ცალკეულ ნაწარმოებს (იხ. 1.1.2.10), და ამასთან თითოეულ ან ზოგიერთ ნაწარმოებს გააჩნია პარალელური სათაური, ან სათაურები, მაშინ პარალელური სათაურები ჩაიწერება იმ სათაურების შემდეგ, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. მაგ. Запах хлеба = The smell of bread; Некрасивая = The plain girl; О мужестве писателя = The

courage of a writer 1.3.4.4 პარალელური სათაურები აღებული იმ სატიტულე გვერდებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ ინფორმაციის დაწესებულ წყაროებს, შეიძლება ჩაიწეროს 1 სფეროში კვადრატულ ფრჩხილებში ან მე-7 სფეროში. პარალელური სათაურები, რომლებიც გვხვდება პუბლიკაციაში ნებისმიერ ადგილას გარდა სატიტულე გვერდისა, ჩაიწერებიან მხოლოდ მე-7 სფეროში. 1.4 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ 1.4.1 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ შეიძლება პუბლიკაციაში გვხვდებოდეს პუბლიკაციის ძირითადი, პარალელური ან ცალკეული ნაწარმოებების სათაურებთან ერთად ან მათთან დაქვემდებარებაში. 1.4.2 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ შეიძლება შეიცავდეს ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ, ცნობებს, რომლებიც ეხება გამოქვეყნებას ან გავრცელებას, ან დეტალებს აღწერილობის სხვა ელემენტების შესახებ (მაგ.: ცნობები გამოცემის შესახებ), როდესაც ეს ცნობები ენობრივად განუყოფელი ნაწილია სხვა ინფორმაციისა სათაურის შესახებ. მაგ. In search of light: the broadcasts of Edward R. Murrow 1938-1961

Thy psychology of second language learning: papers from the Second International Conference of Applied Linguistics, Cambridge, 8-12 September 1969 Heil Harris!: a novel based o the television series "The Avengers" Le encicliche sociali di Leone XIII e Pio XI: testo latino e traduzione italiana della "Rerum

34

novarum" e della "Quadragesimo anno" con riferimenti ad altri documenti pontifici 1.4.3 სრული (გავრცობილი) ფორმა ძირითადი სათაურისა, რომელიც შედგება ინიციალების ერთობლიობისაგან ან აკრონიმისაგან, განიხილება როგორც სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ, თუ სრული ფორმა მოცემულია სატიტულე გვერდზე. მაგ.: ISBD(CM) : International Standard Bibliographic Description for Cartographic Materials. 1.4.4 გადაწერა 1.4.4.1 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ გადაიწერება იმ სათაურის შემდეგ, რომელსაც ის მიეკუთვნება (იხ. 1.4.4.6). 1.4.4.2 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ გადაიწერება ისევე, როგორც მოცემულია პუბლიკაციაში, დიდი ასოებისა და პუნქტუაციის გარეშე, თუ ისინი არ წარმოადგენენ აუცილებლობას. სხვა ცნობები სათაურის შესახებ გამონაკლისის სახით, შეიძლება შემოკლდეს. სიტყვების გამოტოვება აღინიშნება გამოტოვების ნიშნებით. 1.4.4.3 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ, რომელიც მოყვანილია სატიტულე გვერდზე ძირითადი სათაურის წინ (მაგ.: ავანტიტრი ანუ სათაურის წინამდებარე ინფორმაცია), აღწერილობაში გადაიწერება ძირითადი სათაურის მიყოლებით, თუ ეს შესაძლებელია ენობრივად ან სხვა თვალსაზრისით. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ეს ინფორმაცია გადაიწერება მე-7 სფეროში. მაგ. "Je roule sans accident!"

შენიშვნა: სატიტულე გვერდის თავში მოთავსებულია: "Un professionnel de l' auto vous dit..."

Управно право на ФНРJ : привремен учебник სარედაქციო შენიშვნა: სათაურის წინამდებარე ინფორმაცია განიხილება, როგორც

სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ.

1.4.4.4 თუ სატიტულე გვერდზე მოთავსებულია ერთზე მეტი ცნობები სხვა ინფორმაციით სათაურის შესახებ, მაშინ ისინი გადაიწერებიან პოლიგრაფიული გაფორმების შესაბამისად, ან იმ თანმიმდევრობით, რომელშიც ისინი მოცემულნი არიან სატიტულე გვერდზე. მაგ. Spirit of an age : New Zealand in the seventies : essays in honour of W.B. Sutch

Основы закаливания : (с избранными разделами физиотерапии) допущено ... в качестве учебного пособия для институтов и техникумов физической культуры

1.4.4.5 პუბლიკაცია ძირითადი სათაურის გერეშე 1.4.4.5.1 თუ პუბლიკაციას არ გააჩნია ძირითადი სათაური (იხ. 1.1.2.10), ხოლო სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ ეხება პუბლიკაციის ცალკეულ ნაწარმოებთა ერთ ან მეტ სათაურებს, მაშინ ეს ინფორმაცია მოსდევს სათაურებს, რომელთაც ისინი მიეკუთვნიან. მაგ. Youth : a narrative ; Heart of darkness ; The end of the tether

Bewertungsgesetz : (BewG). Durchführungsverordnung zum Bewertungsgesetz : (BewDV)

1.4.4.5.2 თუ ცნობები სატიტულე გვერდზე შეიცავენ სხვა ინფორმაციას სათაურის შესახებ და მიეკუთვნებიან ერთი და იმავე ავტორის ერთზე მეტ ნაწარმოებებს, მაშინ ისინი

35

შესაძლებლობისამებრ, გადაიწერებიან ნაწარმოებთა ყველა სათაურის შემდეგ, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. სხვა შემთხვევაში, მაგ.: თუ ერთი ავტორის ნაწარმოებები არ არიან განლაგებული მიყოლებით, ცნობები მათ შესახებ გადაიწერება მე - 7 სფეროში. მაგ. Endstation Sehnsucht; Die Glasmenagerie : zwei Theaterstucke 1.4.4.5.3 ცნობები სატიტულე გვერდზე, რომლებიც შეიცავს სხვა ინფორმაციას სათაურის შესახებ და დაკავშირებულია პუბლიკაციის ყველა ნაწარმოებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეკუთვნიან სხვადასხვა ავტორებს, თავსთდებიან მე-7 სფეროში. 1.4.4.5.4 თუ კავშირი სათაურის შესახებ სხვა ინფორმაციის შემცველ ცნობებსა და ცალკეულ ნაწარმოებებთა სათაურებს შორის გაუგებარია, მაშინ აღწერილობაში შეიძლება დამატებით იქნას მოყვანილი მოკლე განმარტებანი კვადრატულ ფრჩხილებში. ალტერნატიულად სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ შეიძლება მოცემულ იქნას მე - 7 სფეროში. მაგ. Die grosse Liebe ; Wie sie starben : [beide unfassen]

Dichter - und Frauen - Porträts 1.4.4.6 პარალელური სათაურები და პარალელური სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ. 1.4.4.6.1 თუ სატიტულე გვერდზე მოყვანილია ერთი ან მეტი პარალელური სათაური, და სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ ერთ ან მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მოსდევს სათაურს, რომელთანაც ის ენობრივად არის დაკავშირებული. მაგ. On tour : 10 British Jewellers in Garmany and Australia = Auf Tournee : zehn britische

Coldschmiede in Deutschland und Australien 1.4.4.6.2 თუ სატიტულე გვერდზე მოყვანილია ერთი ან მეტი პარალელური სათაური, ხოლო სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მოცემულია მხოლოდ ერთ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მოსდევს ბოლო პარალელურ სათაურს. მაგ. Veliki česko-hrvatski rječnik = (Česko-chorvatsky slovnik) : za praktičnu i školsku upotrebu 1.4.4.6.3 თუ პარალელური სათაურის შინაარსში გაერთიანებულია ძირითადი სათაური და სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მოცემული იმავე ენაზე, რომელზედაც ძირითადი სათაურია, მაშინ სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მოსდევს ძირითად სათაურს და წინ უძღვის ამ პარალელურ სათაურს. მაგ. Verbande und Gesellschaften der Wissenschaft : ein internationales Verzeichnis = World guide to scientific associations 1.4.4.6.4 თუ პარალელური სათაური არ არსებობს, ხოლო ინფორმაცია სათაურის შესახებ მოყვანილია სატიტულე გვერდზე ერთ ან მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ გადაიწერება ის ინფორმაცია სათაურის შესახებ, რომელიც ძირითადი სათაურის ენაზე და/ან დამწერლობაშია. თუ ეს კრიტერიუმი მიუღებელია, მაშინ გადაიწერება პირველი ცნობები სატიტულე გვერდიდან. დანარჩენი ცნობები სხვა ინფორმაცით სათაურის შესახებ შეიძლება აგრეთვე იყოს გადაწერილი და მას წინ უნდა უძღოდეს ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. მაგ. Yugoslavija : hotel and tourist guide = Hotel - und Reiseführer 1.4.4.7 თუ ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან (იხ. 1.1.2.8), სათაურის შესახებ სხვა ინფორმაციის შემცველი ინდივიდუალური ცნობები

36

მოსდევს იმ სათაურებს, რომელთაც ისინი მიეკუთვნება. საეჭვო შემთხვევაში სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მთლიანად მოსდევს ძირითად სათაურს. 1.4.5 გამოცემაში, არა სატიტულე გვერდზე მოყვანილი სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს კვადრატულ ფრჩხილებში ძირითადი ან პარალელური სათაურის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ რომელს მიეკუთვნება ის, თუ ეს აუცილებელია პუბლიკაციის იდენტიფიკაციისათვის ან აღწერილობის სიცხადისათვის. ჩვეულებრივ ასეთი ცნობები გადაიწერება მე-7 სფეროში. 1.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ 1.5.1. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, შეიძლება ეხებოდეს ნებისამიერ პირს ან კოლექტივს, რომელიც პასუხისმგებელია პუბლიკაციაში მოთავსებული ნაწარმოების ინტელექტუალურ და მხატვრულ შინაარსზე. ეს ცნობები შეიძლება ასევე ეხებოდეს ნებისმიერ პირს ან კოლექტივს, რომლიც პასუხისმგებელია ნაწარმოების განხორციელებაზე, რეალიზაციაზე, შესრულებაზე. 1.5.2. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება ეხებოდეს ისეთ პირებს, როგორებიც არიან: მწერლები, მხატვრები, ქორეოგრაფები და სხვ. რომელთა შრომა გამოცემაში ჩართულია პირდაპირ (მაგ.: ავტორი, რედაქტორი, შემდგენელი, მთარგმნელი, ილუსტრატორი, გრავიორი), ან არაპირდაპირ (მაგ.: რომანის ავტორი, რომლის მიხედვითაც დაწერილია კინოსცენარი); უკვე არსებული ნაშრომის ადაპტერები (გადამკეთებლები, მიმსადაგებლები), როგორც იმავე მედიუმში (მატარებელში), რომელშიც შექმნილია ორიგინალი, ასევე სხვა მედიუმში; ზემოთაღნიშნული ნებისმიერი პასუხისმგებელი ორგანიზაციები (კოლექტივები) ან პირები, რომლებიც სპონსორობას უწევენ ნაწარმოებს. ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ შეუძლიათ მიიღონ სხვადავხვა ფორმა: 1.5.2.1. ცნობები შეიძლება შედგებოდნენ პირთა გვარისაგან, ორგანიზაციების ან კოლექტივების დასახელებისაგან დამაკავშირებელი სიტყვის ან მოკლე ფრაზის (რომლიც განსაზღვრავს პირთა ან კოლექტივთა როლს) თანხლებით ან მათ გარეშე (იხ. ასევე 1.5.2.6). 1.5.2.2. ისინი შეიძლება შედგებოდნენ ფრაზებისაგან, სახელების მითითების გარეშე, თუ ასეთი ფრაზა ახასიათებს ინტელექტუალურ ან სხვაგვარ წვლილს ნაწარმოების შექმნაში ან მნიშვნელოვანია სხვა მხრივ. მაგ. The eternal smile and other stories / by Pär Lagerkvist ; translated from the Swedish

Drei Männer im Schnee / Erich Kästner ; für den Gebrauch in dänischen Schulen vereinfacht Autobiographical sketches / Maxwell Fry ; twenty-six illustrations by the author

1.5.2.3. ცნობები შეიძლება შეიცავდეს არსებით სახელს ან ფრაზას და ასევე საკუთარ სახელებს, თუ კი ეს ფრაზა მიუთითებს პიროვნების ან ორგანიზაციის როლზე. მაგ. A Centenary exhibition of the work Dawid Octavius Hill, 1802 - 1870, and Robert Adamson,

1821 - 1848 / selection and catalogue by Katherine Michaelson

37

დანარჩენი არსებითი სახელები ან არსებითი სახელის შემცველი ფრაზები ჩვეულებრივ განიხილება როგორც სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ (იხ. 1.4). 1.5.2.4. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება შეიცავდეს დეტალებს, რომლებიც მიეკუთვნებიან აღწერილობის სხვა ელემენტებს (მაგ.: ორიგინალის სათაურს, ინფორმაციას გადათარგმნილი ნაწარმოების გამოცემის შესახებ), თუ ეს დეტალები ენობრივად წარმოადგენენ პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების განუყოფულ ნაწილს. მაგ. Pascal's apology for religion / extracted from the Pensées by H.F Stewart

Balada o smutné kavárne / Carson McCullersová ; dramatizace Edward Albee ; s anglického originálu 'The Ballad of the sad café' přeložili Luba i Rudolf Pellarovi `The Prussian instructions : rules for the alphabetical catologs of the Prussian libraries / translated from the second edition, authorized August 10, 1908, with an introduction and notes, by Andrew D. Osborn

1.5.2.5 ისინი შეიძლება შედგებოდნენ დანართების და სხვა თანმხლები მასალების შესახებ ცნობებისაგან, იმ შემთხვევაში თუ ეს ცნობები მოცემულია სატიტულე გვერდზე (იხ. აგრეთვე 1.5.3.3). 1.5.2.6 ისინი შეიძლება შედგებოდნენ იმ კოლექტივის სახელებისაგან, რომლებიც ასრულებენ პუბლიკაციის სპონსორის როლს, თუ კოლექტივის სახელი მოყვანილი სატიტულე გვერდზე და ურთიერთკავშირი სპონსორსა და პუბლიკაციას შორის გარკვეულადაა განსაზღვრული (ან შეიძლება გამოხატული იყოს შესაბამისი სიტყვის ან მოკლე ფრაზის დამატებით). სპონსორის დასახელება ჩაიწერება მე-4 სფეროში, თუ ის წარმოადგენს ბეჭდილობითი ცნობების განუყოფელ ნაწილს (მაგ.: წინ უძღვის ფრაზა "გამოცემულია...თვის"). 1.5.2.7 ცნობები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული პუბლიკაციის ინტელექტუალური ან მხატვრულ შინაარსის მიმართ პასუხისმგებლობასთან, არ განიხილებიან როგორც ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ. ისეთი ცნობები, როგორიცაა ეპიგრაფი, მიძღვნები, ცნობები ფინანსური დახმარებისა ან ჯილდოების შესახებ შეიძლება იყოს გამოტოვებული ან მოცემული იქნას მე-7 სფეროში. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა "33 რუქით" ჩაიწერება მე-5 სფეროში. 1.5.2.8 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, თუ კი ისინი წარმოადგენენ აღწერილობის სხვა ელემენტების ენობრივად განუყოფელ ნაწილს და გადაწერილნი არიან ისევე როგორც მოცემულნი არიან ინფორმაციის შესაბამის წყაროში, არ განიხილებიან ვარგისად როგორც პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის სახელი. (მაგალითად წარმოადგენენ: ძირითადი სათაურის ნაწილს, იხ. 1.1.2.6; ნაწილს სხვა ინფორმაციისა სათაურის შესახებ, იხ. 1.4.2; ნაწილს ცნობებისა გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. შესახებ, იხ. მე-4 სფეროში). გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებელის სახელი ცხადად არის განმეორებული სატიტულე გვერდზე, როგორც პასუხისმგებლობის შესახებ ფორმალური ცნობები. მაგ. The John Franklin Bardin omnibus / John Franklin Bardin 1.5.2.9 ცნობებში პასუხისმგებლობის შესახებ არ იწერება კოლექტივის დასახელება, რომელიც მოყვანილი იყო სატიტულე გვერდზე, თუ მისი ფუნქციის განსაზღვრა არ

38

შეიძლება არც აღსაწერი პუბლიკაციიდან და არც სხვა წყაროებიდან. ასეთი დასახელებები ჩაიწერება მე-7 სფეროში. 1.5.3 ერთი ან რამოდენიმე ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ 1.5.3.1 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ითვლება ერთადერთად, როდესაც ეს ნათელია ფორმულირებიდან, რომელიც მოთავსებულია ინფორმაციის დაწესებულ წყაროში. ასეთ ცნობებში შეიძლება მოყვანილი იქნას ერთზე მეტი პირი ან კოლექტივი, თუ ისინი ასრულებენ ერთსა და იმავე ფუნქციას ან ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას, მაგრამ დაკავშირებულნი არიან კავშირით. მაგ. The Oxford classical dictionary / edited by N.G.L. Hammond and H.H Scullard

Frogs and the ballet / by Donald Elliott and illustrated by Clinton Arrowood 1.5.3.2 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ითვლებიან რამოდენიმედ, როდესაც ეს ნათელია ფორმულირებიდან და როდესაც წარმოდგენილი რამოდენიმე პირი ან კოლექტივი, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ფენქციებს, არ არიან დაკავშირებული კავშირით. მაგ. The education of children from the standpoint of theosopy / by Rudolf Steiner ; translated by W.B.

Contemporary novelists / with preface by Walter Allen ; editor James Vinson 1.5.3.3 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც ეხება დანართებს და სხვა თანმხლებ მასალებს (იხ. 1.5.2.5), განიხილებიან როგორც დამატებითი ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მოსდევენ პუბლიკაციასთან ან მის მთავარ ნაწილთან დაკავშირებულ ცნობებს. მაგ. Van Erfurt na die Kaap : grepe uit die Geskiedenis van die Beyers - Familie / deur Annie Hofmeyr ; en'n geslagregister deur Joh. van der Bijl

The Honourable Society of Osgoode Hall / by C.H.A. Armstrong ; with an appendix on the history

and architecture of the fabric / by E.R. Arthur 1.5.4 გადაწერა 1.5.4.1 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ გადაიწერებიან იმ ტერმინებში, რომელშიც ისინი მოცემულია პუბლიკაციაში. 1.5.4.2. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ აღებული არა სატიტულე გვერდიდან, არამედ მოცემული პუბლიკაციის სხვა ადგილებიდან, ჩაიწერება კვადრატულ ფრჩხილებში. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, აღებული არა მოცემული პუბლიკაციიდან, ჩაიწერება მე-7 სფეროში. მაგ. Bears / [written and planned by Jennifer Vaughan]

შენიშვნა: ცნობები ავტორის შესახებ აღებული სატიტულე გვერდის მეორე მხრიდან. 1.5.4.3. როდესაც რამოდენიმე პირთა გვარები ან კოლექტივთა დასახელებები, წარმოდგენილი არიან ერთადერთ ცნობებში პასუხისმგებლობის შესახებ (იხ.1.5.3.1), გვარებისა და დასახელებების რაოდენობა აიღება ბიბლიოგრაფიული სააგენტოების

39

გადაწყვეტილების მიხედვით. რამოდენიმე გვარი გამოიყოფა მძიმით, ან ერთდება შემაერთებელი სიტყვებით. თუ შემაერთებელი სიტყვა დაამატა კატალოგიზატორმა, მაშინ ისინი თავსდებიან კვადრატულ ფრჩხილებში. გამოტოვებები აღინიშნებიან გამოტოვებების ნიშნით, რომელსაც მოსდევს კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული შემოკლება "et al" ან მისი ექვივალენტი სხვა დამწერლობაში. მაგ. Tellurium and the tellurides / by D.M. Chizhikov and V.P. Shchastlivyi

The world of the lion / by Samuel Devend ... [et al.] Industrielle Kostenrechnung / Dieter Ahlert, Klaus Peter Franz Од исторjата на македонскиот jазик / [автори] Б. Коневски, Х. Поленаковик ... [и др.] Soil survey for Big Thiket National Preserve, Texas / National Park Service [and] Soil Conservation Service [and] Texas Agricultural Experiment Station

1.5.4.4. თუ პირთა გვარები ან კოლექტივების დასახელებები მოყვანილია ცნობებში პასუისმგებლობის შესახებ შემოკლებული ფორმით, მაგ: აკრონიმის ფორმით, მაშინ სრული ფორმა შეიძლება მოყვანილი იყოს მე-7 სფეროში. (იხ. 7.1.5.). 1.5.4.5. ინიციალები, რომლებიც აღნიშნავენ წევრობას საზოგადოებაში, სამეცნიერო ხარისხებს, აკადემიურ წოდებებს, და ა. შ., აგრეთვე ცნობები პირთა თანამდებობებისა და კვალიფიკაციის შესახებ, აღინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ სახელის ენობრივად განუყოფელ ნაწილს ან, აუცილებელია პირთა იდენტიფიკაციისათვის ან პირთა საქმიანობის განსაზღვრისათვის საჭირო კონტექსტის დასადგენად. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ინიციალები და ა.შ. არ განიხილება როგორც პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების ნაწილი და უნდა იყოს გამოტოვებული (იხ.1.5.2.7). 1.5.4.6. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც სატიტულე გვრდზეწინ უსწრებენ ძირითად სათაურს შესახებ, გადაიწერება ძირითადი სათაურისა და სათაურის შესახებ სხვა ინფორმაციის შემდეგ, თუ კი ისინი ენობრივად არ არიან დაკავშირებული ამ ინფორმაციასთან. (იხ. 1.5.2.8.). პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების ადგილმდებარეობა პუბლიკაციაში შეიძლება მითითებული იყოს მე-7 სფეროში. 1.5.4.7. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც შეიცავენ კოლექტიური ავტორის დასახელებას იერარქიული ფორმით, გადაიწერება იმ ფორმით და თანამიმდევრობით, რომელიც მოცემულია პუბლიკაციაში. 1.5.4.8. თუ ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ენობრივად არ არის დაკავშირებული სათაურთან, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან, პიროვნების გვარი ან კოლექტიური ავტორის დასახელება, ჩაიწერება დახრილი ხაზის შემდეგ. მაგ. Le Père Goriot / Honoré de Balzac

Rzeka graniczna / Józef Lobodowski Statistics of homelessness / Home Office Adroddiad ar ddiweithdra / Swyddfa Gymreig

1.5.4.9. თუ გაუგებარია კავშირი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობებსა და სათაურს შორის, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, მაშინ უნდა იქნას დამატებული შემაერთებელი სიტყვა ან მოკლე ფრაზა მოთავსებული კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ. Phaedra: Racine's Phedre / [verse translation by] Robert Lowell

40

L'Equipe de France : anthologie des textes sportifs de la littérature française / [choisis et presentes par] Gilbert Prouteau Simpozij 'Hotelska kuća 72' / [organizatori] Sveučcilište u Zagrebu, Ekonomski fakultet Rijeka [i] Poslovno udruženje hotelskih poduzeća SFRJ, (Jugohoteli) Zagreb

1.5.4.10. თუ არსებობს ერთზე მეტი ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, აღწერილობაში ამ ცნობების თანამიმდევრობა განისაზღვრება პოლიგრაფიული გაფორმებით ან მათი თანამიმდევრობით სატიტულე გვერდზე, პასუხისმგებლობის ხარისხის ან დონისაგან დამოუკიდებლად. თუ ცნობები არ არიან აღებული სატიტულე გვერდიდან, ისინი მოცემულნი უნდა იყვნენ ლოგიკური თანამიმდევრობით, თუ არსებობს ასეთი თანამიმდევრობა, და ეს ცნობები უნდა მოთავსდეს კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ. The essential of education / Rudolf Steiner ; [translated by Lady Maitland-Heriot ; edited by H.

Collison] Atlante atomico / Mihajlo Velimirovic ; [traduzione in lingua italiana a cura del prof. Mario Sintich ; revisione scientifica a cura del prof. Protogene Veronesi] ; illustrazioni di Branimir Ganovic Snowy, the little white horse / by Suzanne Reynolds ; illustrated by The Studio Brambelli, Milan Captive cities : studies in the political economy of sities and regions / edited by Michael Harloe ; sponsored by the International Sociological Association Research Committee on the Society of Regional and Urban Development Research in human geography / by Michael Chisholm ; [for the] Social Science Research Council Steppenwolf / Hermann Hess ; translated from the German by Basil Crieghton ; [the translation] revised by Walter Sorrell

1.5.4.11. პარალელური სათაური და პარალელური ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ 1.5.4.11.1. თუ სატიტულე გვერდი შეიცავს ერთ ან მეტ პარალელურ სათაურს და/ან პარალელურ სხვა იფორმაციას სათაურის შესახებ, და ასევე შეიცავს ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ ერთზე მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, ყოველი ცნობა პასუხისმგებლობის შესახებ უნდა მოსდევდეს სათაურს ან სხვა იფორმაციას სათაურის შესახებ, რომელთანაც ისინი ენობრივად არიან დაკავშირებული. მაგ. National accounts statistics, 1950-1968 / Organisation for Economic Cooperation and

Development = Statistique des comptes nationaux, 1950-1978 / Organisation de coopération et de développement économiques

1.5.4.11.2. თუ შეუძლებელია პასუხისმგებლობის შესახებ შესაბამისი ცნობების ან სათაურის შესახებ სხვა ცნობების მოყვანა თითოეული სათაურის შემდეგ, მაშინ ყველა ცნობა პასუხისმგებლობის შესახებ მოსდევს ბოლო პარალელურ სათაურს ან სხვა ცნობებს პარალელური სათაურის შესახებ. ყოველ პარალელურ ცნობას პასუხისმგებლობის შესახებ წინ უძღვის ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. მაგ. Printing at Gregynog : aspects of a great private press = Argraffu yng Ngregynog : agweddau

ar wasg breifat fawr / Michael Hutchins ; tranlated by David Jenkins = cyfieithiad gan David Jenkins

1.5.4.11.3 თუ სატიტულე გვერდი შეიცავს ერთ ან მეტ პარალელურ სათაურს და/ან პარალელურ სხვა ინფორმაციას სათაურის შესახებ, ხოლო ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ მოცემულია მხოლოდ ერთ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ მოსდევს ბოლო პარალელურ სათაურს ან ბოლო პარალელურ სხვა ინფორმაციას სათაურის შესახებ. მაგ. Bibliotecas = Libraries = Biblioteques / Ernest Malaga 41

1.5.4.11.4 თუ პარალელური სათაური არ არსებობს და ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ მოცემულია სატიტულე გვერდზე ერთ ან მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ ეს ცნობები უნდა იყოს მოცემული ძირითადი სათაურის ენაზე და/ან დამწერლობაში; თუ ეს კრიტერიუმი არ არის გამოყენებული, მაშინ ცნობები შეირჩევა მათი პოლიგრაფიული გაფორმების შესაბამისად ან სატიტულე გვერდზე მათი თანმიმდევრობის მიხედვით. სხვა ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება ასევე იქნას მოყვანილი და თითოეულს წინ უნდა უძღოდეს ინტერვალი, ტოლობის ნიშანი და ინტერვალი. მაგ. Tin statistics / International Tin Council = Conseil international de l' étain = Consejo internacional

del estaño Biblioteca Celtica : a register of publications relating to Wales and the Celtic peoples and languages / Llyfrgell Genedlaethol Cymru = The National Library of Wales

1.5.4.12 პუბლიკაცია ძირითადი სათაურის გარეშე 1.5.4.12.1 თუ პუბლიკაციას არ გააჩნია ძირითადი სათაური (იხ. 1.1.2.10) და ყველა ცალკეულ ნაწარმოებს გააჩნია ერთი და იგივე ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, მაშინ ეს ცნობები მოსდევს ყველა სათაურს, პარალელურ სათაურს და სხვა ცნობებს სათაურის შესახებ. მაგ.: Baby doll : the script for the film ; Something unspoken ; Suddenly last summer / Tennessee

Williams 1.5.4.12.2 თუ ცალკეულ ნაწარმოებებს გააჩნიათ სხვადასხვა ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, თითოეული ცნობა მოსდევს სათაურს, პარალელურ სათაურს და სხვა ცნობებს სათაურის შესახებ, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. მაგ.: Teorija kredita : skripta / Milutin Ćirović. Teorija dopunskog kredita : skripta / Vjekoslav

Meichsner 1.5.4.12.3 თუ ცალკეულ ნაწარმოებებს გააჩნიათ ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც ეხებიან ზოგიერთ და არა ყველა სათაურს, მაშინ თითოეული ცნობა მოსდევს სათაურს, რომელსაც ის მიეკუთვნება. მაგ.: Godly contemplations for the unlearned, 1575 ; A letter of a Catholike man beyond the seas,

1610 / Thomas Owen. The conviction of noveltie, 1632 / R.B. 1.5.4.12.4 თუ ცალკეულ ნაწარმოებებს გააჩნიათ თავიანთი საკუთარი ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ და სატიტულე გვერდზე ასევე არის მითითებული ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ მთელი პუბლიკაციისათვის, ეს უკანასკვნელი მოსდევს ყველა სხვა ცნობებს, რომელთაც წინ უძღვის ინტერვალი, წერტილმძიმე, ინტერვალი. ურთიერთკავშირი პასუხისმგებლობის ბოლო ცნობებისა და წინამდებარე ჩანაწერს შორის უნდა აიხსნას შემაერთებელი სიტყვის დამატებით ან მოკლე ფრაზით, რომელიც მოთავსდება კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ.: The white devil ; The duchess of Malfi / by J. Webster. The atheist's tragedy ; The revenger's

tragedy / by Tourneur ; [all] edited with an introduction and notes by J.A. Symonds თუ ეს დამატება ენობრივად შეუძლებელია ან გამოიწვევს ცნობების გადატვირთვას, მაშინ პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების აუცილებელი ნაწილი და/ან განმარტება, მოყვანილი უნდა იქნას მე-7 სფეროში. მაგ.: Smrt Smail-age Čengića ; Stihovi ; Proza / Ivan Mazuranic. Pogled u Bosnu / Matija Mažuranić ;

[priredio Ivo Frangeš ; crteži Boris Dogan ; grafička oprema Majstorska radionica Krste Hegedušića]

42

შენიშვნა: ცნობები რედაქციისა და ილუსტრაციის შესახებ მიეკუთვნება მთელ პუბლიკაციას.

1.5.4.13 თუ ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურისაგან, ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ჩაიწერება ძირითადი სათაურის იმ ნაწილების შემდეგ, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. საეჭვო შემთხვევაში ან თუ ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ მიეკუთვნებიან ძირითად სათაურს მთლიანად, მაშინ ისინი თავსდებიან მთელი ძირითადი სათაურის შემდეგ. 2 გამოცემის სფერო შინაარსი 2.1 ცნობები გამოცემის შესახებ 2.2 პარალელური ცნობები გამოცემის შესახებ (ფაკულტატიური) 2.3 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან გამოცემას 2.4 დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ 2.5 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც თან ახლავს დამატებით ცნობებს გამოცემის შესახებ პუნქტუაციის A. გამოცემის სფეროს წინ უძღვის წერტილი, ინტერვალი, ტირე შაბლონები და ინტერვალი (. - ).

B. თითეულ პარალელურ ცნობებს გამოცემის შესახებ, წინ უძღვის ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი ( = ).

C. პირველ ცნობას პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეკუთვნის გამოცემას (ან თანმხლებ დამატებით ცნობებს გამოცემის შესახებ),

წინ უძღვის ინტერვალი, დახრილი ხაზი, ინტერვალი ( / ).

D. თითოეულ მომდევნო ცნობას პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეკუთვნის გამოცემას (ან თანმხლებ დამატებით ცნობებს გამოცემის შესახებ, წინ უძღვის ინტერვალი, წერტილ-მძიმე, ინტერვალი ( ; ).

E. დამატებით ცნობებს გამოცემის შესახებ, რომლებიც მოსდევენ

ცნობებს გამოცემის ან პასუხისმგებლობის შესახებ და ეხება გამოცემას წინ უსწრებს ინტერვალი, მძიმე, ინტერვალი ( , ).

მაგალითები: . - ცნობები გამოცემის შესახებ . - ცნობები გამოცემის შესახებ = პარალელური ცნობები გამოცემის შესახებ . - ცნობები გამოცემის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ

43

. - ცნობები გამოცემის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ; მეორე ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ; მესამე ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ

. - ცნობები გამოცემის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ = პარალელური ცნობები

გამოცემის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ . - ცნობები გამოცემის შესახებ , დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ . - ცნობები გემოცემის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ , დამატებითი ცნობები

გამოცემის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებული სატიტულე გვერდი, წიგნის საწყისი გვერდები ტექსტის წინ წყარო და კოლოფონი. 2.1 ცნობები გამოცემის შესახებ 2.1.1 ცნობები გამოცემის შესახებ შედგებიან ტერმინებისაგან, ფრაზისაგან ან სიმბოლოთა

ჯგუფისაგან, რომლებიც განეკუთვნებიან: A. პუბლიკაციის ყველა ეგზემპლარს, რომლებიც ფორმალურად იდენტიფიცირებული არიან

როგორც დასახელებული და/ან დანომრილი [განმეორებული] გამოცემა, ან B. პუბლიკაციის ყველა ეგზემპლარს, რომლებიც წარდგენილნი არიან კონკრეტული ფორმით

და გააჩნიათ ინტელექტუალური ან მხატვრული შემცველობის არსებითი განსხვავებები ასეთივე ფორმით წარმოდგენილი სხვა ეგზემპლარებისაგან, მიუხედავად იმისა გამოხატულია თუ არა ფორმალურად პუბლიკაციაში ცნობები ამ განსხვავებების შესახებ.

ცნობები გამოცემის შესახებ, როგორც წესი, შეიცავენ სიტყვას "გამოცემა" (ან მის ექვივალენტს სხვა ენაზე) ან მასთან დაკავშირებულ ტერმინს განმეორებული გამოცემის რიგითობის აღმნიშვნელ რიცხვთან ანუ რიგით ნომერთან ერთად (მე-2-ე გამოცემა და ა.შ.) ან გამოცემის განმასხვავებელ ტერმინს ("ახალი გამოცემა", "მსხვილი ბეჭვდა", გადამუშავებული გამოცემა და ა.შ.). ცნობები გამოცემის შესახებ შეიძლება შეიცავდნენ სხვა ფრაზებს, რომლებიც ენობრივად აკავშირებენ ინფორმაციას გამოცემის შესახებ აღწერილობის სხვა ელემენტებთან (მაგ: სათაური ორიგინალის ენაზე ისეთი ფორმით როგორიცაა "შემოკლებული ..."). 2.1.2 ცნობები გამოცემის შესახებ გადმოიცემა პუბლიკაციაში ხმარებულ ტერმინებში. თუ ისინი აღებულია ინფორმაციის არა დაწესებული წყაროდან, მაშინ ისინი თავსთდებიან კვადრატულ ფრჩილებში. სიტყვიერი ფორმით გადმოცემული ყველა ციფრი ან რიცხვი იცვლება არაბული ციფრებით. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება განმარტებითი ფრაზები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ცნობებთან გამოცემის შესახებ. (იხ. 2.3.3). მაგ.: . - 4th revised ed.

44

სარედაქციო შენიშვნა: სატიტულე გვერდზე: მეოთხე გადამუშავებული გამოცემა . - 3. Aufl. . - Nuova ed. . - Sehr veränderte Aufl. . – Изд. 3-е, переработанное . - Scottish ed. . - Ed. française . - Ungekürzte Ausg. . - Deutsche Erstausg. . - 67th ed., complete with street plan . – 5a ed., con un copioso índice alfabético de materias . - Novissima ed. (7a), interamente riveduta

. – მე-2 გადამუშავებული გამოცემა თუ ცნობები გამოცემის შესახებ შედგება მხოლოდ სიმბოლოების ნაწილისაგან, რომლებიც არც ასოებია და არც ციფრებია და რომელთა წარმოება ტიპოგრაფიული მეთოდით შეუძლებელია (მაგ. იხ. 0.11), მაშინ ისინი შესაბამისად იცვლებიან კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვებით ან ციფრებით. განმარტება შეიძლება მოცემული იყოს მე-7 სფეროში. (იხ. 7.2). 2.1.3 თუ პუბლიკაციაში არ არის ცნობები გამოცემის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ის შეიცავს არსებით განსხვავებებს გამოქვეყნებული მასალის წინა გამოცემებისაგან, მაშინ შესაბამისი ცნობები გამოცემის შესახებ სატიტულე გვერდის ენაზე და 2.1.2-ის დებულებების შესაბამისად შეიძლება მოცემული იყოს კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ.: . - [New ed.]

. - [3e éd]

. - [Reproduction en fac-simile] 2.1.4 შემდეგი ცნობები გამოცემის შესახებ არ გადაიწერება გამოცემის სფეროში: 2.1.4.1 ცნობები გამოცემის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ სხვა სფეროს ელემენტის განუყოფელ ნაწილს (როგორიცაა ძირითადი სათაური) და რომლებიც ისევე არიან გადაწერილი, როგორც გვხვდებიან პუბლიკაციაში (იხ. 1.1.2.6), არ მეორდებიან გამოცემის სფეროში. მაგ.: The compact edition of the Oxford English dictionary

და არა The Oxford English dictionary. - Compact ed. და არა The compact edition of the Oxford English dictionary. - Compact ed.

2.1.4.2 ცნობები გამოცემის შესახებ, რომლებიც ეხება ერთ ან რამოდენიმე ნაწარმოებს და რომელიც მოთავსებულია რამდენიმე ნაშრომის შემცველ პუბლიკაციაში კოლექტიური სათაურის გარეშე, არ მოიყვანება გამოცემის სფეროში, არამედ ჩაიწერება 1 სფეროში დაწესებული პუნქტუაციის შესაბამისად (იხ. 1.1.4.2). მაგ.: Le Western / textes rassemblés et présentés par Henri Agel, nouvelle éd. Evolution et renouveau

du Western (1962-1968)/ par Jean A. Gili 2.1.4.3 ცნობები გამოცემის შესახებ, რომლებიც განსაზღვრავენ პირველ გამოცემას, ჩვეულებრისამებრ, არ გადაიწერებიან.

45

2.2 პარალელური ცნობები გამოცემის შესახებ (ფაკულტატიური) თუ ინფორმაციის დაწესებული წყარო შეიცავს ცნობას გამოცემის შესახებ ერთ ან მეტ ენაზე ან/და დამწერლობაში, მაშინ ცნობები აიღება ძირითადი სათაურის ენაზე ან/და დამწერლობაში. თუ ამ კრიტერიუმის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ აიღება ცნობა სათაურის შესახებ, რომელიც გამოყოფილია პოლიგრაფიულად ან მოყვანილია პირველი. პარალელური ცნობები შეიძლება ასევე იყოს მოყვანილი. მაგ.: . - Canadiabed. = Ed canadienne

. - Students's ed. = Ed. pour Les étudiants

. - 2. preradeno idopunjenoized. = 2nd revised and enlarged ed. 2.3 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ დაკავშირებული გამოცემასთან 2.3.1. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც ეხება გამოცემას, შეიძლება მიუთითებდნენ პირებზე ან კოლექტივებზე და აღნიშნავდნენ ისეთ ფუნქციებს როგორიცაა გამოცემების გადამუშავება, ან ასახელებენ პირებს ან კოლექტივებს, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ახალ გამოცემაში თანმხლები მასალის, დანართის და ა.შ. მომზადებაში. მაგ: . - 2nd ed. / with new epilogue by the author

. - 3rd / with supplementary notes and appendices by H.J. Laski Shachiapang: a modern revolutionary Peking opera. - May 1970 script / revised collectively by the Peking Opera Troupe of Peking The nether world : a novel / George Gissing. - Facsimile ed. / edited, with an introduction by

John Goode

2.3.2 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული არიან კონკრეტულ გამოცემასთან ან მის ნაწილთან და არა მოცემული ნაწარმოების ყველა გამოცემასთან, თანახმად 1.5-ის დებულებებისა, ჩაიწერებიან გამოცემის სფეროში, თუ ისინი აღებული არიან ინფორმაციის დაწესებული წყაროდან. თუ ეს ცნობები არ არიან აღებულნი ინფორმაციის დაწესებული წყაროდან, მაშინ ისინი თავსდებიან კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ.: Slovenske narodne pravjicel / zbral in uredil Alojzij Bolhar ; ilustriral in opremil Maksim

Gaspari. - 2. izd. / spremno desedo napisal M. Maticetov 2.3.3 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან კონკრეტულ გამოცემას (როგორც ეს ნაჩვენებია 2.3.2-ში), მაგრამ არ ასახელებენ ან არ უკეთებენ იდენტიფიცირებას პირებს ან კოლექტივებს, ჩაიწერება როგორც გამოცემის შესახებ ცნობების ნაწილი (იხ. 2.1.1). ასეთი ცნობები ხშირად გადმოიცემა განმარტებითი ფრაზებით. მაგ.: . - 2nd ed., with a new epilogue

. - [New ed.] with epilogue, 1964-1974 სარედაქციო შენიშვნა: კვ. ფრჩხილებში მოთავსებული ცნობები დამატებულია კატალოგის შემდგენელის მიერ

2.3.4 შემდეგი ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული არიან გამოცემასთან, არ გადაიწერებიან გამოცემის სფეროში:

46

2.3.4.1 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც უშუალო კავშირშია პირველ გამოცემასთან ან ნაწარმოების ყველა გამოქვეყნებულ გამოცემასთან ჩაიწერებან 1 სფეროში.

2.3.4.2 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც ცხადად არ არიან

დაკავშირებული ნაშრომების მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე გამოცემასთან, ჩაიწერება 1 სფეროში.

2.3.5 პარალელური ცნობები პასუხიმგებლობის შესახებ დაკავშირებული გამოცემასთან, შეიძლება მოყვანილი იყოს შემდეგი წინამდებარე პუნქტუაციით: ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. 2.4 დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ 2.4.1 დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ უნდა იყოს მოყვანილი თუ:

A. პუბლიკაციაში მოცემულია ფორმალური ცნობები, რომლებიც მიუთითებენ რომ, ისინი

მიეკუთვნებიან გამოცემას გამოცემაში, ან პირველი სახელდებული გამოცემის ექვივალენტურ გამოცემას. მაგ.: . - 3rd ed., repr. with a new pref.

ან

B. პუბლიკაცია შემცველობით მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი შემცველი უფრო

დიდი გამოცემის სხვა ანაბეჭდებისაგან. მაგ.: . - 3rd ed.,[with an appendix]

2.4.2 გამოცემის შესახებ დამატებითი ცნობები გადაიწერება 2.1.2-ისა და 2.1.3-ს დებულებების შესაბამისად. მაგ.: . - Amtliche Ausg., 17 Aufl.

. - Erstausg., aktualisierte und erweiterte Aufl.

. - Neuaufl. der deutschen Originalausg.

. - Abridged ed., 2nd ed.

. - English Full ed., 4th international ed.

. - 5th ed., 2nd impression, with corrections

. - Nouvelle impression en facsimilé de la 1ère éd. de 1751-1780.

. - Poljudna izd. / priredil Julian Borchardt, 4. pregledani i dopolnjeni natis

. - 2. izd / popravljeno u redakciji Ivana Gustaka, 5. nepromijenjeno izd. 2.4.3 დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ, რომლებიც ეხებიან ანაბეჭდებს ყოველგვარი შეცვლის გარეშე შეიძლება იყოს მოყვანილი. მაგ.: . - 4e éd., 3e tirage

. - 2nd ed., 2nd printing

. - 2, unveränderter Neudruck der 3., völlig neubearbeiteten Aufl

. - 19-23. Tsd

. - Nouvelle éd., revue et aungmentée 70e mille

47

2.4.4 პარალელური დამატებითი ცნობები გამოცემის შესახებ შეიძლება იყოს მოცემული შემდეგი წინამდებარე პუნქტუაციით: ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. 2.5 გამოცემის შესახებ დამატებითი ცნობების მომდევნო ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ. 2.5.1 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მოცემულია გამოცემის შესახებ დამატებითი ცნობების შემდეგ, გადაიწერება 2.3-ს დებულებების შესაბემისად. მაგ.: . - Rev. ed / with revisions, an introdution, and a chapter on writing, by E.C.

White, 2nd ed. / with the assistanse of Eleanor Gould Packard 2.5.2 პარალელური ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მოცემულია გამოცემის შესახებ დამატებითი ცნობების შემდეგ, შეიძლება იყოს მოცემული შემდეგი წინამდებარე პუნქტუაციით: ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. 3 მასალის (ან პუბლიკაციის სახეობის) დამახასიათებელი სფერო ზოგადი შენიშვნა საერთოდ ეს სფერო არ გამოიყენება ბეჭდვითი მონოგრაფიული პუბლიკაციებისათვის. თუმცა, ISBD(M)-ის გამოყენებისას პუბლიკაციების აღსაწერად, რომლებიც თავიანთი შინაარსით ესადაგებიან სხვა სპეციალურ ISBD-ებს (მაგ.: ატლასები) რეკომენდირებულია იმ დებულებათა დაცვა, რომლებიც შემუშავებულია ამ მოცემული სფეროსათვის შესაბამის სპეციალურ ISBD-ში. 4 გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. სფერო შინაარსი 4.1 გამოქვეყნების და/ან გავრცელების ადგილი 4.2 გამომცემელი და/ან გამავრცელებელი 4.3 ცნობები გამავრცელებლის ფუნქციის შესახებ (ფაკულტატიური) 4.4 გამოქვეყნების და/ან გავრცელების თარიღი 4.5 წარმოების ადგილი (ფაკულტატიური) 4.6 მწარმოებელი (ფაკულტატიური) 4.7 წარმოების თარიღი (ფაკულტატიური) პუნქტუაციის შაბლონები A. გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. სფეროს წინ უძღვის წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი ( . - ).

48

B. გამოქვეყნების მეორე ან შემდგომ ადგილს წინ უძღვის ინტერვალი, წერტილმძიმე, ინტერვალი ( ; ). C. ყოველ სახელს წინ უძღვის ინტერვალი, ორი წერტილი, ინტერვალი ( : ). D. ცნობები გამავრცელებლის ფუნქციის შესახებ თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში ( [] ). E. გამოქვეყნების თარიღს წინ უძღვის მძიმე და ინტერვალი (, ). F. წარმოების ადგილი, ტიპოგრაფიის ან დამამზადებლის სახელი და წარმოების თარიღი

მოთავსებულია ერთ წყვილ მრგვალ ფრჩხილებში ( () ). მრგვალი ფრჩხილების შიგნით გამიოყენება იგივე პუნქუაცია, რაც B, C და E-ში.

მაგალითები . - გამოქვეყნების ადგილი : გამომცემლობა, თარიღი . - გამოქვეყნების ადგილი : გამომცემლობა ; გამოქვეყნების ადგილი : გამომცემლობა, თარიღი . - გამოქვეყნების ადგილი ; გამოქვეყნების ადგილი : გამომცემლობა, თარიღი (ბეჭდვის ადგილი : ტიპოგრაფიის სახელი, თარიღი) . - გამოქვეყნების ადგილი : გამომცემლობა, თარიღი ; გავრცელების ადგილი : გამავრცელებლის სახელი [ფუნქცია], თარიღი დაწესებული სატიტულე გვერდი, წიგნის საწყისი გვერდები და კოლოფონი. წყარო ინფორმაციის სხვა წყაროებიდან აღებული ცნობები, რომლებიც გადმოიწერება ამ სფეროში, თავსთდებიან კვადრატულ ფრჩხილებში. 4.0 ბეჭდილობითი ცნობები (imprint) არის ის ცნობები, რომელშიც აღიწერება გამოცემის (გამოქვეყნების) ან გამოშვების (დაბეჭდვის) ინფორმაცია [სად, ვინ, როდის]. ფაქსიმილური გამოცემის ან სხვა ფოტოგრაფული გადაბეჭდვის (reprint) შემთხვევაში, გადაბეჭდვის ადგილი, გადაბეჭდილი გამოცემის გამომცემლობის დასახელება და გადაბეჭდვის თარიღი ჩაიწერება მე-4 სფეროში. რეპროდუცირებული გამოცემის ბეჭდილობითი ცნობები ჩაიწერება მე-7 სფეროში. მაგ. . - New York : Jonson Reprint corf., 1971

შენიშვნა: ფაქსიმილური გამოცემა, დედანი გამოცემულია Boston : Hughton, Mifflin, 1881 4.1 გამოქვეყნების და/ან გავრცელების ადგილი 4.1.1 გამოქვეყნების და/ან გავრცელებლის ადგილად მიიჩნევა ინფორმაციის დაწესებული წყაროდან აღებული ქალაქის ან სხვა ადგილის დასახელება, რომელიც დაკავშირებულია გამომცემლობასთან (ან ძირითად გამომცემლობასთან თუ რამოდენიმეა), ან გამავრცელებელთან. თუ არ არის მითითებული გამომცემელი ან გამავრცელებელი, მაშინ

49

მითითებულია ის ადგილი, სადაც იყო გამოცემული ან გავრცელებული მოცემული პუბლიკაცია. 4.1.2 თუ უნობები პუბლიკაციაში მოცემულია შეცდომით, შესწორებები შეიძლება დამატებით იყოს მითითებული კვადრატულ ფრჩხილებში (იხ. 0.10) ან მოყვანილი მე-7 სფროში. მაგ. . - London [i.e. Maidenhead]

. – Dublin შენიშვნა: წიგნი გამოცემულია ბელფასტში 4.1.3 თუ გამოცემის რამოდენიმე ადგილია დაკავშირებული ერთ გამომცემელთან ან გამავრცელებელთან, მაშინ ჩაიწერება ის ადგილი, რომელიც გამოყოფილია პოლიგრაფიული მეთოდით ან თანამიმდევრობით. თუ ადგილი არ არის გამოყოფილი პოლიგრაფიულად და არც თანამიმდევრობითაა ადგილების სახელები დალაგებული, მაშინ გამოცემის ადგილის შერჩევა ხდება ბიბლიოგაფიული სააგენტოს მიერ. 4.1.4 შეიძლება მოყვანილ იყოს გამოცემის მეორე ან შემდგომი ადგილი. 4.1.5 თუ მეორე ან შემდგომი ადგილები გამოტოვებულია, მაშინ გამოტოვებები აღინიშნება კვადრატულ ფრჩხილებში შემოკლებით "etc." ან მისი ექვივალენტით სხვა დამწერლობაში. მაგ. . - Berlin; Koln; Frankfurt am Main

. - Wien [etc.]

. - Москва [и др.] 4.1.6 როდესაც მოცემულია ერთზე მეტი გამომცემელი, გამოცემის ადგილი ყველა გამომცემლისათვის თავსდება უშუადოდ მის წინ, თუ გამოცემის ადგილი არ არის ერთიდაიგივე ყველასათვის. 4.1.7 როდესაც მოცემულია ორივე, გამომცემელიც და გამავრცელებელიც, მაშინ გავრცელების ადგილი ჩაიწერება იმ შემთხვევაში, თუ ის განსხვავდება გამოცემის ადგილისაგან. 4.1.8. გამოცემის ან გავრცელების ადგილი ჩაიწერება იმ ორთოგრაფიული ფორმით და ბრუნვაში, როგორც ეს მოყვანილია გამოცემაში. მაგ. . - V Praze 4.1.9 თუ აუცილებელია გამოცემის ან გავრცელების იდენტიფიკაციისათვის ადგილის დაზუსტება, მაშინ შეიძლება დაემატოს ქვეყნის, შტატის და ა.შ. დასახელება. ის თავსდება მრგვალ ფრჩხილებში თუ გადაწერილია ინორმაციის დაწესებული წყაროდან, ან თავსდებიან კვადრატულ ფრჩხილებში, თუ აღებულია სხვა წყაროდან. მაგ. . - Cambrige (Mass.)

. - Santiago [Chile]

. - London [Ontario] იდენტიფიკაციის აუცილებლობის შემთხვევაში გამოცემის ადგილს შეიძლება დაემატოს გამომცემლის ან გამავრცელებლის სრული მისამართი. ის თავსდება მრგვალ ფრჩხილებში თუ გადაწერილია ინფორმაციის დაწესებული წყაროდან ან კვადრატულ ფრჩხილებში, თუ აღებულია სხვა წყაროდან. მაგ. . - London [37 Pond Street, N.W.3] 50

4.1.10 იდენტიფიკაციის აუცილებლობის შემთხვევაში გამოცემის ადგილის ალტერნატიული ან დაზუსტებული ფორმა შეიძლება დამატებულ იქნას (იხ. 0.10), ჩასმული კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ. . - Christiania [i.e. Oslo]

. - Lerpwl [i.e. Liverpool] 4.1.11 თუ გამოცემის ან გავრცელების ადგილის დასახელება მოყვანილია ინფორმაციის დაწესებულ წყაროში ერთზე მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ აღწერილობაში თავსდება დასახელების ის ფორმა, რომელიც გამოყოფილია პოლიგრაფიული მეთოდით ან მოცემულია პირველი. თუ ეს კრიტერიუმი მიუღებელია, მაშინ გადაიწერება ადგილის დასახელების ის ფორმა, რომელიც მოცემულია პუბლიკაციის ენაზე. 4.1.12 პარალელური ცნობები შეიძლება მოცემული იყოს შემდეგი პუნქტუაცის წანამძღვრებით: ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. თუ პარალელური ცნობები არ არის, მაშინ მათი არ არსებობა არ აღინიშნება. მაგ. . - Brussel = Bruxelles 4.1.13 როდესაც გამოცემის ან გავრცელების ადგილი არსად არ არის მოყვანილი პუბლიკაციაში, მაგრამ ცნობილია ქალაქის დასახელება, მაშინ ის ჩაიწერება კვადრატულ ფრჩხილებში. თუ გამოცემის ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი, მაშინ გამოცემის სავარაუდო ადგილი ჩაიწერება კვადრატულ ფრჩხილებში კითხვის ნიშნით. მაგ. . - [Hamburg ?] 4.1.14 როდესაც არ შეიძლება მოვიყვანოთ ქალაქის დასახელება, მაშინ მის მაგივრად ჩაიწერება შტატის, პროვინციის ან ქვეყნის დასახელება იმავე დებულებების თანახმად, რომლებიც ეხება ქალაქის დასახელებას. მაგ. . – Canada სარედაქციო შენიშვნა: ცნობილია როგორც გამოცემის ადგილი; მოყვანილი იყო

დაწესებულ წყაროში. . – [Surrey]

სარედაქციო შენიშვნა: ცნობილია როგორც გამოცემის ადგილი; მოყვანილი იყო არა დაწესებულ წყაროში. . – [Guatemala?]

სარედაქციო შენიშვნა: ცნობილია როგორც გამოცემის სავარაუდო ადგილი.

4.1.15 როდესაც არ შეიძლება არავითარი გამოცემის ადგილის მოყვანა, მაშინ ჩაიწერება კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული აბრავიატურა "s.l." (sine loco) ან მისი ექვივალენტი სხვა დამწერლობაში. მაგ. . - [S.L.]

. - [Б.м.] 4.2 გამომცემელი და/ან გამავრცელებელი 4.2.1 როდესაც ინფორმაციის დაწესებულ წყაროში დასახელებულია ერთზე მეტი გამომცემელი, მაშინ ჩაიწერება ის, რომელიც გამოყოფილია ტიპოგრაფიული მეთოდით; თუ არ არის გამყოფილი, მაშინ პირველი გამომცემელი; თუ არც ტიპოგრაფიულად არის

51

გამოყოფილი და არც გარკვეული რიგით არის დალაგებული, მაშინ გამომცემლის შერჩევა ხდება ბიბლიოგაფიული სააგენტოს მიერ. 4.2.2 მეორე და მომდევნო გამომცემლები, შეიძლება იყოს ჩაწერილი. 4.2.3 როდესაც მეორე ან მომდევნო გამომცემლები გამოტოვებულია, გამოტოვება შეიძლება იყოს აღნიშნული შემოკლებით "etc." ან მისი ექვივალენტით სხვა დამწერლობაში და ჩასმული კვადრეტულ ფრჩხილებში. მაგ. . – London : Evans [etc.] 4.2.4 როდესაც ინფორმაციის დაწესებულ წყაროში მოყვანილია ორივე, გამომცემელიც და გამავრცელებელიც, მაშინ შეიძლება ჩაიწეროს გამავრცელებლი. როდესაც გამავრცელებელი მოყვანილია სხვა წყაროში, ის შეიძლება ჩაიწეროს მე-7 სფეროში. თუ დასახელებულია მხოლოდ გამავრცელებელი, ის უნდა ჩაიწეროს მოცემულ სფეროში. 4.2.5 გამომცემლის (გამომცემლობის) ან გამავრცელებლის (გამავრცელებელი ორგანიზაციის) გვარი (დასახელება) შეიძლება მოცემული იყოს შემოკლებული ფორმით, თუ მათი გაგება და იდენტიფიკაცია სიძნელეებთან არ იქნება დაკავშირებული. მაგ. : Bietti

სარედაქციო შენიშვნა: გამომცემლის გვარი მოცემულია როგორც Casa editrice Bietti : Художественная литература სარედაქციო შენიშვნა: გამომცემლობის დასახელება მოცემულია როგორც Государственное издательство Художественная литература

4.2.6 როდესაც გამომცემლის (გამომცემლობის) ან გამავრცელებლის (გამავრცელებელი ორგანიზაციის) გვარი (დასახელება) სრულად არის მოცემული I სფეროში, მაშინ იგი შეიძლება გამეორებულ იქნას მე-4 სფეროში სრული ფორმით, შემოკლებული ფორმით ან მაიდენტიფიცირებელი ფრაზით. კვადრატული ფრჩხილები არ გამოიყენება შემოკლებული ფორმისათვის მაშინაც კი, როდესაც შემოკლებული ფორმა არ არის მოყვანილი ინფორმაციის დაწესებულ წყაროში. მაგ. Shadow dance / by Henry Clive Mackeson. – London : H. Mackeson

Health today / issued by the World Health Organisaition. – Geneva ; London : WHO Thésaurus de l'armement / Centre de documentation de l'armement. - [Paris] : CEDOCAR

4.2.7 როდესაც გამომცემლის (გამომცემლობის) ან გამავრცელებლის (გამავრცელებელი ორგანიზაციის) გვარი (დასახელება) მოყვანილია ინფორმაციის დაწესებულ წყაროში ერთზე მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ აღწერილობაში თავსდება დასახელების ის ფორმა, რომელიც გამოყოფილია პოლიგრაფიული მეთოდით ან მოცემულია პირველი. თუ ეს კრიტერიუმი მიუღებელია, მაშინ გადაიწერება გამომცემლის ან გამავრცელებლის ის ენობრივი ფორმა, რომელიც მოცემულია პუბლიკაციის ენაზე. 4.2.8 პარალელური ცნობები შეიძლება მოცემული იყოს შემდეგი პუნქტუაცის წანამძღვრებით: ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. თუ პარალელური ცნობები არ არის, მაშინ მათი არ არსებობა არ აღინიშნება. მაგ. . – Ottawa : Galeria nationale du Canada pour la Corporation des musées nationaux du Canada =

The National Gallery of Canada for the Corporation of the National Museums of Canada . – Bern : Bundeskanzlei = Berne : Chancellerie fédérale

52

4.2.9 უცნობი გამომცემლის და გამავრცელებლის მაგიერ ტიპოგრაფია არ ჩაიწერება. თუმცა, როდესაც პირი ან კოლექტივი ერთდროულად ასრულებს ტიპოგრაფის და გამომცემლის ან გამავრცელებლის ფუნქციებს ან თუ მისი პასუხისმგებლობა გაურკვეველია, მაშინ დაშვებულია, რომ ტიპოგრაფია იყოს აგრეთვე გამომცემელიც. მაგ. . – Paris : Imprimerie nationale

. – Dublin : Cuala Press 4.2.10 როდესაც არ შეიძლება არავითარი გამომცემლის ან გამავრცელებლის მოყვანა, მაშინ ჩაიწერება კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული აბრავიატურა " s.n." (sine nomine) ან მისი ექვივალენტი სხვა დამწერლობაში. მაგ. . - Paris: [s.n.]

. - [S. l. : s.n.] 4.3 ცნობები გამავრცელებლის ფუნქციის შესახებ (ფაკულტატიური) 4.3.1 როდესაც ინფორმაციის დაწესებულ წყაროში, როგორც ბეჭდილობითი ცნობების განუყოფელი ნაწილი, მოთავსებულია ცნობები, რომლებიც აღნიშნავენ გამავრცელებლის ფურქციას, მაშინ ეს ცნობები ჩაიწერებიან მთლიანად. მაგ. . – London : Boyars : distributed by Calder and Boyars 4.3.2 როდესაც გამავრცელებლის ფუნქცია ცხადად არ არის მითითებული, მაშინ კვადრატულ ფრჩხილებში შეიძლება დამატებით იქნას მოყვანილი სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღნიშნავს მისი მოღვაწეობის ხასიათს. მაგ. . – Cincinnati : National Directory Service ; Oxford : Vacation Work [Distributor] 4.4 გამოცემის და/ან გავრცელების თარიღი 4.4.1 გამოცემის ან ერთჯერადი ამონაბეჭდის გამოქვეყნების თარიღი უნდა იყოს ჩაწერილი აღწერილობაში. 4.4.2 როდესაც ერთი და იგივე თარიღი ეკუთვნის გამოცემას და გავრცელებას, ან ერთზე მეტ გამომცემელს ან გამავრცელებელს, მაშინ ის მოსდევს ბოლო სახელს ან ცნობებს ფუნქციის შესახებ. მაგ. . - New York : Sterling [etc.] ; London : distributed by Ward Lock, 1977 4.4.3 თუ გამოქვეყნების თარიღი განსხვავდება გავრცელების თარიღისაგან, თითოეული თარიღი მოსდევს შესაბამის სახელს (გვარს ან დასახელებას) ან ცნობებს ფუნქციის შესახებ. 4.4.4 გრეგორიანული კალენდრის თარიღი ჩაიწერება არაბული ციფრებით. არაგრეგორიანული კალენდრის თარიღი კი ჩაიწერება ფორმით, როგორშიც ისინი არიან მოცემული პუბლიკციაში გრეგორიანული კალენდრის შესაბამისი ექვივალენტის მითითებით კვადრატულ ფრჩხილებში, თუ შესაძლებელია ამ ექვივალენტის დადგენა. მაგ.: , 1969

, 5730 [1969 ან 1970] , 4308 [1975]

53

4.4.5 როდესაც ცნობილია, რომ გამოცემაში მოყვანილი გამოქვეყნების წელი მცდარია, ის აღწერილობაში ისევე გადაიწერება, როგორც მოცემულია გამოცემაში, ხოლო სწორი თარიღი კი იწერება დამატებით კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ. , 1697 [ე.ი. 1967] 4.4.6 როდესაც პუბლიკაციაში არ არის მმოყვანილი გამოქვეყნების ან გავრცელების თარიღი, მაშინ მის ადგილას იწერება კოპირაიტის (საავტორო უფლების აღების) ან დაბეჭვდის თარიღი. ორივე თარიღი აღინიშნება შესაბამისად. მაგ. , cop 1969

, 1981 printing 4.4.7 კოპირაიტის (საავტორო უფლების აღების) თარიღი შეიძლება დამატებული იქნეს გამოცემის ან გავრცელების თარიღთან, თუ ბიბლიოგრაფიული სააგენტო ჩათვლის ამას საჭიროდ. მაგ. , 1969, cop. 1937 4.4.8 როდესაც არ შეიძლება დადგინდეს არც გამოქვეყნების ან გავრცელების და არც კოპირაიტის (საავტორო უფლების აღების) ან დაბეჭვდის თარიღი, მაშინ ჩაიწერება მიახლოვებული თარიღი გამოცემის ან გავრცელების შესახებ მოთავსებული კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ. , [ ca 1835 ]

, [ 1969 ? ] , [ 196 - ? ]

4.4.9 პუბლიკაციის აღწერილობაში, რომელიც შედგება ტომებისაგან, ნაწილებისა ან ცალკეული გამოშვებებისაგან, რომლებიც გამოდიან წლების განმავლობაში, ჩაიწერება პირველი და ბოლო ტომის, ნაწილის, გამოშვების თარიღები შეერთებული დეფიზით. მაგ. . – Stutgart : Ficher, 1968-1973 4.4.10 თუ ასეთი პუბლიკაციის ყველა ტომი, ნაწილი ან ცალკეული გამოშვება არ არის მიღებული, მაშინ ჩაიწერება პირველად გამოცემული ტომის, ნაწილის ან ცალკეული გამოშვების თარიღი, რომლის შემდეგ ისმევა დეფიზი. მაგ. . - Stutgart : Ficher, 1969- 4.5 დაბეჭვდის ან წარმოების ადგილი (ფაკულტატიური) & 4.6. ტიპოგრაფიის ან საწარმოს დასახელება (ფაკულტატიური) 4.5.1 დაბეჭვდის ან წარმოების ადგილი და ტიპოგრაფიის ან საწარმოს დასახელება აუცილებლად & უნდა იყოს ჩაწერილი თუ ისინი მოცემულია გამოცემაში, ხოლო გამოცემის ან გავრცელების 4.6.1 ადგილი, ისევე როგორც გამომცემლი ან გამავრცელებელი უცნობია მაგ. . - [S.I. : s.n.], 1974 (Manchester : Unity Press) 4.5.2 როდესაც დაბეჭვდის ან წარმოების ადგილი და ტიპოგრაფიის ან საწარმოს დასახელება

54

& მოცემულია გამოცემაში, ისინი შეიძლება ჩაწერილი იყოს დამატებით გამოქვეყნების ან 4.6.2 გავრცელების ადგილის შემდეგ, ან გამომცემელის ან გამავრცელებელის შემდეგ ორივე ტიპის ცნობების შემდეგ. მაგ. . - Stutgart; Zurich: Delphin Verlag, 1973 (Yugoslavia)

. - London: IFLA committee on Cataloguing, 1975 (London: Palantype Organisation) 4.5.3 როდესაც მოცემულია დაბეჭვდის ან წარმოების რამოდენიმე ადგილი და ტიპოგრაფიის & ან წარმოების რამდენიმე დასახელება, მაშინ იხმარება იგივე პუნქტუაცია, როგორიცაა 4.6.3 გამოყენებული გამოქვეყნების ან გავრცელების რამოდენიმე ადგილისათვის და რამოდენიმე გამომცემლის ან გამავრცელებლისათვის. მაგ. (Budapest : Kossuth ny. ; Debrecen : Alföldi ny.) 4.7 დაბეჭვდის ან წარმოების თარიღი (ფაკულტატიური) 4.7.1 თუ დაბეჭვდის ან წარმოების თარიღი მოცემულია გამოცემის ან გავრცელების თარიღის ადგილას (იხ. 4.4.6), იგი არ მეორდება მოცემულ ელემენტში. 4.7.2 თუ დაბეჭდვის ან წარმოების თარიღი განსხვავდება სხვა უკვე მოცემული თარიღებისაგან (გამოცემის ან გავრცელების თარიღი, ან კოპირაიტის თარიღი) დაბეჭვდის ან წარმოების თარიღიც შეიძლება აგრეთვე იყოს ჩაწერილი. 4.7.3 დაბეჭვდის ან წარმოების თარიღი შეიძლება მოცემული იყოს როგორც ელემენტი ტიპოგრაფიის ან წარმოების დასახელებაის შემდეგ ან დამოუკიდებლად. ბოლო შემთხვევაში თარიღის ამ მნიშვნელობის განმარტებისათვის დამატებით ჩაიწერება სიტყვა ან მოკლე ფრაზა. მაგ. . – London : Red Lion Press, 1934 (Surrey : S. Matthewman, 1935)

. – London : Hutchinson, 1968 (1971 printing)

. – Zagreb : Stvarnost, [1977] (Zagreb : Vjesnik, 1976) 5 ფიზიკური აღწერის სფერო შინაარსი 5.1 სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და მოცულობა 5.2 ცნობები ილუსტრაციის შესახებ 5.3 ზომები 5.4 ცნობები თანმხლები მასალის შესახებ (ფაკულტატიური) პუნქტუაციის A. ფიზიკური აღწერის სფეროს წინ უძღვის წერტილი, შაბლონები ინტერვალი, ტირე და ინტერვალი (. - ).

55

B. ცნობებს ილუსტრაციის შესახებ წინ უძღვის ინტერვალი ორი წერტილი,

ინტერვალი ( : ).

C. ცნობებს ზომების შესახებ წინ უძღვის ინტერვალი, წერტილმძიმე, ინტერვალი ( ; ).

D. ცნობებს თანმხლები მასალის შესახებ წინ უსწრებს ინტერვალი,

მიმატების ნიშანი “+” და ინტერვალი ( + ).

მაგალითები: . - სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და მოცულობა : ცნობები ილუსტრაციის შესახებ ; ზომები . - სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და მოცულობა : ცნობები ილუსტრაციის შესახებ ; ზომები + ცნობები თანმხლები მასალის შესახებ დაწესებული წყარო გამოცემა მთლიანად. 5.1 სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და მოცულობა 5.1.1 სპეციფიკური მასალის აღნიშვნა განსაზღვრავს მასალის გარკვეულ კლასს, რომელსაც მიეკუთვნება გამოცემა და ჩაიწერება ბიბლიოგრაფიული სააგენტოების მიერ არჩეულ ენაზე. 5.1.2 ერთტომიანი გამოცემა 5.1.2.1 ერთტომიანი გამოცემისათვის მოცულობა ანუ მოცემული გვერდების, ფურცლების და/ან სვეტების რაოდენობა, წარმოადგენს როგორც სპეციფიკური მასალის აღნიშვნას ასევე ტომის მოცულობასაც (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტომს არა აქვს რეგულარული პაგინაცია, იხ. 5.1.2.7, ან როდესაც ტომი შედგება აუკინძავი ფურცლებისაგან [loose-leaf publication – აუკინძავი - ფურცლოვანი გამოცემა], იხ. 5.1.2.8). 5.1.2.2 როდესაც პუბლიკაციის ფურცლები დანომრილია ორივე მხრიდან, მაშინ მისი მოცულობა აღიწერება გვერდების რაოდენობით. თუ ტექსტი დაბეჭდილია ფურცლის მხოლოდ ერთ გვერდზე, მაშინ ეს ფაქტი შეიძლება აღინიშნოს მე-7 სფეროში. მაგ. შენიშვნა: გვერდის მეორე მხარე ცარიელია როდესაც ფურცლები დანომრილია მხოლოდ ერთი მხრიდან და დათვლისას ყოველი ფურცელი წარმოადგენს ერთი მთლიან ერთეულს, მაშინ გამოცემის მოცულობა აღიწერება ფურცლების რაოდენობით. თუ ტექსტი დაბეჭდილია ფურცლის ორივე გვერდზე, მაშინ ეს შეიძლება აღნიშნული იყოს შენიშვნაში მე-7 სფეროში. მაგ. შენიშვნა: ფურცლები დაბეჭდილია ორივე მხარეზე 5.1.2.3 თუ გვერდი შეიცავს ერთზე მეტ სვეტს და დანომრილია არა გვერდები, არამედ სვეტები, მაშინ გამოცემის მოცულობა განისაზღვრება სვეტების რაოდენობით. 56

მაგ. . - 831 სვეტი. 5.1.2.4 ჩაიწერება თანამიმდევრულად დანომრილი ბოლო გვერდის, ფურცლის ან სვეტის ნომერი. არაბული და რომაული ციფრები ჩაიწერება ისევე, როგორც ეს მოცემულია გამოცემაში. როდესაც გვერდები ან ფურცლები აღნიშნულია ასოებით და არა ციფრებით, მაშინ ჩაიწერება პირველი და ბოლო ასო, რომლებსაც წინ უძღვის გვერდების ან ფურცლების აღმნიშვნელი სიტყვა ან შემოკლება. მაგ. . - 329 p.

. - iv, 329 p.

. - 15 leaves, 329 p.

. - 329 p., 52 columns

. - P. a-k

. - P. A-K როდესაც ნუმერაცია არაბულ ციფრებში წარმოადგენს ნუმერაციის გაგრძელებას რომაულ ციფრებში, მაშინ მთელი ნუმერაცია ჩაიწერება არაბული ციფრებით. 5.1.2.5 როდესაც ნომერი ბოლო დანომრილ გვერდზე, ფურცელზე ან სვეტზე დაბეჭდილია შეცდომით, ის გადაიწერება ისე როგორც მოყვანილია პუბლიკაციაში. სწორი ნომერი ჩაიწერება კვადრატულ ფრჩხილებში განმარტებით შენიშვნით აუცილებლობის შემთხვევაში, ან ჩაიწერება ნუმერაციათა მიმდევრობები იმ სახით, როგორც მოცემულია პუბლიკაციაში, რათა აღნიშნული იყოს შეცდომის წყარო. მაგ. . - xiv, 923 [i. e. 329] p.

. - xiv, 832 [i. e. 848] p. შენიშვნა: გვ-ბი 161-176 გამეორებულია ნუმერაციაში ან . - xiv, 1-176, 161-832 p.

5.1.2.6 არადანომრილი ფურცლების ან გვერდების რაოდენობა ჩაიწერება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი შეადგენენ მთელ გამოცემას ან მის არსებით ნაწილს. (თუმცა იხ. 5.1.2.10 – plates - ჩართული საილუსტრაციო ფურცლების შემთხვევაში). მოცემულ შემთხვევაში არადანომრილი გვერდების რაოდენობა ჩაიწერება არაბული ციფრებით კვადრატულ ფრჩშილებში. მაგ. გამოცემის მოცულობა რვა არადანომრილი გვერდებით და 329 დანომრილი გვერდებით 1-329

აღინიშნება შემდეგნაირად: . - 329 p. პუბლიკაციის მოცულობა, რომელიც შეიცავს 4 დანომრილ გვერდს I - IV და 100 არადანომრილ გვერდს აღინიშნება შემდეგნაირად: . - IV, [100] p.

როდესაც არც გვერდებია და არც ფურცლებია გადანომრილი მთელს პუბლიკაციაში, მაშინ მიმართავენ ორიდან ერთ-ერთ მეთოდს: A. გვერდები ან ფურცლები გადაითვლებიან ერთად და არაბული ციფრებით ჩაიწერება ფურცლების საერთო რაოდენობა მოთავსებული კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ. . - [80] leaves ან

57

B. კეთდება ფურცლების ან გვერდების რაოდენობის გამოანგარიშება (და არა გადათვლა) და ჩაიწერება ფურცლების მიახლოებითი საერთო რაოდენობა. 5.1.2.7 როდესაც პუბლიკაციაში მოცემულია გვერდების, ფურცლების ან სვეტების ნუმერაციის სამზე მეტი მსგავსი მიმდევრობა, ან მსგავსად გადანომრილი გვერდების მიმდევრობები შერწყმულია არადანომრილი გვერდების რამოდენიმე მთავარ მიმდევრობასთან, მაშინ მიმართავენ სამიდან ერთ-ერთ მეთოდს: A. ცალკეული ნუმერაციების მიმდევრობები იკრიბებიან და ჯამი ჩაიწერება როგორც გვერდების საერთო რიცხვი, რომელსაც თან ახლავს სიტყვები “in various pagings” (სხვადასხვა ნუმერაციები, სხვადასხვა პაგინაციები ან სხვა ექვივალენტი სხვა ენაზე). მაგ. . - 1000 p. in various pagings

(და არა: 48, 53, 99, 300, 410, 90 p.) ან B. როდესაც ერთერთი ნუმერაცია წარმოადგენს ძირითადს, მაშინ ჩაიწერება ამ ნუმერაციით დანომრილი გვერდების რაოდენობა და ემატება სხვა ნუმერაციებით დანომრილი გვერდების საერთო რაოდენობა ჩასმული კვადრატულ ფრჩხილებში, რომელიც წინ უსწრებს ან მოსდევს მას. მაგ. . - 400, [98] p.

(და არა: 400, 18, 60, 20 p.) ან C. პუბლიკაციის სპეციფიკური მასალის აღნიშვნა და მოცულობა აღიწერება შემდეგნაირად:

. - 1 vol. (various pagings) 5.1.2.8 აუკინძავი-ფურცლოვანი პუბლიკაციის მოცულობა და მასალის სპეციფიკური აღნიშვნა, როდესაც ასეთი პუბლიკაცია განკუთვნილია მომდევნო განახლებული გამოცემებისათვის, უბრალოდ აღინიშნება როგორც "1 vol". 5.1.2.9 როდესაც პუბლიკაციის გვერდების, ფურცლების ან სვეტების ნუმერაცია წარმოადგენს საერთო ნუმერაციის ნაწილს (მაგ. მრავალტომიანი გამოცემის ერთი ტომი, წალკეული სტატიის ამონაბეჭდი სერიალური გამოცემიდან), მაშინ ჩაიწერება პირველი და ბოლო გვერდის, ფურცლის ან სვეტის ნომრები. ამ შემთხვევაში გვერდების, ფურცლების ან სვეტების აღმნიშვნელი სიტყვა ან მისი შემოკლება თავსდება ციფრების წინ. მაგ. . - Leaves 81-93

. - P. 713-797 როდესაც ასეთი პუბლიკაცია შეიცავს როგორც დამოუკიდებელ ნუმერაციას, ასევე საერთო ნუმერაციის ნაწილს, მაშინ აღწერილობაში ჩაიწერება საკუთარი ნუმერაცია, ხოლო ნუმერაცია, რომელიც შეადგენს საერთო ნუმერაციის ნაწილს ჩაიწერება მე-7 სფეროში. მაგ. . - 81p.

შენიშვნა: გვერდები დანომრილია ასევე, როგორც 321-401. 5.1.2.10 ჩართული საილუსტრაციო ფურცლების გვერდების ან ფურცლების რიცხვი ჩაიწერება პაგინაციის აღმნიშვნელი ციფრების რიგის ბოლოში, როდესაც ჩართული საილუსტრაციო ფურცლები არ არიან გადანომრილი მის შემცველ ტექსტთან ერთად, მიუხედავად იმისა საილუსტრაციო ფურცლები ერთად არის ჩართული, გაბნეულია ტექსტში თუ ასეთი ფურცელი ერთად ერთია. ეს წესი გამოიყენება რუქების, გენეალოგიური

58

ცხრილების და სხვა ჩართული ფურცლების ან გვერდების მიმართ, როდესაც ისინი არ არიან გადანომრილი მის შემცველ ტექსტთან ერთად. მაგ. . – 246 p., 24 leaves of plates

. - x, 32, 73 p., [1] leaf of plates

. – 246 p., 12 p. of plates

. – 246 p., 38 leaves of plates, 24 p. of plates

. – 14 p., 38 p. of maps

. – 21 p., [18] leaves of genealogical tables 5.1.3 პუბლიკაცია, რომლის ფიზიკური ერთეული განსხვავდება ტომისაგან 5.1.3.1 სპეციფიკური მასალის აღნიშვნას ისეთი პუბლიკაციისათვის, რომლის ფიზიკური ერთეული განსხვავება ტომისაგან (როგორიცაა ნაკეცი ერთფურცლოვანი გამოცემა - folder, დიდ ფურცლოვანი გამოცემა - droadside, ერთფურცლოვანი გამოცემა - sheet, პორტფელი - portfolio, გრაგნილი ან მიკროფირი - roll)წინ უძღვის არაბული ციფრი 1. მაგ. . - 1 folder

. - 1 broadside 5.1.3.2 ცნობები გვერდების, ფურცლების და ა.შ. ნუმერაციის შესახებ თავსდება მრგვალ ფრჩხილებში სპეციფიკური მასალის აღნიშვნის შემდეგ. მაგ. . - 1 folder (6 p.)

. - 1 portfolio (26 leaves) 5.1.4 პუბლიკაცია, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფიზიკური ერთეულისაგან 5.1.4.1 როდესაც პუბლიკაცია შედგება ერთზე მეტი ფიზიკური ერთეულისაგან, შესაბამისი სპეციფიკური მასალის აღნიშვნას წინ უძღვის არაბული ციფრი, რომელიც აღნიშნავს ასეთი ერთეულების რაოდენობას. (თანმხლები მასალები ამ რაოდენობაში არ შედიან იხ. 5.4) მაგ. . - 3 vol.

. - 2 portfolios

. - 6 broadsides ცალკეული ფიზიკური ერთეულების ნუმერაციის თავისებურებანი ჩაიწერება მე-7 სფეროში, თუ ისინი არ უნდა იყოს მოცემული მეორე დონეზე (იხ. დანართი A) ან შენიშვნებში შინაარსის შესახებ (იხ. 7.7) მაგ. . - 5 vol.

შენიშვნა: ტომების ნომრებია - 1, 2A, 2B, 2C, 3 . - 5 vol. შენიშვნა: 5 ტომში შედის 8 ცალკეული ტომი

5.1.4.2 თუ პუბლიკაციის ნუმერაცია, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფიზიკური ერთეულისაგან უწყვეტია, მაშინ ეს ნუმერაცია თავსდება მრგვალ ფრჩხილებში ერთეულის რაოდენების მითითების შემდგომ. მაგ.: . - 8 vol. (894 p.) თუ ყოველ ერთეულში გვერდების ან ფურცლების ნუმერაციას წინ უძღვის გვერდები თავიანთი საკუთარი ნუმერაციით, მაშინ ამ გვერდების ნუმერაცია ჯამდება და თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში. მაგ.: . - 8 vol. ([47], 894 p.)

59

5.1.4.3 როდესაც ერთზე მეტი ფიზიკური ერთეულისაგან შემდგარი პუბლიკაცია, არ არის უწყვეტად გადანომრილი, მაშინ ცნობები გვერდების ან ფურცლების რაოდენობის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს დამატებით და ჩაიწერება ფიზიკურ ერთეულთა რაოდენობის შემდეგ მრგვალ ფრჩხილებში. მაგ. . - 5 vol. (31, 33, 49, 37, 18 p.)

. - 3 vol. (v, 31; vi, 32; iii, 49 p.)

. - 2 vol. (x, 210 p.) (v, 310 p.)

. - 2 portfolios (12, 18 leaves) 5.1.4.4 თუ უფრო მოსახერხებელია, მაშინ მთელი ინფორმაცია ცალკეული ერთეულის და არა მთელი გამოცემის შესახებ (როგორიცაა ცნობები გვერდების რაოდენობის შესახებ) შეიძლება მოყვანილი იყოს "მეორე დონეზე", თანახმად დანართ A-ში მოყვანილი მეთოდისა. 5.2 ცნობები ილუსტრაციის შესახებ 4 5.2.1 როდესაც პუბლიკაცია ილუსტრირებულია, მაშინ შემოკლება "ill" (ან მისი ექვივალენტი სხა ენაზე და/ან დამწერლობაში) ჩაიწერება ნუმერაციის ცნობების შემდეგ. არა არსებითი ილუსტრაციები შეიძლება არ აღინიშნოს. მაგ. . - 8 vol. : ill.

. - 492 p. : ill. 5.2.2 ილუსტრაციის კონკრეტული სახეები (მაგ.: რუქები, გეგმები, პორტრეტები, ნოტები) შეიძლება იყოს ჩაწერილი "ill" შემოკლების ან მისი ექვივალენტის შემდეგ. მაგ. . - 492 p. : ill., maps 5.2.3 როდესაც გამოცემაში მოცემულია მხოლოდ რაღაც კონკრეტული ილუსტრაციები და სხვა ილუსტრაციები არ არის, მაშინ შემოკლება "ill." (ან მისი ექვივალენტი) არ ჩაიწერება. მაგ. . - 492 p. : maps, plans 5.2.4 ილუსტრაციების რაოდენობა ან განსაზღვრული ტიპის ილუსტრაციების რაოდენობა, შეიძლება იყოს მოყვანილი. მაგ. : 31 ill.

: ill., 17 facs. : 12 maps

5.2.5 როდესაც ზოგიერთი ან ყველა ილუსტრაცია ფერადია, მაშინ ეს შეიძლება იყოს აღნიშნული. თუ მხოლოდ რამდენიმე ილუსტრაციაა ფერადი და აუცილებელია მათი აღნიშვნა, მაშინ ეს ცნობები თავსთდებიან მრგვალ ფრჩხილებში. მაგ. : col. ill.

: ill., 31 col. maps : ill. (some col.) 5.2.6 თუ პუბლიკაცია შედგება ძირითადად ან მთლიანად ილუსტრაციებისგან, მაშინ ეს აღინიშნება ცნობებში ილუსტრაციის შესახებ. მაგ. . - 500 p. : all ill.

60

. - 500 p. : chiefly maps --------------------------- 4 როდესაც ჩართული საილუსტრაციო ფურცლების, რუკების და ა.შ. გვერდები და ფურცლები არ არიან გადანომრილი მის შემცველ ტექსტთან ერთად, მაშინ იხ. 5.1.2.10 5.3 ზომები 5.3.1 პუბლიკაციის ზომები მოცემულია სანტიმეტრებში. ეს სიტყვა მოკლდება, როგორც "სმ" (ან ექვივალენტით სხვა ენაზე და/ან დამწერლობაში). 5.3.2 წიგნის ყდის სიმაღლე, რომელიც იზომება წიგნის ყუასთან პარალელურად, ჩაიწერება მეტობით დამრგვალებული მთლიანი რიცხვით. მაგ. წიგნის ზომა სიმაღლით 17,2 სმ. ჩაიწერება როგორც:

; 18 სმ 5.3.3 თუ წიგნის ზომები და ფორმა არასტანდარტულია (მაგ.: წიგნის სიგანე აჭარბებს სიმაღლეს), მაშინ სიმაღლის შემდეგ შეიძლება ჩაიწეროს სხვა ზომებიც. მაგ. ; 21 x 30 cm ; 38 cm folding to 10 cm 5.4 ცნობები თანმხლები მასალის შესახებ (ფაკულტატიური) 5.4.1 ცნობები, რომლებიც ეხება პუბლიკაციის ნებისმიერ თანმხლებ მასალას, რომელიც გამოვიდა (ან უნდა გამოვიდეს) პუბლიკაციასთან ერთდროულად, და განკუთვნილია მასთან ერთად ხმარებისათვის, შეიძლება იყოს მოცემული წინამდებარე მიმატების ნიშნით (+). ალტერნატიულად ეს ცნობები შეიძლება ჩაწერილი იყოს მე-7 სფეროში. 5.4.2. თანმხლები მასალა აღიწერება სიტყვით ან ფრაზით, რომლიც ახასიათებს ამ მასალის ბუნებას. მაგ. . - 271 p. : ill ; 21 cm + price list 5.4.3. თანმხლები მასალის მოკლე ფიზიკური აღწერა შეიძლება მოცემული იყოს სიტყვის ან ფრაზის შემდეგ, რომელიც ახასიათებს ამ მასალას. თანმხლები მასალა აღიწერება შესაბამისი ISBD-ს 5.1 - 5.3 დებულებებით. მაგ. . - 271 p. : ill ; 21 cm + 1 map : col. ; 65x40 cm . - 271 p. : ill ; 21 cm + sound disc (16 min.) : 33 1/3 rpm., mono : 17,5 cm 5.4.4 თანმხლები მასალა შეიძლება აღწერილი იყოს დამოუკიდებლად ან " მრავალდონიანი" აღწერის მეთოდით (იხ. დანართი A).

6. სერიის სფერო

61

შესავალი სფერო 6 გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პუბლიკაციის ყველა ნაწილი გამოქვეყნებულია (ან უნდა გამოქვეყნდეს) ერთსა და იმავე სერიაში ან ქვესერიაში. სხვა შემთხვევაში ცნობები სერიის ან ქვესერიის შესახებ, შეიძლება მოცემული იყოს მე-7 სფეროში. თუ პუბლიკაცია ეკუთვნის ერთზე მეტ სერიას ან ქვესერიას, მაშინ სფერო მეორდება. ცნობების მოყვანის თანმიმდევრობა განისაზღვრება ამ სფეროსათვის დაწესებული ინფორმაციის წყაროების მნიშვნელობათა თანმიმდევრობით. ტოლფასი წყაროების შემთხვევაში ცნობების თანმიმდევრობა განისაზღვრება ინფორმაციის განლაგებით შერჩეულ წყაროში. სერიისა და ქვესერიის აღწერილობის შემთხვევაში, აუცილებელია ISBD(S)-ის მიღება მხედველობაში იმ ელემენტების გასაგებად, რომლებიც მიეკუთვნება მე-6 სფეროს. (მაგ.: წყაროების ამორჩევა, მონაცემთა გადაჩაწერა). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტერმინების განმარტება როგორიცაა "საერთო სათაური" და "დაქვემდებარებული სათაური" ISBD (S)-ის 0.3.3.1-ში, რომელთა თანახმად ეს ტერმინები, მოიცავენ a) ყველა საერთო და კერძო სათაურებს და b)ძირითადი სერიების და ქვესერიების იმ სათაურებს, რომლებშიც ქვესერიის სათაური ითვლება დაქვემდებარებულ სათაურად. შინაარსი 6.1. სერიის ან ქვესერიის ძირითადი სათაური. 6.2. სერიის ან ქვესერიის პარალელური სათაური. 6.3. სერიის ან ქვესერიის სხვა ცნობები სათაურის შესახებ (ფაკულტატიური). 6.4. ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება სერიას ან ქვესერიას. 6.5. სერიის ან ქვესერიის საერთაშორისო სტანდარტული სერიალური ნომერი. 6.6. ნუმერაცია სერიის ან ქვესერიის შიგნით. პუნქტუაციის შაბლონები A) სერიის სფეროს წინ უძღვის წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ). B) სერიის ყველა ცნობები თავსდება მრგვალ ფრჩხილებში ( () ). C) მეორე და ყოველი მომდევნო სერიის ცნობებს წინ უძღვის ინტერვალი. D) სერიის ყოველ პარალელურ სათაურს წინ უძღვის ინტერვალი, ტოლობის ნიშანი და ინტერვალი

( = ). E) ყოველ სხვა ცნობებს სათაურის შესახებ წინ უძღვის ორი წერტილი ინტერვალებით ორივე

მხრიდან ( : ). F) პირველად ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ, წინ უძღვის ინტერვალი, დახრილი ხაზი, ინტერვალი ( / ). G) ყოველ მომდევნო ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ წინ უძღვის ინტერვალი, წერტილმძიმე,

62

ინტერვალი ( ; ), თუ ეს ცნობები არ ითვლება როგორც ერთი მთლიანი ფრაზა. H) სერიის საერთაშორისო სტანდარტულ სერიალურ ნომერს წინ უძღვის მძიმე, ინტერვალი (, ). I) სერიისა და ქვესერიის შიგნით ნუმერაციას წინ უძღვის ინტერვალი, წერტილმძიმე, ინტერვალი ( ; ). J) ნაკვეთის ან ქვესერიის აღნიშნვას ან დაქვემდებარებულ სათაურს, რომლებიც მოსდევს საერთო სათაურს, წინ უძღვის წერტილი ინტერვალით მის შემდეგ (. ) K) დაქვემდებარებულ სათაურს, რომელსიც მოსდევს ნაკვეთის ან ქვესერიის აღნიშვნას წინ უძღვის მძიმე, ინტერვალით მის შემდეგ (, ). მაგალითები . - (პირველი სერია) (მეორე სერია) . - (სერიის ძირითადი სათაური = სერიის პარალელური სათაური) . - (სერიის ძირითადი სათაური : სხვა ცნობები სათაურის შესახებ / ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება სერიას ; სერიის შიგნით ნუმერაცია). . - (სერიის ძირითადი სათაური, ISSN ; სერიის შიგნით ნუმერაცია) . - (საერთო სათაური. ნაკვეთის ან ქვესერიის აღნიშვნა, დაქვემდებარებული სათაური) . - (საერთო სათაური. დაქვემდებარებული სათაური = პარალელური საერთო სათაური. პარალელური დაქვემდებარებული სათაური) დაწესებული წყარო სატიტულე გვერდი, ტექსტის წინა საწყისი გვერდები, გარეკანი,

ყუა, კოლოფონი. 6.1 სერიის ან ქვესერიის ძირითადი სათაური 6.1.1 სერიის ან ქვესერიის ძირითადი სათაური შეესაბამება ბიბლიოგრაფიულ აღწერილობაში სერიის ძირითად სათაურს ან ქვესერიის ძირითად სათაურს, როცა ისინი აღიწერებიან როგორც სერიალური გამოცემა, თანახმად ISBD(S)-ის 1 სფეროს დებულებებისა. მაგ. . - (Graeco-Roman memoirs)

. - (Atlas ethno - linguistique. 2e série, Monographies) 6.1.2 ძირითადი სათაური ჩაიწერება იმ სახით, როგორც არის ის მოცემული ინფორმაციის დაწესებულ წყაროში. ის გადაიწერება სიტყვებამდე სიზუსტით, მაგრამ არ არის აუცილებელი დიდი ასოებისა და პუნქტუაციის გამოყენება. 6.1.3 როდესაც ქვესერიას გააჩნია განსხვავებული სათაური, მაშინ იგი ჩაიწერება მე-6 სფეროში. მთავარი სერიის სათაური თავსდება მე-7 სფეროში. მაგ. . - (East Asian and Pacific series)

შენიშვნა: ძირითადი სერია: Department of State publication 63

6.1.4 როდესაც ძირითადი სათაური შედგება საერთო სათაურისაგან და ნაკვეთის ან ქვესერიის დაქვემდებარებული სათაურისაგან, პირველად მოიყვანება საერთო სათაური, ხოლო შემდეგ ნაკვეთის ან ქვესერიის აღნიშვნა და /ან მათი სათაურები. საერთო სათაური არ მეორდება მე-7 სფეროში. მაგ. . - (Biblioteca románica hispánica. I, Tratados y monografías) . - (Cass library of African studies.Africana modern library) 6.1.5 როდესაც პუბლიკაცია შეადგენს მრავალტომიანი პუბლიკაციის ცალკეულ ნაწილს, მაშინ სერიის ძირითად სათაურს წარმოადგენს მრავალტომიანი პუბლიკაციის ძირითადი სათაური, რომელიც აღწერილია როგორც ერთი მთლიანი ISBD(M)-ის I სფეროს დებულებების შესაბამისად. მაგ. . - (The lord of the rings ; pt. 3) . - (Selected works of Rudyard Kipling ; vol. 2) 6.2 სერიისა ან ქვესერიის პარალელური სათაური 6.2.1 როდესაც სერიის ან ქვესერიის ძირითადი სათაური მოცემულია დაწესებული ინფორმაციის წყაროში ერთზე მეტ ენაზე და/ან დამწერლობაში, მაშინ ჩაიწერება სერიის პარალელური სათაურები. 6.2.2 როდესაც ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან, პარალელური საერთო სათაური და პარალელური დაქვემდებარებული სათაური ჩაიწერება მთელი ძირითადი სათაურის შემდეგ. 6.3 სხვა ინფორმაცია სერიის ან ქვესერიის სათაურის შესახებ (ფაკულტატიური) 6.3.1 სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ, რომელიც ეხება სერიას ან ქვესერიას შეიძლება იყოს ჩაწერილი, როდესაც იგი მოცემულია ინფორმაციის დაწესებულ წყაროში, და მიჩნეულია სავალდებულოდ სერიის იდენტიფიკაციისათვის. მაგ. . - (Die Reihe : Delikte, Indizien, Ermittlungen) . - (Words : their origin, use, and spelling) 6.3.2 როდესაც ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან, სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ, თუ ის მოცემულია, მოსდევს ძირითადი სათაურის იმ ნაწილს, რომელსაც ის განეკუთვნება. საეჭვო შემთხვევაში ეს ინფორმაცია მოსდევს მთელ ძირითად სათაურს. 6.3.3 ცნობები გამოცემის შესახებ, რომელიც მიეკუთვნება სერიას, განიხილება როგორც სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ. იგი ჩაიწერება მე-2 სფეროს დებულებების შესაბამისად. მაგ. . - (Sammlung Göschen : 2. Ausg.) 6.4 ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეხება სერიას ან ქვესიას 6.4.1 როდესაც სერიის ან ქვესერიის ძირითადი სათაური წარმოადგენს ზოგად ტერმინს ან გამოთქმას, მაშინ პირველი ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ სავალდებულოა. სხვა

64

შემთხვევებში შეიძლება მოცემული იყოს პირველი და მომდევნო ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, თუ ისინი მოყვანილია პუბლიკაციაში და აუცილებელია სერიის იდენტიფიკაციისათვის. მაგ. . - (Publications / Victoria University of Manchester) . - (Samtliche Werke / Thomas Mann) . - (A century of French romance / edited by Edmund Gosse; with portrait notes by Octave

Uzanne) პარალელური ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება იყოს მოყვანილი, თითოეულს წინ უნდა უძღოდეს ინტერვალი, ტოლობის ნიშანი, ინტერვალი. მაგ. . - (Technical report/ Forest Engineering Research Institute of Canad = Institut canadien de

recherches en génie forestier) 6.4.2 როდესაც ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან, ყოველი ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ ჩაიწერება ძირითადი სათაურის იმ ნაწილის შემდეგ, რომელსაც ის მიეკუთვნება. საეჭვო შემთხვევაში ისინი მოსდევენ ძირითად სათაურს მთლიანად. 6.5 სერიის ან ქვესერიის საერთაშორისო სტანდარტული სერიალული ნომერი 6.5.1 სერიის ან ქვესერიის საერთაშორისო სტანდარტული სერიალული ნომერი (ISSN), როდესაც ის მოცემულია, გადაიწერება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. მაგ. . - (Graeco - Roman memoirs, ISSN 0306-9222) 6.5.2 როდესაც ძირითადი სათაური შედგება ქვესერიის განსხვავებული სათაურისაგან, მთავარი სერიის ISSN თავისი სათაურით ჩაიწერება მე-7 სფეროში. 6.5.3 როდესაც ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან, საერთო სათაურის ISSN ჩაიწერება მე-6 სფეროს ნაცვლად მე-7 სფეროში. მაგ. . - (Der Landkreis. Ausgabe Hessen, ISSN 0340-3246)

შენიშვნა: ISSN მთავარი სერიისა : ISSN 0342-2259 6.6 სერიის და ქვესერიის გამოშვებების ნუმერაცია 6.6.1 პუბლიკაციის ნომერი სერიის ან ქვესერიის შიგნით ჩაიწერება ისე, როგორც მოყვანილია პუბლიკაციაში. შეიძლება გამოყენებული იყოს სტანდარტული შემოკლებები. არაბული ციფრებით იცვლება ყველა სხვა ციფრი ან სიტყვებით დაწერილი რიცხვები. მაგ. . - (Cambridge University monographs ; 7) . - (Craeco - Roman memoirs, ISSN 0306-9222 ; no. 62) 6.6.2 როდესაც ძირითადი სათაური შედგება საერთო და დაქვემდებარებული სათაურებისაგან, საერთო სათაურის ნომერი არ ჩაიწერება. შესაბამისი შენიშვნები ან ნუმერაცია სერიის და ქვესერიის შესახებ შეიძლება მოცემული იქნას მე-7 სფეროში. მაგ. . - (Publications / Victoria Univetrsity of Manchester. Administration ; 1) შენიშვნა: მთავარი სერიის ნომერია 244

65

6.6.3 როდესაც სერიის შიგნით მრავალტომიანი გამოცემის ყველა ნაწილს გააჩნია ნუმერაცია, მაშინ ჩაიწერება პირველი და ბოლო ციფრები და/ან ასოები დაკავშირებული დეფიზით, თუ ნუმერაცია უწყვეტია. სხვა შემთხვევაში ჩაიწერება ყველა ციფრი (ასო). მაგ. ; vol. 11-15 ; vol. 131, 145, 152

7 შენიშვნების სფერო შინაარსი შენიშვნები აზუსტებენ და სრულყოფენ აღწერილობის ფორმალურ ნაწილს, მაშინ როდესაც აღწერილობის წესებში არ არის გათვალისწინებული გაკვეული ინფორმაციის შეტანა აღწერილობაში. ისინი შეიძლება ეხებოდნენ პუბლიკაციის გაფორმების ან შინაარსის ნებისმიერ ასპექტს. შენიშვნების ამომწურავად ჩამოთვლა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. მაგრამ შეიძლება მათი დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით ISBD(M)-ის სფეროებს შესაბამისად. იმ შენიშვნების გარდა, რომელიც ეხებიან ამ სფეროებს, შეიძლება იყოს ისეთი შენიშვნებიც პუბლიკაციის აღწერილობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ISBD-ს არცერთ სფეროს. შენიშვნები და მათი წარმოდგენის თანმიმდევრობა ფაკულტატიურია, გარდა გარკვეული შენიშვნებისა. პუნქტუაციის ნიმუშები ყოველი შენიშვნა გამოიყოფა მომდევნო შენიშვნიდან პუნქტუაციის ნიშნების შემდეგი მიმდევრობით: წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ). ეს ნიშნები იქნება გამოიტოვებული ან იცვლებიან წერტილით, როდესაც ყოველი შენიშვნა ჩაიწერა ახალი სტრიქონიდან. შესაბამის შემთხვევებში რეკომენდირებულია პუნქტუაციის გათვალისწინება შენიშვნებში, რომელიც დადგენილია 1-6 სფეროებისათვის. მაგ.: სათაური გამოიყოფა ცნობებისაგან პასუხისმგებლობის შესახებ შემდეგნაირად: ინტერვალი, დახრილი ხაზი, ინტერვალი ( / ). დაწესებული წყარო ნებისმიერი წყარო 7.1 შენიშვნები სათაურისა და პასუხისმგებლობის ცნობების სფეროსათვის 7.1.1 შენიშვნა, რომელიც ეხება ძირითად სათაურს 7.1.1.1 შენიშვნა თარგმანის შესახებ როდესაც აღსაწერი პუბლიკაცია წარმოადგენს თარგმანს, ორიგინალის სათაური ჩაიწერება შენიშვნებში. თუ ცნობილია, რომ თარგმანი შესრულებულია რომელიმე ნაწარმოების განსაზღვრული გამოცემიდან რომელსაც გააჩნია საკუთარი სათაური, მაშინ ეს სათაური ჩაიწერება პირველად რომლის შემდეგ შეიძლება ჩაწერელი იყოს თვით ამ ნაწარმოების ორიგინალის თარგმნილი სათაური. როდესაც პუბლიკაციაში შედის რამდენიმე ცალკეული ნაწარმოები, მაშინ შენიშვნები თარგმნის შესახებ შეიძლება ჩართული იყოს შინაარსის შენიშვნებში. მაგ. . – თარგმანი ნაწარმოებისა: La muerta de Artemio Cruz

66

. - თარგმანი ნაწარმოებისა: Taijna Ostrova Kirin. თავდაპირველად გამოქვეყნებულია როგორც: Five on Kirrin Island again.

7.1.1.2 შენიშვნები ძირითადი სათაურის წყაროს შესახებ თუ ძირითადი სათაურის წყარო მოთავსებულია არა სატიტულე გვერდზე, მაშინ წყარო ჩაიწერება შენიშვნებში. მაგ. . - Cover – title (გარეკანის სათაური) 7.1.1.3 ცნობები ვარიანტული და ტრანსლიტერირებული სათაურის შესახებ. მაგ. . - ყუის სათაური (Spine title): Oliver!

. - ლათინური ასოებით მოცემული ძირითადი სათაური: Zolotj telenok დამატებით სატიტულე გვერდზე მოყვანილი სათაური შეიძლება მოცემული იყოს შენიშვნაში. 7.1.2 შენიშვნა პუბლიკაციის ხასიათის, მოცულობის, ლიტერატურული ფორმის, მიზნის ან ენის შესახებ. მაგ. . - გერმანული ტექსტი . - პიესა 3 მოქმედებაში . - Thesis (M. A.) - Johns Hopkins University (საკანდიდატო დისერტაცია – ჯონ ჰოპკინსის

უნივერსიტეტი) 7.1.3 შენიშვნები პარალელური სათაურებისა და სათაურის სხვა ინფორმაციის შესახებ. & 7.1.4 პარალელური სათაური და სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ მოყვანილი სატიტულე გვერდზე შეიძლება ჩაიწეროს შენიშვნაში, თუ არ შეიძლება მათი მოთავსება I სფეროში. მაგ. . - პარალელური სათაური ათ ენაზე პარალელური სათაურები და სხვა ინფორმაცია სათაურის შესახებ, რომლებიც არიან პუბლიკაციაში, მაგრამ არ არიან სატიტულე გვერდზე, შეიძლება ჩაიწეროს შენიშვნაში (იხ. 1.3.4.4, 1.4.5). მაგ. . - პარალელური სათაური ესპანურ ენაზე სატიტულე გვერდის მეორე მხარეს. 7.1.5 შენიშვნები, რომლებიც ეხებიან ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ ეს შენიშვნები შეიძლება შეიცავდეს ცნობებს პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც არ არიან აღებული პუბლიკაციიდან, შენიშვნები, რომლებიც ეხება პირთა ან კოლექტივების ვარიანტულ ან გაფართოებულ სახელებს, შენიშვნებს პირთა ან კოლექტივთა შესახებ, რომლებიც დაკავშირებული არიან ნაწარმოებთან, და რომლებიც არ შეიძლება მოცემული იყოს აღწერილობის სხვა სფეროში. (მაგალითად იმიტომ, რომ არ არის განსაზღვრული მათი ფუნქცია) და შენიშვნა პირთა და კოლექტივთა შესახებ რომელნიც დაკავშირებული არიან წინა გამოცემებთან და არა მოცემულ გამოცემასთან. მაგ. . - მიეწერება ჯონატან სვიფტის . - გორდონ დევის სურათები . - გადათარგმნილია ავტორის გამოუქვეყნებელი ხელნაწერიდან . - ავტორის სრული გვარი: Mignon Good Eberhart

67

. - ადრე გამოქვეყნებულია გვარით: Marion Watkyns . – სატიტულე გვერდის თავში: Dept. of Defence . – წინა რედაქციები შესრულებული იყო ნორმან სმიტის მიერ ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეხება პუბლიკაციაში მოთავსებულ დამტებით და სხვა თანმხლებ მასალას, რომლებიც არ არის სატიტულე გვერდზე, შეიძლება ჩაიწეროს შენიშვნებში. როდესაც ცნობები პასუხისმგებლობის შესახებ აღებულია ინფორმაციის არადაწესებული წყაროდან, მაშინ ეს წყარო შეიძლება მითითებული იყოს შენიშვნაში. მაგ.: . - ცნობები ავტორის შესახებ აღებულია სატიტულე გვერდის მეორე მხრიდან 7.2 შენიშვნები გამოცემის სფეროს და პუბლიკაციის ბიბლიოგრაფიული ისტორიის შესახებ ეს შენიშვნები შეიძლება მოიცავდეს გამოცემის ცნობების წყაროს და დეტალებს მოცემული პუბლიკაციის სხვა პუბლიკაციებთან და სხვა გამოცემებთან კავშირბის შესახებ, მანამდე გამოქვეყნებული ხელმეორე გამოცემებისა და გადაჭედვების ჩათვლით. მაგ. . - თავდაპირველი გამოცემა, London : Collins, 1967 . - ადრე გამოქვეყნებული შემდეგნაირად: "The players of Null-A" , London : Dodson, 1970 ;

თავდაპირველად გამოცემული იყო როგორც: "The pawns of Null-A', New York : Street and Smith, 1948

. - ცალკეული ამონაბეჭდი: Physical review ; 2nd series, vol. 70, no. 5-6, September 1 & 15, 1946

. - მე-4 გამოცემის ფაქსიმალური გადაბეჭვდვა, Amsterdam : s.n., 1670. Vol. I, 2nd ed. Vol. 2,

3rd ed. Vol. 3, 2nd ed. 7.3 შენიშვნები დაკავშირებული მასალის (ან პუბლიკაციის სახეობის) დამახასიაღებელ სფეროსთან. როგორც წესი არ გამოიყენება, იხ. ზოგადი შენიშვა მე-3 სფეროს შესახებ. 7.4 შენიშვნები გამოქვეყნების, გავრცელების და ა.შ. სფეროს შესახებ ეს შენიშვნები შეიცავენ ცნობებს პუბლიკაციის სხვა გამომცემლების ან გამავრცელებლების შესახებ, შენიშვნებს გამოქვეყნების, გავრცელების და სხვა ინფორმაციას ვარიანტების შესახებ და დამატებით თარიღებს. მაგ. . - გამოქვეყნებულია ასევე კოლომბოში (Colombo) Ceylon University Press მიერ . - თავდაპირველ ბეჭდილობითი ცნობები დაფარულია ეტიკეტით, რომელზედაც მოყვანილია:

Humanitas-Verlag, Zürich 7.5 შენიშვნები ფიზიკური აღწერის სფეროს შესახებ. ეს შენიშვნები შეიცავენ დამატებით ცნობებს პუბლიკაციის ფიზიკური მონაცემების შესახებ, ავსებენ რა მე-5 სფეროში მოყვანილ ცნობებს და ცნობებს კონკრეტული ფიზიკური თავისებურებების შესახებ. მაგ. . – გვერდის მეორე მხარე სუფთაა

68

. - ტექსტი დაბეჭდილია ფურცლის ორივე მხრდიდან . - ტომების გადანომრილია შემდეგნაირად: 1, 2A, 2B, 2C, 3 . - გვერდები აგრეთვე დანომრილია: 321-401 . - ფურცლოვანი გამოცემა განახლებადი ყოველწლიურად . - რუქა ქვესადებზე (დახაზულ ქაღალდზე) . - ხელით შეფერილი ილუსტრაციები . – დაბეჭდილია უაქსიდო ქაღალდზე . – ტეტე-ბეშე ფორმარტი (ორივე მხრიდან დაბეჭდილი წიგნი) 7.6 სერიის სფეროს შენიშვნები ეს შენიშვნები ეხებიან მე-6 სფეროში არსებულ ცალკეულ ელემენტებს. მაგ. . - მთავარი სერია: Department of State publication . - მთავარი სერიის ISSN: ISSN 0342-2259 . - მთავარი სერიის ნომერია 244 ეს შენიშვნები შეიძლება შეიცავდეს სერიის დასახელებას, რომლითაც გამოდიოდა ადრე იყო გამოქვეყნებული ან რომლითაც იყო გამოქვეყნებული პუბლიკაციის ზოგიერთი ტომი. მაგ. . - თავდაპირველი გამოშვებული იყო Environmental science series - ში . - Vol. 2 გამოშვებული როგორც .... გამოცემის vol. 39... 7.7 შენიშვნები შინაარსის შესახებ ეს შენიშვნები შეიცავენ შინაარსის (სარჩევის), საძიებლების, ბიბლიოგრაფების, რეზიუმეთა და ა. შ. შესახებ ცნობებს. მაგ. . - შინაარსი: Vol. 1: A midsummer night,s dream ; vol. 2 : Henry IV . - შინაარსი: The homecoming / by Harold Pinter.

Chips with everything / by Arnold Wesker. Marching song / by John Whiting . - შეიცავს Gaming Act 1913-ის ტექსტს . - ბიბლიოგრფია: p. 291 . - ფილმების სია: p. 323-327 . - რეზიუმე ინგლისურ ენაზე: p. 143-146 . – შეიცავს საძიებელს . - შინაარსი: Pt. I. The fellowship of the ring ; Pt.2. The two towers ; Pt.3. The return

of the king. მრავალდონიანი აღწერილობის შესახებ. იხ. დანართი A. 7.8 შენიშვნა ყდისა და ტირაჟის შესახებ მაგ. . - პირველი 25 ეგზემპლარი გადაკრულია ტყავით ისინი შეიცავენ შენიშვნებს შეზღუდული ტირაჟის ან გავრცელების შესახებ. მაგ. . - დაბეჭდილია 250 ეგზემპლარი . - შეზღუდული გამოცემა 20 ხელმოწერილი და გადანომრილი ეგზემპლარით.

69

7.9 შენიშვნა მოცემული ეგზემპლიარის შესახებ მაგ.: . - Ms. ავტორის შენიშვნა 7.10 ნებისმიერი სხვა შენიშვნები, რომელიც ეხება სპეციალურ ISBD-ს ან მნიშვნელოვანია კონკრეტული ბიბლიოგრაფიული სააგენტოს ან საკატალოგიზაციო ორგანიზაციისათვის

8 სტანდარტული (ან ალტერნატიული) ნომერი და ხელმისაწვდომობის პირობების სფერო შესავალი სფერო შეიძლება განმეორებადი იყოს, როდესაც პუბლიკაციას გააჩნია ერთზე მეტი სტანდარტული ნომერი, A. რადგანაც გამოცემულია ერთზე მეტ ფორმატში, ან ერთზე მეტი გამომცემლის, გამავრცელებლის და ა.შ. მიერ ან B. რადგანაც პუბლიკაციას გააჩნია სტანდარტული ნომერი, როგორც ცალკე გამოშვებულ ტომს, და აგრეთვე სტანდარტული ნომერი მთელი პუბლიკაციისათვის, რომლის ნაწილსაც ის შეადგენს. ორივე შემთხვევაში სტანდარტული ნომერი, რომელიც ახდენს მოცემული პუბლიკაციის იდენტიფიცირებას, ჩაიწერება პირველად. სხვა სტანდარტული ნომრები (მაგ.: სხვა ფორმატებისათვის, სხვა გამომცემლებისათვის, მთელი პუბლიკაციისათვის) ჩაიწერება შემდეგ, როგორც სფეროს გამეორება. თუ მთელი პუბლიკაციის სათაური მოცემულია მე-6 სფეროში, მაშინ მთელი პუბლიკაციის სტანდარტული ნომერი არ ჩაიწერება მასთან ერთად ამ სფეროში, არამედ მე-8 სფეროში, ცალკეული ტომების სტანდარტულ ნომრებთან ერთად. ყოველი სტანდარტული ნომრის შემდეგ შეიძლება მითითებული იყოს კვალიფიკაციის ნებისმიერი ნიშანი, რომელიც აუცილებელია მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის (მაგ. ფორმატი ან ყდა) და/ან ჩაწერილი იყოს ხელმისაწვდომობის პირობები და/ან ფასი, რის შემდეგაც აგრეთვე შეიძლება მითითებული იყოს კვალიფიკაციის სხვა ნიშნები. სფეროში განმეორებული სტანდარტული ნომრები მოცემული უნდა იყოს განმარტებით. სტანდარტული ნომერი, რომელიც ეხება გამოცემის ბიბლიოგრაფიულ ისტორიას (მაგ. ადრეული გამოცემების ISBN-ები) არ ჩაიწერება მე-8 სფეროში. თუ ეს აუცილებელია, მაშინ ისინი შეიძლება მოცემული იყოს მე-7 სფეროში. შინაარსი 8.1 სტანდარტული (ან მისი ალტერნატიული) ნომერი 8.3 ხელმისაწვდომობის პირობები და/ან ფასი (ფაკულტატიური)

70

პუნქტუაციის შაბლონები A. სტანდარტულ (ან მის ალტერნატიულ) ნომერს და ხელმისაწვდომობის პირობებს წინ უძღვის წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ). B. ხელმისაწვდომობის პირობებს და/ან ფასს წინ უძღვის ინტერვალი, ორი წერტილი, ინტერვალი ( : ). C. სტანდარტული (ან ალტერნატიული) ნომერის ან ხელმისაწვდომობის პირობების და/ან ფასის დამატებით მოყვანილი განსაზღვრება თავსდება მრგვალ ფრჩხილებში ( () ). D. ყოველ მომდევნო სტანდარტულ (ან ალტერნატიულ) ნომერს და ხელმისაწვდომობის პირობებს წინ უძღვის წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ) თუ სფეროები მკაფიოდ არ არიან განცალკევებული პარაგრაფით, ტოპოგრაფიული მეთოდით ან აბზაცით. უკანასკვნელ შემთხვევაში პუნქტუაციის ნიშნები - წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი - უნდა იყოს გამოტოვებული ან შეცვლილი წერტილით წინა სფეროს ბოლოში. მაგ. . - ISBN (კვალიფიკაციის ნიშანი) : ფასი . - ISBN (კვალიფიკაციის ნიშანი) : ფასი. - ISBN (კვალიფიკაციის ნიშანი) : ფასი . - ISBN : ფასი (კვალიფიკაციის ნიშანი) . - ხელმისაწვდომობის პირობები დაწესებული წყარო ნებისმიერი წყარო 8.1 სტანდარტული (ან მისი ალტერნატიული) ნომერი 8.1.1 წიგნის საერთაშორსო სტანდარტული ნომერი ან სხვა სტანდარტული ნომერი უნდა იყოს ჩაწერილი, თუ ის ცნობილია. 8.1.2 სტანდარტულ ნომერს წინ უძღვის აბრევიატურა ISBN და გადაიწერება სტანდარტის შესაბამისად.5 მაგ. . - ISBN 0-7131-1646-3 . - ISBN 87-13-01633-4 ---------------------------------------------- 5 საერთაშორისო სტანდარტი ISO 2108-1978 (E) დოკუმენტაცია - წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი (ISBN). 8.1.3 როდესაც პუბლიკაციაში სტანდარტული ნომერი დაბეჭდილია შეცდომით, მაშინ ჩაიწერება სწორი ნომერი, თუ ის ცნობილია, მომდევნო პუნქტუაციის ნიშნებით წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი, ხოლო არასწორი ნომერი ჩაიწერება ისე, როგორც არის მოცემული პუბლიკაციაში და ემატება კვაიფიკაცია “invalid” (ან მისი ექვივალენტი სხვა ენაზე და/ან დამწერლობაში, მაგალითად: "არამართებული") მრგვალ ფრჩხილებში. მაგ.: . - ISBN 0-340-16427-1. - ISBN 0-340-16427-2 (invalid)

71

8.1.4. მოკლე ცნობები გამოცემის ყდის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ISBN-ის შემდეგ. ამ ცნობების მოყვანის შემთხვევაში ისინი თავსდებიან მრგვალ ფრჩხილებში. შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტული შემოკლებები ბიბლიოგრაფიული სააგენტოს ენაზე. მაგ. . - ISBN 0-85020-025-3 (ქსოვილის ყდა - cloth) . - ISBN 0-330-23591-5 (ქაღალდის ყდა - paperback) . - ISBN 3-525-52139-I (Lw.) 8.1.5. როდესაც სტანდარტული ნომერი მოყვანილი არ არის, მაშინ ცნობები ყდის შესახებ შეიძლება ჩაიწეროს როგორც ამ სფეროს პირველი ცნობები და მოთავსებული იყოს მრგვალ ფრჩხილებში. მაგ. . - (ქაღალდის ყდა ) 8.3. ხელმისაწვდომობის პირობები და/ან ფასი (ფაკულტატიური) 8.3.1 ცნობები პირობების შესახებ, რომლებიც განმარტავენ პუბლიკაციის ხელმისაწვდომობას, შეიძლება იყოს მოყვანილი. როდესაც პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ყიდვის საშუალებით, მაშინ უნდა ჩაიწეროს პუბლიკაციის ფასი გამოსახული ციფრებით და ფულადი ნიშნის ოფიციალური აღნიშვნით. როდესაც მოცემულია როგორც ცალკეული ტომის ფასი და ასევე ხელმოწერის ფასი, მაშინ შეიძლება ჩაიწეროს ორივე ფასი. მაგ. : £ 2.05 : 90 F : უფასო აბონემენტი (თხოვება) : ფასიანი აბონემენტი 8.3.2. კვალიფიკაცია (განმარტება) ხელმისაწვდომობის პირობებზე და/ან ფასზე თავსდება მრგვალ ფრჩხილებში. მაგ. (ხელმისაწვდომია Iformation Canada $1.25)

(ვრცელდება ....) ( U. S. Government Printing Office $2.50 ( cat.no ....))

საერთო შენიშვნები, რომლებიც ეხება ხელმისაწვდომობის პირობებს და/ან ფასს, შეიძლება ჩაწერილი იყოს მე-7 სფეროში (იხ. 7.8).

დანართი A: მრავალდონიანი აღწერილობა მრავალდონიანი აღწერილობა არის ნაწილების (ნაკვეთების) ბიბლიოგრაფიული აღწერილობის ერთ-ერთი საშუალება. ერთდონიანი აღწერილობის სხვადასხვა ვარიანტების მხოლოდ ილუსტრაციის მიზნით განიხილეთ შემდეგი მაგალითები: A. აღწერილობა, როდესაც ძირითად სათაურს წარმოადგენს ნაწილების საერთო სათაური, ხოლო ცალკეული ნაწილების სათაურები ჩაიწერება შინაარსის შენიშვნებში (იხ. 7.7);

72

B. აღწერილობა, როდესაც ძირითად სათაურს წარმოადგენს ყოველი ცალკეული ნაწილის სათაური, ხოლო ნაწილების საერთო სათაური ჩაიწერება სერიის სფეროში (იხ. 6.1.5); C. აღწერილობა, როდესაც ძირითად სათაურს წარმოადგენს (a) ნაწილების საერთო სათაურისა და (b) ყოველი ნაწილის სათაურის კომბინაცია (იხ. 1.1.2.8).; D. აღწერილობა, რომელშიც მოცემულია შემადგენელ ნაწილთა ანალიზი (ანალიტიკური აღწერილობა) (იხ. IFLA ძირითადი მიმართულებები ISBD-ის გამოყენებისა შემადგენელი ნაწილების აღწერილობაში). მრავალდონიანი აღწერილობა დაფუძნებულია აღსაწერი ინფორმაციის ორ ან მეტ დონეზე დაყოფას. პირველი დონე შეიცავს ინფორმაციას, რომელიც საერთოა მთლიანი პუბლიკაციისათვის ან ძირითადი პუბლიკაციისათვის. მეორე და შემდეგი დონეები კი შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც ეხება თითოეულ ტომს ან სხვა ერთეულს. აღწერილობის პროცესი სრულდება იმდენ დონეზე, რამდენიც საჭიროა მთლიანი პუბლიკაციის და მის ნაწილების სრული აღწერილობის მისაღებად. აღწერილობის ელემენტები თითოეულ დონეზე უნდა იყოს მოცემული იმ თანმიმდევრობით და იმავე პუნქტუაციით, როგორითაც ერთიან პუბლიკაციაში. ზოგიერთი ელემენტი შეიძლება ჩაიწეროს ერთზე მეტ დონეზე. როდესაც ტომის სათაურს წინ უსწრებს ტომის აღნიშვნა ან მისი ნომერი, მაშინ ეს ცნობები გამოიყოფა ორი წერტილით და ინტერვალით (: ). მრავალდონიანი აღწერილობა ISBD(M)-ში გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: A. მრავალტომიანი პუბლიკაციის ფიზიკურად ცალკეული ნაწილების აღწერილობა. B. ფიზიკურად ცალკეული გამოშვებების აღწერილობა, რომლებიც წარმოადგენენ სხვა პუბლიკაციის დანართს ან თანმხლებ მასალას.(იხ. 5.4.4. და 7.7). მაგ. The lord of the rings / I.R.R Tolkien. - [Authorized ed.] / with a new foreword by the author. - New York : Ballantine Books, 1965-1973. - 3 vol. : ill., maps ; 18 cm. - (Paperback) The fellowship of the ring : being the first part of The lord of the rings. - 1965.

- 527p. : ill, maps The two towers : being the second part of The lord of the rings. - 1965. - 447p. : map The return of the kings : being the third part of The lord of the rings. -1973. - 544 p. : ill, maps. - ISBN 0-345-25345-0 : $1.95 მაგ. The sacred books of the East / translated by varios

oriental scholars and edited by F. Max Muller. – Oxford : Clarendon Press, 1879 - 1910. - 50 vol. ; 23 cm

73

Vol. 39-40: The sacred books of China : the

texts of Taoism / translated by James Legge. Part 1: The Tao teh king. The writings of Kwang-tsze. Books I-XVIII. - 1891. - xxii, 396 p.

მაგ. Names of persons : national usages for entry in

catalogues / compiled by the IFLA Internetional office for UBC. - 3rd ed. - London : The office, 1977. - x, 193 p. ; 30 cm. - ISBN 0-903043-10-6 (Paperback) : £ 15.00

Supplement. - 1980.-xii, 49 p. ; 30cm. - ISBN 0-903043-30-0 (Paperback) : £ 12.00 როგორც ალტერნატიული საშუალება, მთელი პუბლიკაცია შეიძლება აღწერილ იქნას ერთ დონეზე, ხოლო ცალკეული ტომები - შინაარსის შენიშვნებში. მაგ. The lord of the rings / J.R.R. Tolkien. - [Authorized

ed.] with a new foreword by the author. - New York : Ballantine Books, 1965 - 1973 – 3 vol. : ill., maps ;

18 cm. - (Paperback) Contents: Pt. 1. The fellowship of the ring. Pt.2.

The two towers. Pt. 3. The return of the king.

დანართი B: ორმხრივი მიმართულების ჩანაწერები

ორმხრივი მიმართულების ჩანაწერები წარმოადგენს მრავალდამწერლობიან ჩანაწერებს, სადაც ერთდროულად არის გამოყენებული მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხვნივ დამწერლობა. თუ დამწერლობის მიმართულება არ იცვლება ერთი ელემენტის შიგნით, მაშინ დამწერლობის ყველა ცვლილება იწყება აღწერილობის ახალ სტრიქონზე, შესაბამისი საზღვრიდან. დაწესებული პუნქტუაცია დაიწერება ახალი ელემენტის დასაწყისში, დამწერლობის სტილის შესაბამისად, გარდა დაწესებული წერტილის, მძიმის ან წერტილ-მძიმისა, რომელიც მოცემულია წინამდებარე ელემენტის ბოლოს, შესაბამისი დამწერლობის სტილში (იხ. აგრეთვე 0.4 ). ამრიგად, პუნქტუაციის ნიშნები: წერტილი, ინტერვალი, ტირე, ინტერვალი (. - ) აბოლოვებს წინამდებარე ელემენტს, ხოლო ტირე იწყებს მომდევნო ელემენტს ახალი სტრიქონის შესაბამისი საზღვრიდან. დამწერლობის მაგალითი, რომელიც იკითხება მარჯვნიდან მარცხვნივ. = Dictionnaire moderne, français-arabe / par Matri Elias.

74

= 4me éd., rev. et augm. = Le Caire : Elias’ Modern Press, 1974. (არაბული მონაცემები გადაიწრება პირველ რიგში) = Dictionnaire moderne, français-arabe / par Matri Elias. = 4me éd., rev. et augm. = Le Caire : Elias’ Modern Press (ფრანგული მონაცემები გადაიწერება პირველ რიგში) The walk : a story (მარჯვნიდან-მარცხნივ მონაცემები მარცხნიდან-მარჯვნივ მიმართულების ძირითად სათაურში) newly rev. and illustrated (მარცხნიდან-მარჯვნივ მონაცემები მარჯვნიდან-მარცხნივ მიმართულების ცნობებში გამოცემის შესახებ)

დანართი C: მაგალითები 1. Playback / Ronald Hayman. – London : Davis-Poynter, 1973. – 167 p. ; 23 cm. ISBN 0-7067-0076-7 : £2.50 2. Recreational problems in geometric dissections and how to solve them / Harry Lindgren. – Revised and enlarged [ed.] / by Greg Frederickson. – New York : Dover Publications ; London : Constable, 1972. – viii, 184 p. : ill. ; 22 cm. Previous ed. published as: “Geometric dissections”, Princeton ; London : Van Nostrand, 1964. ISBN 0-486-22878-9 (paperback) : £1.00 3. Tennis – up to tournament standard / Ellwanger ; [translated from the German by Wendy Gill]. – Wakefield : E.P. Publishing, 1973. – 119 p. : ill., ports. ; 21 cm. – (E.P. Sport). Translation of: “Tennis – bis zum Turniersplierer” , München : BLV Verlagsgesellschaft, 1971. ISBN 0-7158-0579-7 : £1.75 4. Industrial steam locomotives of Germany and Austria = Dampfloks auf Industriebahanen der BRD, DDR, und Österreich / compiled by Brian Rumary ; German translations by M. Spellen. – 2nd ed. – [Crewe (42 Yew Tree Rd, Wistaston, Crewe, Cheshire CW2 9BW)] : Industrial

75

Railway Society, 1973. – 36 p. : ill. ; 21 cm. – (Pocket books / Industrial Railway Society. GA). English and German text. – Previous ed. 1972. ISBN 0-901096-16-4 (sewed) : £0.40 5. Special syllabuses : a report on the Board’s development of special syllabus examinations, August 1972 / the Associated Examining Board for the General Certificate of Education. – Aldershot (Wellington House, Aldershot, Hants) : the Board, 1972. – 58. ; 21 cm. ISBN 0-901893-01-3 (sewed) : £0.25 6. Apostolic constitution (Paenitemini) of His Holiness Pope Paul VI promulgating the penitential discipline of the Church / [translated from the Latin] with an introduction by Brian Newns. – London : Catholic Truth Siciety, 1973. – 16. ; 18 cm. 7. A treatise of indulgences, 1623 / Clement Rayner. A treatise of modesty and silence, 1632 / Alfonso Rodriguez. – [Facsimile reprint]. – Menston : Scolar Press, 1973. – 271, 76 p. : 20 cm. – (English recusant literature, 1558-1640 ; vol.139). Facsimile reprints. – “A treatise of indulgences’ originally published, St Omer : For John Heigham, 1623. – “A treatise of modesty and silence” originally published, [S.L. : s.n.], 1632. ISBN 0-85417-945-3 : £1850.00 (for the series) 8. Godly contemplations for the unlarned, 1575 ; A letter of a Catholike man beyond the seas, 1610 / Thomas Owen. The conviction of noveltie, 1632 / R.B. – Menston : Scolar Press, 1973. – 49, 166p., [71] leaves : ill. ; 20 cm. – (English recusant literature, 1558-1640 ; vol. 138). Facsimile reprints. – “Godly contemplations...” originally published, [S.L. : s.n.], 1575. – “A letter...” originally published, St Omer : [s.n.], 1610. – “The conviction...” originally published, [S.L. : s.n.], 1632. ISBN 0-85417-944-5 : £1850.00 (for the series) 9. Virus-cell interactions and viral antimetabolities / Federation of European Biochemical Societies, Seventh Meeting, Varna (Bulgaria), September 1971 ; edited by D. Shugar. – London ; New York : Academic Press, 1972. – vii, 231 p. : ill. ; 24 cm. – (FEBS Symposium ; vol. 22). Includes bibliography and index. ISBN 0-12-640866-1 : £4.00 10. The West Indian slave laws of the 18th century / E.V. Goveia. A new balance of power : the 19th century / C.J. Bartlett. – Barbados : Caribbean Universities Press ; London : Ginn [distributor], 1970. – 105 p. ; 22 cm. – (Chapters in Caribbean history ; 2). Bibliographical references in footnotes. – “Further reading”, p. 91-97. – Includes index. ISBN 602-21591-9 11. Start your own School : the story of the Fitzroy Community scool / by the founders, PhilipO’Carrol & Faye Berryman. – North Fitzroy , [Vic.]. : the School, 1980. – 124 p. ; 20 cm. At head of title-page: An essential resource document in alternative education. ISBN 0-959-43960-9 : $4.00 Aust. 12. Sur les vieux themes / Mona Rouzier. – Port-au-Prince (52 rue Pavee) : Imprimerie N.A. Theodore, [195-?]. – 57 p. ; 18 cm. Verso des pages blanches. 13. The door ; The crafty tailor ; The bunde of sticks / by ‘Kunle Akinsemoyin and Laoye Egunjobi. – Lagos : West African Book Publishers, 1977. – [30] p. : ill. (chiefly col.) ; 26 cm. – (An Atoka book). ISBN 978-153-004-9 14. Dewey decimal classification and relative index / devised by Melvil Dewey. – Ed. 19 / edited under the direction of Benjamin A. Custer. – Albany (N.Y.) : Forest Press, 1979. – 3 vol. ; 24 cm. Contents: vol. 1. Introduction. Tables. ; vol. 2. Schedules ; vol. 3. Relative index. ISBN 0-910608-23-7. – ISBN 0-910608-19-9 (vol. 1). – ISBN 0-910608-20-2 (vol.2.). –

76

77

ISBN 0-910608-21-0 (vol.3) 15. ISBD(M) : International standard bibliographic description for monographic publications / International Federation of Library Associations and Institutions. – 1st standard ed. revised. – London : IFLA International Office for UBC, 1978. – 51 p. ; 30 cm. ISBN 0-903043-21-1 (paperback) : £5.00 or $US 12.00 16. CHISAM : [metas alcancadas e novos objetivos do programa] / Coordenação de Habitação de Interesse Social da Area Metropolitana do Grande Rio. – [Rio de Janeiro] : Ministerio do Interior [Republica do Brasil, 1969?]. – 103 p., 2 p. of maps : ill. ; 29 cm. Sumário em inglês, p. 74-[104]. 17. Anglo-American cataloguing rules / prepared by the American Library Association, the British Library, the Canadian Committee on Cataloguing, the Library Association, the Library of Congress ; edited by Michael Gorman and Paul W. Winker. – 2nd ed. – Chicago : American Library Association ; Ottawa : Canadian Library Association, 1978. – 620 p. ; 26 cm. Previous editions: Anglo-American cataloguing rules. – North American text. – Chicago : American Library Association, 1967. Anglo-American cataloguing rules. – British text. – London : Library Association, 1967. ISBN 0-8389-3210-X. – ISBN 0 8389-3211-8 (paperback). – ISBN 0-88802-121-6 (Canadian Library Association). – ISBN 0-88802-122-4 (paperback). – ISBN 0-85365-681-9 (Library Association). – ISBN 0-85365-691-6 (paperback). 18. People of the talisman / Leigh Brackett. The secret of Sinharat / Leigh Brackett. – New York : Ace Books, c1964. – 126, 94 p. ; 18 cm. Tete-beche format. (paperback) 19. Bibliographical services throughout the world. Supplement 1980 = Les services bibliographiques dans le monde. Supplement 1980 / by Marcelle Beaudiquez. – Paris : Unesco, 1982. – xi, 103 p. ; 22 cm. In English and French. 20. Three comedies / by William Shakespare ; with biographical illustrations and pictures of the setting of the plays, together with introductions by John Masefield. – New York : Dodd, Mead, cop. 1965. – xx, 266 p., [11] leaves of plates : ill. ; 22 cm. – (Great illustrated classics). Contents: A midsummer night’s dream ; As you like it ; The merchant of Venice. 21. The sporting royal family / with photographs by Serge Lemoine and text by Grania Forbes. – London [etc.] : Queen Anne press, 1982. – 128 p. : ports. (some col.) ; 30 cm. ISBN 0-356-08603-8 : £7.95. 22. Mrs. Humphry Ward : a study in late-Victorian feminine consciousness and creative expression / by Anne M. Bindslev. – Stockholm : Almqvist & Wiksell International, 1985. – v, 166 p. ; 24 cm. – (Acta Universitatis Stockholmiensis. Stockholm studies in English, ISSN 0346-6272 ; 63). Doctoral dissertation – University of Stockholm. – Bibliography: p. [157]-166. ISBN 91-22-00731-8 23. The United States – Japan Cooperative Medical Science Program : third five-year report, 1975-1980. – Washington : Bureau of Oceans and International Enviromental and Scientific Affairs : for sale by the Superintendent of Documents, U.S. Government Printing Office, 1980. – xiv, 214 p. : ill. ; 28 cm. – (East Asian and Pacific series ; 217). Main series: Department of State publication ; 9127. – Includes bibliographies.