romeo juliet unit_plan

8
იიიიიიი ® იიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიი იიიიი რრრრრ რრ რრრრრრრ / რრრრრ რრ რრრრრრრ / იიიიიიიი იიიიი იიიიიიიი იიიიი იიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიი რრრრრ რრ რრრრრრრ: სსსსსსსს სსსსს სსსსსსს იიიიიიიი იიიიიიიი სსსსსს სსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს რრრრრ რრ რრრრრრრრ სსსსსსსს სსსს სს სსსსსსსსს სსსსსს. სსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსსს ,სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსს სსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს/სსსსსსსსსსსს სსსსსს სს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს. სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსსს, სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს. სსსსსს სსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს. იიიიიი სსსსსსსსსს იიიი/იიიიი 8–12 იიიიიიიიიი იიიი იიიიი იიიი-იიიიიიი სსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსს, სსსსსსს იიიიიიიიიიიიიი იიიიი იიიიი 4 სსსსს სსსსსსსსსსსს, სსსსსსსსს 2-4 სსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსსს სსსსსსსს, სს სსსსსსს სსს სსსსსსს სსსსსს, სსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს/სსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსს სს სსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსს. იიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიი 3.3 სსსსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს (სსს., სსსს სს სსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსსსსსსსს, სს სსსსსსს) სს სსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსს სს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს. 3.7 სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს, სსს სსსსს სსსსსსსსსს სსსს, სსსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსს სსსსს სსსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს. იიიი 1.5 სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსს; სსსსს, სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს (სსს., სსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსსს სსსსსსს სსსსსსს, სსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსსსსსს, სსსსსსსს სსსსსს © 2010 სსსსსსს სსსსსსსსსს.. სსსსს სსსსსს სსსსსსს. სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს. სსსსსს, სსსსსსს სსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს სსს-სს სს სსსს სსსსსსსსს. *სსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსს სსსსსსსსს.

Upload: khatuna-tsikhelashvili

Post on 27-Jun-2015

704 views

Category:

Education


10 download

DESCRIPTION

ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს

TRANSCRIPT

Page 1: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

რომეო და ჯულიეტა / რომეო და ჯულიეტა / პროექტის გეგმაპროექტის გეგმაპროექტის მიმოხილვა

პროექტის სათაური

რომეო და ჯულიეტა: საკუთარი თავის შეცნობა

პროექტის შინაარსი

პიესის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ რომეო და ჯულიეტას ისტორიულ ფონს და შექსპირის ეპოქას. პიესის წაკითხვის შემდეგ ისინი პიესაში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ ,გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემები, როგორიც არის მშობლებთან ურთიერთობა, სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულთან/ძალადობასთან ბრძოლა და თვითმკვლელობის პრევენცია. მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.

საგანი

ლიტერატურა

დონე/კლასი

8–12

აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები

პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი

განხორციელების დროის ჩარჩო

4 კვირა პროექტისთვის, დამატებით 2-4 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ.

პროექტის საფუძვლებიშინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

კალიფორნიის შტატის სტანდარტები

კითხვა

3.3 გააანალიზეთ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ურთიერთქმედება ლიტერატურულ ტექსტში (მაგ., შიდა და გარე კონფლიქტები, მოტივაცია, ურთიერთობა, და გავლენა) და ახსენით რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება სიუჟეტზე.

3.7 განსაზღვრეთ სხვადასხვა ლიტერატურული ხერხის, მათ შორის მეტაფორული ენის, ხატოვანების, ალეგორიისა და სიმბოლიზმის მნიშვნელობა და ახსენით როგორ არის ისინი გამოყენებული პიესაში.

წერა

1.5 გააერთიანეთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და განსაზღვრეთ ინფორმაციაში არსებული სირთულეები და განსხვავებები; ასევე, დაადგინეთ თითოეულ წყაროში (მაგ., ალმანახი, მიკროფირი, ახალი ამბების ქრონიკა, დარგის დეტალური კვლევები, მოხსენებები, ჟურნალები და ტექნიკური დოკუმენტები) გამოხატული სხვადასხვა ხედვა.

1.6 წერილობით ტექსტში აზრების გამოხატვისას გამოიყენეთ ციტატები და ამონარიდები.

მოსმენა და საუბარი

2.2 გააკეთეთ განმარტებითი პრეზენტაციები:

a. გამოიყენეთ მტკიცებულება თეზისის და მასთან დაკავშირებული განცხადებების დასადასტურებლად. მტკიცებულების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ.

b. პირველადი და მეორადი წყაროებიდან აღებული ინფორმაცია და მოსაზრებები ზუსტად და ლოგიკურად გამოიყენეთ.

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

Page 2: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ

გააცნობიერონ რომეო და ჯულიეტაში მეტაფორული ენის, ხატოვანების და სიტყვების თამაშის გამოყენება და მიზნები, ასევე გააკეთონ სათანადო ინტერპრეტაცია.

გააანალიზონ დამოკიდებულება რომეო და ჯულიეტას მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შორის და ამ დამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე.

გააანალიზონ პიესაში გამოხატული მოქმედებები, თემები და სოციალური პრობლემები იმ საკითხების განსასაზღვრად, რომელიც დღესაც აქტუალურია.

ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.

გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებიზოგადი შეკითხვები

როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

თემატური შეკითხვები

მართავს თუ არა ბედი ადამიანის ცხოვრებას?

როგორ ესაუბრება შექსპირი 21-ე საუკუნის აუდიტორიას?

შინაარსობრივი შეკითხვები

რას ნიშნავს ხატოვანება და როგორ იყენებს მას შექსპირი "რომეო და ჯულიეტაში" მკითხველისთვის დამაჯერებელი და ძლიერი შეტყობინების გადასაცემად?

რომეო და ჯულიეტას რომელი თემები და პრობლემებია დღესაც კი აქტუალური?

მოსწავლის შეფასების გეგმა

შეფასების შეჯამება

პროექტის განმავლობაში გამოიყენეთ გამოკითხვა მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი კითხვების და პიესასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად. განსაზღვრეთ მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დაეხმარეთ მათ გაიხსენონ რა იციან შექსპირის და რომეო და ჯულიეტას შესახებ. ამისათვის გამოიყენეთ ვენის დიაგრამა და K-W-H-L სქემა . როდესაც მოსწავლეები პიესის შესწავლისას პერსონაჟთა ბლოგების შექმნას შეუდგებიან, სთხოვეთ მუშაობის წარმართვისთვის გამოიყენონ ბლოგის რუბრიკა. პერიოდულად განიხილეთ პასუხები კითხვის ასპექტის დავალებაზე, რათა შეაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარმართოთ სწავლების პროცესი.

მოსწავლეებს სთხოვეთ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა, ასევე, უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართეთ მასწავლებლის და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს სთხოვეთ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.

საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოიყენეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი და შესწორებები შეიტანეთ ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით. შეაფასეთ მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

შეფასების დროის ჩარჩო

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

Page 3: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ

დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

გამოკითხვა K-W-H-L

სქემა ვენის

დიაგრამა

კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი

გამოკითხვა კითხვის

ასპექტის დავალებების ჟურნალი

ბლოგის რუბრიკა

სამოქმედო გეგმა

მასწავლებლის კონფერენცია

თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა

საკლასო ესე

ქულობრივი შეფასების გზამკვლევი

კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი

გააზრება

სხვა საკითხებისაბაზისო უნარ-ჩვევები

კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები

ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები

ტექნიკური უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები

წლის დასაწყისი

გამართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ მოსწონს მკითხველს კარგი ამბავი. როგორ „აცოცხლებს“ პერსონაჟებს ნაწარმოები? რომელ პერსონაჟებთან დაინახავენ საკუთარი თავის მსგავსებას მოსწავლეები? რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ წარადგინეთ ზოგადი კითხვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესწავლილი პროექტები როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ მთავარ კითხვას.

იმუშავეთ მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებად დაყავით მოსწავლეები და სთხოვეთ შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას შორის. გამართეთ დისკუსია მთელ კლასთან ერთად და განიხილეთ კლასიკური ლიტერატურის ღირებულება, იკითხეთ თუ რატომ კითხულობენ კლასიკურ ლიტერატურას მოსწავლეები.

რომეო და ჯულიეტას წაკითხვა

მთელ კლასთან ერთად იმუშავეთ და შეავსეთ K-W-H-L სქემის პირველი სამი სვეტი, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოავლინოთ მოსწავლეების დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განაგრძეთ დისკუსია და განიხილეთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები შექსპირის გავლენას თანამედროვე სამყაროზე. წაიკითხეთ “ეპიზოდი ბერნარდ ლევინის* შემოქმედებიდან“ ყოველდღიურ სამეტყველო ენაზე შექსპირის გავლენის შესახებ. აუხსენით მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ მაინც შექსპირის ყველაზე ცნობილ პიესას „რომეო და ჯულიეტა“.

მოკლედ აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

Page 4: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პიესაში არსებულ თემებსა და საკითხებს.

მოსწავლეებს სთხოვეთ შექსპირის, მისი ეპოქის და ელიზაბეტის დროინდელი თეატრის შესახებ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და გაუზიარონ იგი მთელ კლასს კარტოგრაფიული ფურცლის, ბლოგის ან ვიკის საიტის საშუალებით. ონლაინ მასალებს შორის შეიძლება იყოს შექსპირის რესურს ცენტრი* და შექსპირის თეატრი*.

გააცანით მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიური, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალების პასუხებისთვის; ასევე, ლიტერატურული ტერმინების მაგალითების ციტირებისთვის. შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს დღიურის წარმოება ბლოგის ფორმით სურდეს. ასევე შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა პერსონაჟების ბლოგის შექმნის სურვილი გამოთქვას. მაგალითისათვის იხილეთ ჯულიეტას ბლოგი. განიხილეთ ბლოგის რუბრიკა, რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება. შეაგროვეთ დღიურები კვირაში ერთხელ და შეაფასეთ მოსწავლეთა მიერ ტერმინების გაცნობიერების დონე. ეს ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ.

სანამ მოსწავლეები პიესის კითხვას დაიწყებენ, გააცანით მათ ელიზაბეთის პერიოდის ენის გაგების და ინტერპრეტირების სხვადასხვა სტრატეგია. გაანაწილეთ მოსწავლეებზე პიესის ნაწილები აქტების მიხედვით, ხმამაღალი წაკითხვის აქტივობისთვის. პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ცვალეთ პიესაზე მოსწავლეთა მუშაობის მეთოდები: მთელ კლასთან ერთან ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.

პიესის კითხვის დროს აუხსენით მოსწავლეებს ლიტერატურული ტერმინები , როგორიც არის კალამბური, წინასწარმეტყველება და მონოლოგი. სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ამ ტერმინების მაგალითები დავალების ჟურნალებში და განიხილოთ ისინი დიდ და მცირე ჯგუფებში. უჩვენეთ მოსწავლეებს ლიტერატურული ანალიზის მაგალითი, რომლის მსგავსი თავად უნდა წარმოადგინონ პიესის შესახებ.

პიესის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი კითხვები:

როგორ გვეხმარება მეტაფორები პერსონაჟების განწყობის ასახვაში?

რა გავლენას ახდენს ხატოვნება და მეტაფორული ენა პერსონაჟების ჩანაფიქრისა და განზრახვების ანალიზზე?

როგორ აძლიერებს ეპიზოდის განწყობას ხატოვანება?

რა გავლენას ახდენს ხატოვანება ეპიზოდის მიმართ ჩვენს რეაგირებაზე?

პიესის შესწავლისას პერიოდულად სთხოვეთ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხვა: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? თავიანთ დღიურებში და დიდ და მცირე ჯგუფებში რამდენადაც ეს რომეო და ჯულიეტას მათეულ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული.

როდესაც მოსწავლეები პიესის კითხვას დაასრულებენ, ჰკითხეთ მათ რა არის ბედი. საკითხი შემდეგნაირად დასვით: გჯერათ ბედისწერა არსებობის? განიხილეთ ბედი, როგორც ეს შექსპირის ეპოქაში მოიაზრებოდა. ჰკითხეთ მოსწავლეებს პიესაში რომელ ეპიზოდში ჩანს ბედისწერის როლი პერსონაჟების ცხოვრებაში. განიხილეთ ამონარიდი სხვა პიესიდან, რომელიც ბედის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებას გვიჩვენებს და გულისხმობს, რომ რაც გვემართება, ჩვენი ბრალია და ბედს არ უნდა ვაბრალებდეთ:

The fault, dear Brutus, is not in our stars, But in ourselves, that we are underlings.

იულიუს კეისარი

სთხოვეთ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ. მცირე ჯგუფებში მათ უნდა განიხილონ მოსაზრებები ბედისწერასთან დაკავშირებით და დაასახელონ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ან კინოფილმებიდან.

შეამოწმეთ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა პიესა. ამისათვის მათ საკლასო დავალებად მიეცით ესეს დაწერა წიგნის გამოყენებით. ესეში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პიესასთან დაკავშირებით და თავიანთი ცოდნა პიესის პერსონაჟების, სიუჟეტის და თემების შესახებ უნდა დააკავშირონ საკუთარ ცხოვრებასთან. თხზულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვაც: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩაატარეთ გონებრივი იერიში პიესაში არსებული იმ

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

Page 5: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

სოციალური საკითხების შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია.

საბოლოო პროექტი

განიხილეთ გონებრივი იერიშის მეთოდი დასახელებული სოციალური პრობლემები და მოსწავლეებს სთხოვეთ დაალაგონ ისინი მათ საზოგადოებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის მნიშვნელობის მიხედვით. შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ჩამონათვალის შესადგენად და საკუთარი აზრების საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებებთან შესადარებლად გამოიყენონ ვიზუალური რანჟირების ინსტრუმენტი.

დაწვრილებით განიხილეთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ პიესაში არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე. მოსწავლეებს აუხსენით, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად, მულტიმედიური პრეზენტაცია, ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი, ფლაერი ან ვიკის საიტი. მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი:

მოსწავლეები იკვლევენ საზოგადოებრივ მასალებს თინეიჯერთა თვითმკვლელობის შესახებ და ქმნიან გამაფრთხილებელი ნიშნების ბროშურას, სადაც მითითებულია სად შეიძლება დახმარების მიღება და ა.შ. შემდეგ მათ შეუძლიათ შექმნან და შესაბამის აუდიტორიას - თანაკლასელებს, მშობლებს ან საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგინონ კვლევის შედეგები. დამსწრეებს, ასევე მრჩეველთა განყოფილებას და მოსწავლეთა ცენტრს გადაეცემათ პამფლეტები.

მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს, გაესაუბრებიან ექსპერტებს და კითხულობენ წიგნებს, რათა გაეცნონ თინეიჯერ შვილებთან მშობლების ურთიერთობის საუკეთესო გზებს. შემდეგ ისინი ქმნიან პრეზენტაციას და სკეტჩს, რომელსაც მშობელთა კრებაზე, ღია კარის დღეზე ან სხვა შეკრებაზე მშობლებს წარუდგენენ.

მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს და წიგნებს, რათა განსაზღვრონ საზოგადოებაში ძალადობის პრევენციის გზები. ისინი აყალიბებენ კლუბს და ქმნიან ვიკის საიტს*, რომელსაც თანაკლასელებს, მშობლებს და საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგენენ საზოგადოებრივ შეკრებაზე.

დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების, ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განიხილეთ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. შეიძლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს. მაგალითის სახით მიუთითეთ თვითმკვლელობის პრევენციის სამოქმედო გეგმა. მოსწავლეებს აუხსენით რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად, ცხოვრებაში.

კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს სთხოვეთ თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დაჭირდეს კვლევის ფორმა, რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. განიხილეთ კვლევის მინიმალური მოთხოვნები თანმხლები პროდუქტის (ბროშურების, პრეზენტაციების, ვიკის საიტების და ა.შ.) დასრულების შემდეგ. პროექტის დასაწყისში დაარიგეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა მოსწავლეებმა შეძლოთ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.

უჩვენეთ მოსწავლეებს პროექტის მაგალითი, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე, მაგრამ მაგალითების წარდგენაზე ძალიან დიდ დროს ნუ დახარჯავთ. მოსწავლეებისთვის, რომელთაც დამატებითი მითითებები სჭირდებათ, არსებობს ბროშურის შაბლონი; თუმცა, საჭიროა მათი წახალისება, რათა თავიანთი მოსაზრებები განავითარონ და მომავალში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეძლონ.

პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შეხვდით თითოეულ ჯგუფს და განიხილეთ მათი სამოქმედო გეგმა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს წარმოგიდგინოთ დასრულებული სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად. როცა ყველა ჯგუფს შეხვდებით ინდივიდუალურად, სთხოვეთ მათ

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

Page 6: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის მათ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ.

მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გამართეთ საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაისწრებიან. შეხვედრაზე განიხილეთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მთი პრეზენტაციები და აღნიშნეთ, როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულეთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები

დაურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ბროშურის შაბლონი

დაურიგეთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.

ნება დართეთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.

არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები

თუ შესაძლებელია, დაურიგეთ რომეო და ჯულიეტას პარალელური ტექსტი, რომელიც მათ მშობლიურ ენაზეა ნათარგმნი ან გამოიყენეთ ტექსტის თანამედროვე ინგლისურით შესრულებული ვერსია

ნება დართეთ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ, თუ ეს მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება

თუ საჭიროა, გამოიყენეთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისთვის შექმნილი რამდენიმე შაბლონი, მაგალითად, შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები

ყურადღება მიაქციეთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

წაახალისეთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

Page 7: Romeo juliet unit_plan

ინტელის ® სასწავლო პროგრამადაწყებითი კურსი

პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები

ტექნოლოგიები – ტექნიკური უზრუნველყოფა (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ)

ფოტოკამერა

კომპიუტერი (ები)

ციფრული კამერა

DVD

ინტერნეტკავშირი

ლაზერული დისკი

პრინტერი

პროექტორი

სკანერი

ტელევიზორი

VCR, ვიდეო

ვიდეოკამერა

ვიდეოსაკონფერენციო აღჭურვილობა

სხვა      

ტექნოლოგიები – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ)

მონაცემთა ბაზა/ ცხრილი

სამუშაო მაგიდის დასაკაბადონებელი

ელფოსტის პროგრამა

ენციკლოპედია დისკზე

გამოსახულების დამუშავების პროგრამა

ინტერნეტ ვებბრაუზერი

მულტიმედია

ვებგვერდის განვითარება

ვორდის პროგრამა

სხვა      

ნაბეჭდი მასალები რომეო და ჯულიეტას ტექსტი. სასურველია, ტექსტს ახლდეს ქვემოთ ჩამოტანილი კომენტარები, სადაც განსაზღვრული იქნება არქაული სიტყვები

მასალები

ინტერნეტრესურსები

შექსპირის გრამატიკა

www.bardweb.net/grammar/04gloss.html*

ლექსიკის საძიებელი

დახმარება შექსპირის კითხვისას

www.shakespearehelp.com/romeo/main.htm*

ინფორმაცია რომეო და ჯულიეტას შესახებ

თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკული ფონდი

www.afsp.org*

ინფორმაცია, ღონისძიებები, ახალი ამბები და პოლიტიკა თვითმკვლელობის პრევენციისათვის

სხვა რესურსები

* იურიდიული ინფორმაცია | პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პოლიტიკა

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.