literaturuli meskheti_april 2016 (208)

Upload: -

Post on 07-Jul-2018

292 views

Category:

Documents


3 download

TRANSCRIPT

  • 8/18/2019 Literaturuli Meskheti_April 2016 (208)

    1/12

    გამოცემის მეთვრამეტე წელი   “LITERATURULI MESKHETI”

    გიორგი ლეონიძე

    №4 (208)

    აპრილი2016 წელი

    ფასი 40 თეთრი

    “ЛИТЕРАТУРУЛИ МЕСХЕТИ”

    “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

     

    .

    შოთას გვირგვინი, უჭკნობი დაფნა

    არის მისივე უკვდავი წიგნი,

    რამდენი მეფე უკვალოდ გაქრა,

    შოთა კვლავ ცოცხლობს მზიანი

    სიბრძნით.

    ალბათ, ჩრდილავდნენ სკიპტრით

    გენიას,

    ხშირად ებრძოდნენ ყორნები არწივს

    და არც ერთ მეფეს არ დარჩენია

    რუსთაველური ოქრო და განძი.

    ციდან დაგვყურებს...

    „ოდესაც ბრძენმა რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,

    ფესვ ღრმა-ყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა,ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,

     ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და”.... დავით გურამიშვილი 

    აკაკი გეწაძე

    ისრით გაფანტა რამდენი ნისლი,

    რათა მზის გულში გაედგა ფესვი,

    შოთას სიტყვა და ღაღადი მისი

    რვა საუკუნის გადმოღმა გვესმის.

    მდინარეს გზას ვერ შეუკრავს კბოდე,

    მდინარეს მოაქვს განძი ულევი,

    საუკუნეებს ქუხილად მოსდევს

    სულმნათი შოთას ნაჩურჩულევი.

    იყო გრიგალი დაუდგრომელი

    და ფიქრი ჰქონდა ქვეყნის საერთო,

    ისევ ანათებს გული რომელიც

    რვა საუკუნის წინათ აენთო.

    არ მიაკარა მშობელმა მიწამ

    დრო-ჟამის ჟანდგი, ხავსი და მტვერი,

    მისი სახელი ვარსკვლავებს მისწვდა,

    დღეს რუსთაველი ზეცაშიც მღერის.

    გაუძლო რამდენ რბევას და შფოთვას,

    ცეცხლში დაწვას და შხამიან ისრებს...

    რვა საუკუნის მიღმა დგას შოთა,

    თვალებში მაინც პირდაპირ გვიმზერს.

    მოდის შავ მთათა გადმომლახველი,

    გვაღვრის სინათლეს გულში ღვარებად,

    შოთა – ქართული ძუძუს ნათელი,

    მადლი, სიკეთე და ელვარება.

    ხმაუწყვეტელი სიმღერა მესმის,

    მთები გალობით ფეხზე დგებიან,

    სიმღერით შოთას სიცოცხლის ფესვი

    დრო-ჟამის ფესვებს ჩასჭიდებია.

    გამოარღვია ბევრი უკუნი

    და ბოლოს მზესთან დგომა ეღირსა,

    ხმა რუსთაველის – არის გუგუნი

    ქართული მიწის უკვდავებისა!

    ნახ. თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძისა

  • 8/18/2019 Literaturuli Meskheti_April 2016 (208)

    2/12

    ლიტერატურული მესხეთი2 2016 წელი, აპრილი

     

    საგა სიყვარულზე

    ბელა ალანია

    ჩემი თანაკლასელი ქეთი რამდე-ნიმე კორპუსის იქით ცხოვრობდა.წლების განმავლობაში ქირის გადახ-და გაუძნელდა და ნათესავებთანდაბინავდა. ტარიელი, ოთხმოცდაათწელს მიტანებული, ქალაქში ცნობი-ლი და დაფასებული ფსიქიატრი გახ-

    ლდათ. სახლში მარტო ცხოვრობდა,თუმცა, ერთ დროს კი იყო დაცოლშ-ვილებული, მაგრამ დიდი ხნის წინათგაიყარნენ და არც ყოფილი მეუღლეიყო უკვე ცოცხალი. მისი ერთადერ-თი ვაჟი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.დროდადრო ეხმიანებოდა მამას დაყოველთვიურად მატერიალურადაცეხმარებოდა.

    ბოლო რამდენიმე წელი იყო, რაცექიმობას თავი დაანება. პაციენტებითავს დასტრიალებდნენ და მოსვენე-ბას არ აძლევდნენ. მიუხედავად იმისა,რომ შესაშური ჯანმრთელობა ჰქონ-და, ასაკმა მაინც თავისი პრობლემებიმოიტანა. რამდენიმე თვეა, ტარიელსსიკვდილის შიში დასჩემდა. ხანდახანცახცახი აიტანდა და შველას ითხოვ-და. უკვე სასწრაფოს ყველა ბრიგადაიცნობდა მას. მოვიდოდნენ მორი-გეები, როგორც წესი, წნევა-პულსსგაუზომავდნენ, კარდიოგრამას გადა-უღებდნენ, ბოლოს დამამშვიდებელაბებს გადააყლაპებდნენ და ემშვი-დობებოდნენ შემდეგ გამოძახებამდე.იმდენჯერ ატეხა ტარიელმა ცრუ გან-გაში, არიქა, ვკვდებიო, რომ უკვე სას-წრაფომაც მიატოვა. ოჯახს ურჩიეს,ვინმე ცნობილი ფსიქიატრი გამოიძა-ხეთ ან ფსიქოლოგი, – ის მიხედავსო.დიდ უხერხულობაში ვარდებოდა ჩემიმეგობარი ქეთი. აღარ იცოდა, რაექნა. ქალაქის ყველა ფსიქიატრმაცუკვე მოინახულა ტარიელი. ზედმეტსიტყვას ვინ შებედავდა, მოხუცი ხომდიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.ეს ახალგაზრდა ექიმები სულ მისიმოსწავლეები იყვნენ.

    შეწუხებულმა, ქეთის დახმარებაშევთავაზე.

     – დამირეკე და მოვალ ტარიელ-თან. ეგებ, ექიმის მოვალეობა მემაინც შევასრულო, ალბათ, დამშვიდ-დება, ისიც კარგად იქნება და შენც.ჩვენი პაროლი იყოს „სასწრაფოა“? –მეტყვი და მივხვდები, რომ გჭირდებიდა თქვენკენ გამოვეშურები, – ტარი-

    ელისკენ.ქეთიმ საგულდაგულოდ მომიმ-

    ზადა „აიბოლიტის” ხალათი და სხვააღჭურვილობა, ფონენდოსკოპი დაწნევის აპარატი. სამედიცინო ჩაქუჩიხომ ისედაც ჰქონდა ტარიელის მრა-ვალწლიანი ექიმობიდან; ასევე, წითე-ლი ჯვრის ნიშნით და შიგნით უამრა-ვი აბით თუ ნემსით სავსე წამლებისჩანთა.

     – სასწრაფოა? – არ დააყოვნაზარმა მეორე დღესვე. რა თქმა უნდა,ქეთი რეკავდა.

     – სასწრაფოა, აბა, რა! – ვუპასუხედა არც დავლოდებივარ, ისე სწრაფადგავიქეცი. ერთი კორპუსი, მეორე, მე-სამე, მეოთხე, მეხუთე, სულ ფეხითგავირბინე და, აი, თითქმის, მივედი.მეათე სართულზე ზარი დავრეკე.გაღიმებულმა ქეთიმ კარი გამიღოდა ტარიელის გასაგონად ხმამაღლამითხრა:

     – მობრძანდით, ქალბატონო, ბა-

    ტონი ტარიელი გელოდებათ. ოთახიაქვეა.გრძელი დერეფნის ბოლოს ტარი-

    ელის საძინებელი დავინახე. თვალ-შისაცემი იყო ყვავილების სიმრავ-ლე ოთახში. ყველაფერი ყვაოდა დასაოცარ სურნელს აფრქვევდა. იქა-ურობა მოვათვალიერე. მიუხედავადქეთის დაჟინებული თხოვნისა, პირვე-

    ლად ვიყავი მისი ნათესავის სახლში.ჩვენს ცელქობაზე მეღიმებოდა

    და ვცდილობდი, სახიდან ცელქი ათი-ნათი მომეშორებინა.

    ბატონი ტარიელი გრძელ ტახტზეიწვა. თვალი მოეჭუტა და ხვნეშოდა.საწოლზე ჩამოვჯექი. წნევა გავუზო-

    მე, პულსი დავუთვალე, ყელშიც კიჩავხედე, თვალის გუგები დავუთვა-ლიერე. ბოლოს ვთხოვე, საწოლზე წა-მომჯდარიყო და თავისი სამუშაო ჩა-ქუჩი მუხლისთავებზე მივუკაკუნე. ამყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორცგამოცდილ ექიმს შეეფერება. მოხუციცნობისმოყვარეობით შემათვალი-ერებდა ხოლმე და გაქუცულ ულვა-შებში კმაყოფილი იღიმოდა.

    ვიზიტის ბოლოს, სრულიად უვნე-ბელი, დამამშვიდებელი აბი გადავაყ-ლაპე და იმედიანად დავუბარე:

     – ბატონო ტარიელ, სრულიადჯანმრთელი ბრძანდებით. ჩემი ვარა-უდით, დიდხანს იცოცხლებთ. მხო-ლოდ ერთს გთხოვთ, არაფერზე არინერვიულოთ. მშვიდად იძინეთ!

    „გამოძახებები” სულ უფრო დაუფრო გახშირდა. ტარიელი თანდათა-ნობით უკეთესად, მხნედ მხვდებოდა.სახე ვარდისფრად შეფაკლოდა დაუფრო მოწესრიგებულადაც გამოიყუ-რებოდა. მოხუცი ახლა უკვე სამუშაომაგიდასთან მიმჯდარიყო. შარვალ-კოსტიუმიც მოერგო, პენსნე მაგიდა-ზე დაედო და თავი წიგნებში ჩაერგო.ვერავინ იტყოდა, თუ ასეთი ასაკო-ვანი იყო. თანდათან გამიშინაურდაკიდეც, თუმცა, ჩვეულ ზღვარს არა-სოდეს გადასულა. მორიდებულად,სახელითაც კი მომმართავდა.

     – სასწრაფოა? – დამირეკა იმ დი-ლით ქეთიმ. კვირა დღე იყო და საწო-ლიდან ადგომის თავიც არ მქონდა.მისაღები გამოცდებისთვის ვამზა-დებდი აბიტურიენტებს მათემატიკა-ში. მძიმე პერიოდი მქონდა. დღე დაღამეს ვასწორებდი, ძალიან გადაღ-ლილი ვიყავი. არ ვიცი, რა დამემარ-თა, დაუფიქრებლად, უცებ მივახალეჩემს მეგობარს:

     – არა, ქალბატონო, სახანძროა!ორი დღის შემდეგაც იგივე გავუ-

    მეორე, თან სიცილისგან ვიგუდებო-დი. რატომღაც ონავრობის ხასიათზევიყავი. ვატყობდი, ჩემი ოხუნჯობით

    ჩემს ახლობელ ადამიანს ძალიან ვაწ-ყენინე. კარგა ხანი იყო გასული დაარც კი შემხმიანებია. ვიტანჯებოდი,ნეტავ, როგორ უნდა გამომესყიდა და-ნაშაული, ჰოდა, მეც დავურეკე:

     – ქეთი, მაპატიე, გეხვეწები, ხომკარგად ხართ? ბატონი ტარიელი ხომკარგადაა?

     – არა, კარგად არ არის, რეანი-მაციაშია, – მიპასუხა ქეთიმ მკაცრიხმით.

    რამდენიმე წუთში ტაქსში ჩავჯე-ქი და რესპუბლიკური საავადმყოფოსრეანიმაციის განყოფილებასთან მი-ვედი. შიგნით არავის უშვებდნენ.

     – მე მისი ექიმი ვარ, – ვთქვი დაცრემლი ვერ შევიკავე, – ჩემი ნახვაესიამოვნება. ვიცი, მას რა სტკივადა რა უხარია. მთელი წლის განმავ-ლობაში ვიარე ბატონ ტარიელთანდა ახლოს გავიცანი, – მუდარის ხმითვუთხარი მორიგე ექიმს.

    მას არაფერი უთქვამს, ისე შემიძ-

    ღვა მოხუცთან.ტარიელი თვალდახუჭული იწვა.სახეზე ფერი არ ედო. გადასხმებსუკეთებდნენ. კარდიოაპარატურაჩართული ჰქონდა და მის პულსაციასგადმოსცემდა ხმამაღლა. ეკრანზე წი-თელი ხაზი იკლაკნებოდა, ადიოდ-ჩა-დიოდა, ადიოდ-ჩადიოდა...

    მისკენ დავიხარე და ხმადაბლა

    ყურში ვუჩურჩულე: – ბატონო ტარიელ, როგორ

    ხართ? უჩემობა ხომ არ დაგეტყოთ?იმ წამსვე გაახილა თვალები. შე-

    მომაცქერდა, თითქოს, ვერც დაიჯე-რა, რომ მე ვიყავი. საოცრად თბილიიყო მისი მზერა. რაღაცას მელაპარა-

    კებოდნენ მისი თვალები – აუხსნელს,საინტერესოს. – მაპატიეთ, ბატონო ტარიელ!ჩემი ხელი აიღო და თავის ბებერ,

    დანაოჭებულ ხელებს გადაუსვა. ცივიხელის გულები ჰქონდა, მაგრამ მაინცდიდი სითბო გადმომედო.

     – არაფერია, ჩემო გოგო. შენგანმართლა კარგი ექიმი დადგებოდა.ჩემი ჩაქუჩი ძალიან გიხდებოდა. ამჩაქუჩით ლამის სამოცდაათი წელივიმუშავე. ერთმანეთს შევაბერდით.როგორ მონდომებით იქნევდი, არმინდოდა ხელი შემეშალა, – თქვა დაჩაიხითხითა.

     – თქვენ იცოდით, რომ გატყუებ-დით?

    სახე უცებ შეეცვალა, ახლა უკვეპირქუში გაუხდა. თვალებიდან ცრემ-ლი გადმოუგორდა, ნაოჭების ღრმაღარებში ჩაეღვარა, იდინა და ყელთანგაუჩინარდა. მიმძიმდა ყურება. მო-ხუცი ტიროდა და ხმის ამოღებას ვერახერხებდა. ბოლოს, ძლივს ამოილუღ-ლუღა:

     – ძალიან შეგაწუხეთ. ცხოვრება-ში სულ ორჯერ ვიტირე: პირველად,როცა დედა გარდამეცვალა, მეორედ – ახლა. რა უცნაური შეგრძნებამაქვს. ნეტავ, რატომ ვტირი? ალბათ,ფიქრობთ, რომ ერთი სულელი მო-ხუცი ვარ და რას ვლაპარაკობ, თვი-თონაც არ ვიცი. მომიტევეთ, გეთაყ-ვა. ლოგიკურია, რომ დაგღალეთ დათქვენც მიმატოვეთ. დროა, მოვკვდე!სიცოცხლის მოტივაცია დავკარგე.ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამასაკში შევძლებდი ვინმეს შეყვარე-ბას. ერთი რამ იცოდეთ, რომ თქვენიდამსახურებით ბედნიერი წავალ ამქვეყნიდან. მთელი ცხოვრება ველო-დი სიყვარულს და ის სიკვდილის წინმეწვია. დარჩენილი წუთები იმაზე ვი-ფიქრებ, როგორ ვათენებდი და ვაღა-მებდი ჩემი „სასწრაფოს ექიმის’’ მო-ლოდინში. რაოდენ დიდი ბედნიერებაიყო თქვენი პაციენტობა და, კიდევ,

    ჩემთან სახლში რომ მიხვალთ, ჩემიბალიშის ქვეშ ბარათებს იპოვით, ისი-ნი თქვენ გეკუთვნით. როცა წაიკით-ხავთ, ყველაფერს მიხვდებით.

    წაუკითხავადაც ყველაფერს მივხ-ვდი. ოთახიდან დაბნეული გამოვედი.

    ექიმმა მითხრა, რომ ტარიელსდაუძლურება სჭირს, მას რამდენიმედღეა არაფერი უჭამიაო. ეს „რამდე-ნიმე დღე” სწორედ ის დრო იყო, რაცმე მასთან არ დავდიოდი.

    ჩემი ნახევარი საუკუნის მეგობა-რი ქეთი კუთხეში პატარა გოგოსავითმიმჯდარიყო. ამხელა ქალი ჩუმადსლუკუნებდა. რეანიმაციიდან გამო-სულს შეშფოთებული შემომეგება.

     – გადარჩება? – ისე მკითხა, რო-გორც ექიმს ეკითხებიან, როცა ავად-მყოფის პალატიდან გამოდის. მერე,რატომღაც, ბეჭებზე ხელები შემომ-ხვია. კარგა ხანს ვიდექით ასე ჩახუ-ტებულები. თავი უარყოფის ნიშნადგავუქნიე და მდუმარედ კიბეს ჩავუ-

    ყევი. სულში საშინელი ნაღველი ჩამ-დგომოდა, თითქოს, გულს მიგლეჯდა.საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი. რამოხდებოდა, რომ კიდევ ერთი ტყუ-ილი მეთქვა:

     – ბატონო ტარიელ, თქვენ უნდაიცოცხლოთ, დიდხანს, დიდხანს, რად-გან ძალიან მჭირდებით, რადგან მეც,მეც ძალიან მიყვარხართ.

    ჩავიცუცქეთ. ორთავესგვციოდა. ერთმანეთს ხელებსვუორთქლავდით, მერე ვუწ-ნავდით თითებს – საჩვენებე-ლი, ცერა, შუათითი... საჩვე-ნებელი, ცერა, შუათითი...

    თვალებს ვხუჭავდით, სა-ხეები ახლო-ახლო მიგვქონდა

    და ცხვირებს ვაჩხუბებდით.შენ იმარჯვებდი, იმიტომ რომგრძელი ცხვირი გქონდა...

    ყურის ბიბილოებს ვაწ-ვალებდით და გაყინულებსვისრესდით, ვითბობდით. ბო-ლოს, დაღლილები შუბლებსმივაწყობდით ერთმანეთს დავიძინებდით. ისე, როგორცბეღურები იძინებენ სადენებ-ზე. ჩვენ სიმებზე ვიძინებდით,

    თან ვირწეოდით, ვირწეოდით...ხშირად თმას ვინასკვავდით.

    გრძელი თმა მქონდა, შენ – მოკლე.შენ უფრო გეწიწკნებოდა, სამაგი-ეროდ, მყარად ვაბამდით ერთმა-ნეთზე, რომ არავის დავეცილები-ნეთ.

    როცა წვიმა წამოვიდოდა, ლაბა-

    დებს წავიფარებდით თავზე. გვქონ-და ჩვენი სახლი და ვიყავით სახლ-ში. ამ სახლს არ ჰქონდა არც კარი,არც ფანჯარა. სამაგიეროდ, ჰქონდაღილკილოები და იქიდან ვუცქერ-დით სამყაროს...

    გიყურებდი თვალებში დავხედავდი მზეს, მთის მწვერვა-ლებს, უდაბურ ტყეს, მღელვარეოკეანეს... შენ ამბობდი, რომ ჩემსთვალებში ხედავდი ბეღურებს, ნა-

    კადულს, წვიმას, ვარსკვლავებს, ფე-რად ყვავილებს...

    დაბლიდან იზრდებოდა ხასხა-სა, მწვანე ბალახი, ფეხებს ვარი-დებდით, რომ ხელი არ შეგვეშალა,გაზაფხული ჰყავდა ამოსაყვანი მი-წიდან...

    ჩვენ გვქონდა ჩვენი დედამიწა.

    შენ ამბობდი, რომ სხეული მიწაა,ცხვირი მთებია, თვალები – ცა, ჩემიძუძუები – ბორცვები, ქოჩორა თმაკი – ტყეები და ჩვენ ვიცინოდით...

    ვიღაცეები აივლიდნენ, ჩაივ-ლიდნენ, ზემოდან დაგვყურებდნენ,დაუკაკუნებლად შემოიჭყიტებოდ-ნენ და ისევ მიდიოდნენ თავიანთქვის სახლებში.

    იმ დღეს მოვიდა შენი და. ისმეოთხე კლასშია, შენზე ბევრად

    უფროსია. ასწია ლაბადა, შემოვიდასახლში დაუკითხავად და გითხრა:აი, თურმე სად ბრძანდები, როგორმანერვიულე, გეძებდი, მთელი უბა-ნი შემოვიარეო.

    მერე, გტაცა ხელი და წაგიყვა-ნა...

    ჩვენს სახლს ცალი მხარე ჩამო-

    ეშალა...როცა მიდიოდი, ჩემი გადაბმუ-

    ლი თმის ნაკუწი გაგყვა და კიდევდაწნული თითები, რომ თვალი არგვეცეს...

    დავრჩი მარტო ჩვენს დედამიწა-ზე და ჩვენს სახლშიც...

    დაველოდები, სანამ ბალახი გა-ზაფხულს ამოიყვანს...

    და ვიცი, მანამდე შენც მოხ-ვალ...

    ჩვენი სახლი

    სიყვარული გამოძახებით დორა პარკი ქალაქის ცენტრში იყო. დორა მას ხშირად სტუმ-

    რობდა. მხოლოდ სასეირნოდ კი არა, მას იქ თავისი წიგნებიდაჰქონდა გასაყიდად. გაშლიდა დიდ ქოლგას, ჩამოალაგებდაპატარა მაგიდაზე წიგნებს და ასე გრძელდებოდა წლების გან-მავლობაში. ნებართვა ძლივს აიღო. უთხრეს, წიგნის გასასა-ღებლად სხვა ადგილები აქვს ქალაქს, ამ პარკს რას გადაეკი-

    დეთო... საქმე ის იყო, რომ მან ამ პარკში თავისი სიყვარულიიპოვა. ამიტომ ყოველთვის სიხარულით მიიჩქაროდა პარკის-კენ, ყოველდღე ელოდებოდა მის მოსვლას და წლობით ფეხიარ მოუცვლია თავისი დახლიდან. კოხტად გამოწყობილი მა-მაკაცი ხშირად მოდიოდა დორასთან, გვერდით ჩამოუჯდებო-და და ყოველთვის პოულობდა სასაუბრო თემას. დავითი წიგ-ნის რედაქტორი იყო.ასაკში შესული პენსიაზე გავიდა, მაგრამწიგნებს ვერ სცილდებოდა. ბავშვივით იკრავდა მათ გულში,ყნოსავდა, ეფერებოდა. წიგნით იღვიძებდა და წიგნით იძი-ნებდა. დორასთან ბევრი საერთო ჰქონდა. ქალმაც ძალიანკარგად იცოდა წიგნის ფასი.

    უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც დავითი და დორა ამ პარ-კში ერთმანეთს ხვდებოდნენ. ქალი მიეჩვია მას და ყოველიდღის გათენება იმიტომაც უხაროდა, რომ დავითი ენახა.

    დავითმა თანდათან სულ უფრო უკლო პარკში სიარულს.მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ის დორამ მეუღლესთან ერ-თად დაინახა. ახალგაზრდა ქალს ხელკავი გამოედო და ხელ-ზე ნიშნობის ბეჭედს გამომწვევად ატრიალებდა. ყველაფერიგასაგები იყო და ასე მარტივად დამთავრდა. არ ვიცი, რატომუყვარდა ქალს ეს პარკი და ის მოგონებები, რომელიც თავისწიგნში მას მიუძღვნა. ის ამ მოგონებებთან ერთად დარჩა მისი

    ერთგული...პარკში მოსეირნე ყველა მოხუცი ერთმანეთს იცნობ-და. აწყობდნენ ჩაიზე თავშეყრის სახალისო ღონისძიებებს.დორა მიეჩვია მათ და აქ მთელ დღეს წიგნებთან ერთად, ამთბილ გარემოცვაში აღამებდა. შინ სავსე ჩანთით ბრუნდებო-და. ხანდახან გაივლიდა დღე და არც ერთი წიგნი არ ეყიდე-ბოდა... ვიღაცამ საყვედურიც კი უთხრა, – რას დაათრევ ამწიგნებს, ხომ ხედავ, არავინ კითხულობსო. მოიწყინა მოხუც-მა და გადაწყვიტა, მეტი არაფერი დაეწერა. თავისი ვებერთე-ლა, წიგნებით სავსე ჩანთა დერეფნის ბნელ კუთხეში დააგდოდა მისი არსებობა დაივიწყა. მელანშემხმარი კალამი თავისერთადერთ მეგობარს უცდიდა, თუმცა, ამაოდ. ახლა პარკ-შიც იშვიათად ნახავდით ქოლგის ქვეშ შეფარებულ ლამაზმოხუცს, წიგნით ხელში...

    კარზე ზარის ხმა გაისმა. დორა ხალისიანად წამოდგა. მო-ენატრა ხმის გამცემი. კართან ფოსტალიონი იდგა. მან დორასამანათი და ბარათი გადასცა. ქალმა ყუთში სახელდახელოდჩალაგებული თავისი მოთხრობების ნაქსოვი პერსონაჟებიამოიცნო. საოცრად ცოცხალი ხელნაკეთი ნიმუშები, ულამა-ზესი თოჯინები დორამ გულში ჩაიკრა და ცრემლები გადმოს-ცვივდა.

    ბარათი დავითისგან იყო. შობას ულოცავდა დორას დამონატრებით ეკითხებოდა, კიდევ ხომ არ დაწერე სხვა წიგნე-ბიო. დავითი პარკში შეხვედრას სთხოვდა.

    ბედნიერებისგან გაოგნებული დორა მეორე დღესვე გა-ეშურა დავითთან შესახვედრად.

    ისინი ისევ იმ ადგილზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაცწლები ფეხმოუცვლელად ისხდნენ. გარეგნულად არც ერთიარ შეცვლილიყო. საუბრის დაწყება ეძნელებოდათ. დავითსხელზე ბეჭედი არ ეკეთა. მან სხვათა შორის, აღნიშნა, რომისევ უცოლოა.

    დიდხანს ისაუბრეს. არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ერ-თმანეთისთვის საკუთარ გრძნობებზე, ურთიერთობებზე,მოლოდინზე, მონატრებაზე... ისე შემოაღამდათ, ვერც კი გა-იგეს.

    დორა შინ ბედნიერი დაბრუნდა. მისთვის მთავარი ის იყო,რომ დავითი დაუბრუნდა. ვინ იცის, როგორც მკითხველითუ, როგორც მისი ნახევარი. ახლა ამას მნიშვნელობა აღარჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ დორამ სიცოცხლის და წერისინტერესი დაიბრუნა.

    მე აუცილებლად გავაგრძელებ წერას, სანამ იარსებებსერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჩემი ნაწერები მოსწონს, არ გავ-

    ჩერდები, – უჩურჩულა თავის თავს და მტკიცე პირობა მისცამის ერთ-ერთ თუ ერთადერთ თაყვანისმცემელ დავითს.გარეთ ბარდნიდა. დორას პარკში მაგიდა გაეშალა, წიგ-

    ნები ზედ დაელაგებინა. ახლა მას მეორე დახლიც მიემატა,მეტყველი თოჯინებით. ქალი მოცეკვავე ფიფქების მუსიკასხმას აყოლებდა. დორა ბედნიერებისგან გაუთავებლად ცეკ-ვავდა...

  • 8/18/2019 Literaturuli Meskheti_April 2016 (208)

    3/12

    2016 წელი, აპრილი   3ლიტერატურული მესხეთი

    გული სალუქვაძე

    ჩემო ლომგულო, იმერხეველო! 

    შავშეთი, ნაინანატრი მხარე,ოდით ქებული და დიდებული,გზადაგზა ფართოდ ახელენ თვალებსკლდეები, ბერად დაყუდებულნი.

    აქ მემლექეთის მზეს უთვალთვალებსშავშურა ნენეს ნატერფალები,არდაჰანიდან მზე ახელს თვალებს,არდაჰანული ნენეს თვალებით.

    ზემოდან გაბმულ ზარებს რეკავენკლდეები, მარად ჟამთა მძევლები,ქვემოთ მხარიმხარ ფერხულს ცეკვავენმუხლებჩაუქი იმერხევლები.

    მოცეკვავეთა წრე დარხეულა,გადაჭდობილან მხარიმხარ ერთურთს,მაგრამ, რატომღაც, ფეხათრეულადეცეკვებიან ერთმანეთს ფერხულს.

    მამულის ბედის ღამის მთეველო,გული რომ გიცემს დღემუდამ ფეთქვით,ჩემო ბედკრული იმერხეველო,მსურს დაგიკოცნო მტკივანი ტერფი.

    ცეკვაა ჩვენი სახოტბო ოდა, _და ცეკვა სულის ანდამატია,

    ოდითვე სული ადამის მოდგმამგრძნეული როკვის რიტმში ჩატია.

    მარადისია ცეკვების ენასაუკუნეთა სივრცეს რომ ქოჩრავს,ჩვენი ტკივილი, ჭირი თუ ლხენაცეკვის ჯადოსნურ სარკეში მოჩანს.

    ცეკვას აგდებენ ზოგჯერ დილეგში,ლამის კოცონზეც უსჯიან თუთქვას,რადგანაც ცეკვის ყოველ ილეთში,ერის გონება და სული სუნთქავს.

    თუ გული გონის განსჯით ირჯება, _და მავანთაგან გაუგებარი,ფეხის ყოველი გადაბიჯებახდება იდუმალ, თვალთა შეფარვით.

    მაშინ ცეკვასაც თილისმა იცავსდა მცველად მადლის საფარი აკრავს,ღმერთი აშორებს გესლიან ისარს,თვალს განარიდებს ღრძოთა და მზაკვარს.

    ცეკვა გენია, ჯიში და ფესვი,ლაზათი, ეშხი, ლხენა და შვება,ჩვენი ცხოვრების ყოფა და წესიცეკვის მხურვალე ქურაში დნება.

    მამულის ბედის ღამის მთეველო,გული რომ გიცემს დღემუდამ ფეთქვით,ჩემო ლომგულო, იმერხეველო,შენ დაგელოცოს მტკივანი ტერფი!

    მიმოზა ცანავა

     ერთად ამიტირდა სულში

    გული – ოცნებების ოკეანე,სული – გარდაცვლილი მზე დაფიქრი – დაკაწრული ღამე,ისევ უსაშველო სევდა.

    იჭვი – ეკალ-ბარდი მწარე,ისევ ქაოსური განცდა,მკვდარი ფოთოლცვენა ირგვლივ,

    ისევ ლოდინი და დაცდა.

    ყელი – საამბორო, თბილი,ალერსს მოკლებული მუდამ,ისევ დამიშინა ბედმა,ცივი მარტოობის გუნდა.

    თვალი – ჩათვლემილი მზე და

    ისევ ქარიშხალი ავი,ასე რად ატირდა ნეტავ,ჩემში გულმწუხარე ქალი.

    რისთვის, ეგ ნათელი შუბლი,რისთვის, ანთებული თვალი,ნუთუ შეუძლებელს ითხოვს,დარდით გადაღლილი ქალი?

    მხოლოდ შეხიდება მინდა,მარტო ამიკვნესდა თარი,ოი, რამდენ რამეს იტევს,დარდით გადაღლილი ქალი.

    თურმე, ცის ლაციციც კმარა,თუ ხარ დიდი გრძნობით მთვრალი,ო, მზედ ჩამეღვარე სულში,გვედრებს მარტოსული ქალი.

    ატმის აფეთქებულ რტობს,ლეწავს გულბოროტი ქარი,ერთად ამიტირდა სულშიდედა, მიჯნური და ქალი. 

    მოვლენ მარტები...

    ისევ ტირილით მოვლენ მარტები,დამიმარტოვებს სევდის ორგია,

    რა საჭიროა აწ განმარტება,თითქოს ცხოვრება ცივი მორგია.

    თითქოს ცხოვრება სატუსაღოადა გაღიმებაც თითქოს, ყალბია,ვხედავ, სიკვდილი აქვე ახლოა,ახლა სიცოცხლე არა მწადია.

    მზე გადაეშვა მბორგავ ტალღებში,ნერვებაშლილი ნეტავ რას იჭვობს,სული დალახვრა ძმის მახვილმა დამინდა მზესავით თავი დავიხრჩო.

    ფოთლები მთვარეს ჩამოასვენებს,მოწიწებით და ხელატატებით,მე მარტოობა დამისაკუთრებს,ისევ ტირილით მოვლენ მარტები!

    ჯემალ ინჯია

    ***მე „ხმელი წიფლის” ჩრდილში გამზარდააკაკის ერთმა დიდმა „გამზრდელმა”,არც უცხოური სიტყვა დამზარდა, –„ვიპყრობდი” პუშკინს, პოს და პასტერნაკს.

    ისევ ამშვენებს კრუზო დეფოსიჩემს წარმოსახულ ფერად ვერნისაჟს,ბრმა ჰომეროსის ვრცელი ეპოსიდა კაპიტანი ნებო ვერნისა.

    მე მსურს ოცნებებს ავხსნა ბორკილიდა ვინავარდო თუნდაც სვიფტივით,მე მსურს სიცოცხლე თოვლში, ბლოკივით,და პეტეფივით – ომში სიკვდილი.

     ერეკლეს

    ყველა ომში მამულს ახლდი

    ბოლო ბაირაღამდის,

    პატივაყრილს, ნამუსახდილს

    მას ვერ დაინახავდი.

    დაგამარცხა საჭურისმა,

    გიღალატეს ხიზნებმა,

    ბრწყინვა შენი საჭურვლისაგასცეს დასამიზნებლად.

    საბოლოოდ – მშვენიერი

    ვერ დაგჯაბნა იმ უშნომ,

    სიკვდილს მერეც ჩვენი ერის

    უდრეკლობის ნიმუშო!

     ქანდაკება

    ერთი სოფლელი გოგონა

    მიაჭენებდა ზერდაგს,დუშმანს აყრიდა ქოქოლას,სამშობლოსათვის ძგერდა.

    გოგო, რად გინდა შენ ცხენი,შენ უნდა უჯდე აკვანს,ვერვინ გხედავდეს შერცხვენილს,დუნია გცემდეს თაყვანს.

    შინმოუსვლელთა გზებს მზერდე, –განა ხმლით ხელში იდგე...მაია იჯდა ზერდაგზე, –წყნეთში ვიყავი იმ დღეს.

    ბელა ქებურია

    ***ზოგი ფერს იცვლის, ზოგი ტყავს,ზოგი სულაც არ იცვლება,გადაკვეთს მერიდიანებსზოგის ფხა... ზოგის დიდება.ზოგი ვარსკვლავებს შესწვდება,ზოგს არც უნახავს ვარსკვლავი,ზოგი ცის ნამსაც ადიდებს,ზოგიც ყველაზე გამწყრალი –არც ცას დაგიდევს, არც მიწას,არც ღვთის მადლსა და დიდებას...მზე, მთვარე, სითბო, სიკეთე...არც სურს და აღარც სჭირდება.მაგრამ შენ, ჩემო დობილოლექსო, – ტკივილის დაიავ,თუ ზეცად არ შეგვხედავენდილის ქარივით ჩავიართ...

    და იწყება...

    და იწყება მიქცევა... ყველა ხე წაიქცევა,ველოდები სამყაროს მიმო-მიმო-მი-ქცევას...ყველა ლექსში – გულივით მტკივნეული ნერვი ძევს,

    დაიწყება მიქცევა ნელ-ნელა და ზენიტზე.ისე ადის, გადადის ბგერა-ბგერა, ნოტი-ნოტ,ასო-ასო, ტოტი-ტოტ...თითქოს სურდეს სამყაროს ჩემი ცრემლი მოჰფინოს,... და იწყება მიქცევა, ღამღამობით იქცევა...ცამეტივე სვეტი და და ცამეტივე საყდარი...ვიცი, ბეწვის ხიდზე ვარ! ვიცი, ნერვის წკიპზე ვარ...რადგან ვხედავ – რაც იყო, სამწუხაროს – რაც არი,სული... სული ფრთამალი... ხან ფხიზელი, ხან მთვრალი,სისხლად მიმომავალი... ვხედავ, ისევ დამძიმდა,თითქოს შიგნით გაწვიმდა და მეწყება კოლაფსი,ვეღარ ამოვფრინდები ხორცის სარკოფაგიდან...ვგავარ ოკეანესთან, – ცოდვის ოკეანესთან...მიიქცევა... იქცევა... ქცევა... ევა... და... ვაი!უზარმაზარ ფესვებით, რკინის მძიმე რელსებითმი-რახ-რახ-რახ-რახ-რახებს და...მაფრთხილებს ტრამვაი!

    პოეზია

  • 8/18/2019 Literaturuli Meskheti_April 2016 (208)

    4/12

    ლიტერატურული მესხეთი4 2016 წელი, აპრილი

     პიროვნების სულიერი განწმენდა,

    ამაღლება, სიმშვიდე და მზიური შუქიადამიანებს მხოლოდ სარწმუნოებითროდი ეგზავნებათ, არამედ, სივრცისდა მიწის ყოველი მონაკვეთი ხელოვ-ნების ხიბლითაა გაჯერებული. ის ხომმრავალმხრივ ამკობს და აძლიერებსპლანეტის ნებისმიერ რელიგიას, რად-გან კანონიკური განსჯაა უფლისა, რისგარეშეც ჭეშმარიტი სრულყოფილებაარ არსებობს.

    სიკეთე და სიყვარული მისგან უწ-ყვეტი სისხლსავსე ძარღვია. შემოქმე-დებითი ხელოვნება მოდის მისტიკურიწარმოსახვებით ზეციური და მიწიერიწიაღიდან.

    ცოცხალი არსებანი და პლანეტისნებისმიერი ლანდშაფტი ენით აღუ-წერელი სილამაზისანი არიან, სადაცუფლის ნიჭი და შემოქმედებაა ჩაქსო-ვილი, მაგრამ ბოროტება ყველგან დაძ-

    რწის ძირმოუთხრელი...გენიალური ხელოვნების ნიმუში

    ღმერთია ხილული და მისგან ნეიტ-რალდება ყოველი ეშმაკისეული.

    ჭირისუფალნი შემოქმედებისნუგეშით ამკობენ საფლავებს, თვით

    გლოვაც ხომ მდუმარე ხელოვნებას-თანაა განუშორებელი... სამწუხაროდ,სატანა ძალით თუ მოტყუებით ხშირადთავის სამსახურში აყენებს შემოქმედე-ბით ხელოვნებას...

    ახალდაბადებული ჩვილი, რო-გორც კი თვალს გაახელს, უმალ დედადა ძუძუ უყვარდება და ხელით წაეპო-ტინება, რადგან ის პირველყოფილი ხე-ლოვნებაა მისთვის...

    გარემო, ჰაერი, კლიმატის სხვა-დასხვაობა, მზე, მთვარე, ვარსკვლავე-ბი და კოსმოსური ბინდი, ღვთიური ხე-ლოვნების მეოხებით თანდათან შედისბავშვში და ზრდის უნაკლოდ...

    ლადო გუდიაშვილი, ნიკო ფი-როსმანაშვილი, ელენე ახვლედიანი,გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინეგამსახურდია, გოგლა ლეონიძე, ლეოქიაჩელი, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარი-აძე, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე,სპარტაკ ბაღაშვილი, უშანგი ჩხეიძე,ვახტანგ ჭაბუკიანი, ნიკოლოზ შენგე-

    ლაია, ნატა ვაჩნაძე, მიხეილ ჭიაურელი – აი, ეს გვარ-სახელები და ცოცხალთა-გან კიდევ რამდენიმესი ისმოდა ჩემსირგვლივ. არსებობს სივრცის ხედვადა სრული აზროვნება, საკვირველიაკოსმოსური უწყვეტი გზავნილობაუფალივით ყველგან რომ აღწევს. აქე-დან გამომდინარე, ლადო გუდიაშვილი,როგორც ზეციური მოვლენა, ლეგენ-დად მესახებოდა; ყმაწვილი ვიყავი დასოფლის გარემოცვაში, თითქოსდა,განცალკევებით, ვაზროვნებდი დავოცნებობდი, ცოცხალთაგან ბატონილადოს თაოსნობით ეს გენიები უხორ-ცო წმინდანებად წარმომედგინა და,მართლაც, ასე ყოფილა...

    სამხატვრო აკადემიის პირველიკურსის სტუდენტი გახლდით, ახალ-გაზრდული, თავისუფალი ნამუშევრე-ბით და ამაღლებული განწყობილებითგავეშურე ბატონ ლადოსთან. შეიძლე-ბა მაშინ ზედმეტი სითამამე იყო ჩემ-გან, მაგრამ ლადო გუდიაშვილის სა-ხალხო გენიამ და მისდამი უსაზღვრო,

    კეთილმა წარმოდგენებმა, მიმიყვანამის ატელიემდე. მეორე სართულის სა-დარბაზოს მარცხენა მხარეს, უზარმა-ზარ, ყავისფერ კართან, თეთრ, ფართოღილაკს ვაჭერ თითს, ვღელავ, გულიამოვარდნასაა. გადის წუთები და გრუ-ხუნით გაიღო კარი, გაკვირვებულისახით დიასახლისი, ქალბატონი ნინაგამობრძანდა. ურთიერთს მივესალ-მეთ და მეკითხება: ვინ გნებავთ, ახალ-გაზრდავ?! ვპასუხობ, – ძალიან მოკლედროით ბატონი ლადო თუ შეიძლებავიხილო-მეთქი.

     – ბატონი ლადოს ნახვა ყველასუნდა და ეს ხომ შეუძლებელია.

     – ქალბატონო ნინა! სამხატვროაკადემიის სტუდენტი გახლავართდა ჩემი ნახატები მინდა ვაჩვენო დიდმხატვარს, ოდნავ თავდახრილმა, მო-რიდებით მივმართე.

     – კარგი, აბა, ვეტყვი ლადოს.

    შევიდა, კარი ისე მოიხურა, არ ჩა-უკეტია და ატელიეს სიღრმიდან ისმისმამაკაცის დინჯი ხმა, – შემოიყვანე,ქალო! ქალბატონმა ნინამ ღიმილითშემიპატიჟა და, რას ვხედავ: ჩემსკენმოემართება ულამაზესი კაცი, ჭაღარა,

    გრუზა თმით, სქელი წარბებით, ოდნავწვრილი, ჭროღა თვალები, თეთრი,მუქლურჯი, სქელზოლებიანი პიჟამოაცვია.

     – შემობრძანდი, ახალგაზრდავ!მივესალმე დინჯად და კრძალვით

    გავეცანი. – კეთილი, მობრძანდი, აი აქ დაჯე-

    ქი, – მითხრა.ბატონი ლადოს ატელიე, თითქოს-

    და ზღაპრული, ფერად იალქნიანი გე-მია წყნარ ოკეანეში მოცურავე. – ასეწარმომედგინა და თვალები გამირბისსურათებისკენ. მერმე პირადად მაესტ-როს მიადგება ჩემი უსასრულო ცნო-ბისმოყვარეობა. სამხრეთის კედელზეუზარმაზარი სურათებია ექსპონირე-ბული დევების თემაზე, ქართული ხალ-ხური ზღაპრებიდან. აგერ, “ლოჟაში”,საოცრება, პატარა ზომის, საქვეყნოდცნობილი სურათი, ქალბატონ ნინასშედევრ-პორტრეტი, უამრავი სურა-თები ძველი თბილისის თემაზე და...

    რა და რომელ თემას არ იხილავ. პატა-რა ექსკურსის მერმე, – აბა, აკადემიისსტუდენტო, რეზო! გახსენი შენი სურა-თების შეკვრა და მანახე! ნერვიულადვხსნი (ორი პატარა შეკვრა იყო).

     – ნუ ჩქარობ, რეზო, – შინაურუ-ლად მეუბნება. შემდეგ ნახატებს გარ-კვეული დროით უყურა და მეუბნება: – ძალიან მომეწონა. გამოგიტყდებითდა, მათში იგრძნობოდა ბატონი ლა-დოს შემოქმედებით გატაცება და არამიბაძვა. ასე გააგრძელე, რეზო და შენნახავ, მხატვრობის რა დონესაც მიაღ-წევ. ოღონდ, უჩას არ ანახო, თუ არა,თუნუქს მოგაკერებს უკან და აკადემი-იდან ისე გაგისტუმრებს. მაშინ ღიმი-

    ლით მივმართე: – არა, ბატონო ლადო,ჩვენს პედაგოგებთან მე უფრო პეიზა-ჟები და კომპოზიციები მიმაქვს-მეთქი.

     – მეორე მოსვლაზე, ბუნების მო-ტივებიც მომიტანეო, – მითხრა დაუბედნიერესი ვიყავი ამ წინადადებისგაგონებაზე. შემდეგ მეუბნება: – ახლადაალაგე შენი ნამუშევრები და ეგერ

    კუთხეში დადევი, კარებთანო. ყველა-ფერს რომ მოვრჩი, – ჩემთან წამოდიო, – მითხრა. მივყვები. დიდ დარბაზსა დამომდევნო ოთახს შუა ღია დერეფნუ-ლი გასასვლელია. ვხედავ, კედელზეორი შავი სატინის მატერიაა ჩამოფა-რებული. მაესტრომ ასწია ორივე და,რას ვხედავ, მზედ გამოანათა ამედეომოდილიანის გენიალურმა გრაფიკულ-მა პორტრეტებმა და აღტაცებისგანკინაღამ დავიჩოქე.

     – რეზო, ამ საოცარმა მხატვარმათვითონ მაჩუქა კაფე “როტონდაში”.მოდი, დავსხდეთ და მოგიყვები, თუროგორ მოხდა. ამასობაში ვეკითხები, – შავი სატინის ნაჭრები რატომ გაქვთჩამოფარებული ნახატებზე-მეთქი. – ესიმიტომ, რომ დღის შუქი ახუნებს დააყვითლებს ქაღალდს და ფანქრისგანმონასმი ხაზებიც თავის ელფერს ჰკარ-გავსო. ოთხკუთხა, პატარა, ნაცრის-ფერ მაგიდასთან, ორნი ვსხედვართ,ყავა და ღვინო გვიდგას თითო ჭიქა, –მე დავუკვეთე ბარმენს. ცოტ-ცოტადვაგემოვნებთ წითელ ღვინოს, ვსაუბ-რობთ, თან ამადეო ჩანახატს აკეთებს,ახლო მაგიდასთან ორი პოლონელიგოგო იჯდა, ისინი თავისთვის მუსა-იფობდნენ. მორჩა ერთის ულამაზესპორტრეტს და მეორესი დაიწყო ძა-ლიან აღგზნებულმა. და, რას ვხედავ,ხაზები ცურავენ მდინარის თევზივითქაღალდზე, თითქოსდა, მუსიკა ჟღერ-და ახალი, უცხო... მერმე, ხატვა შეწყ-ვიტა უცბად, ხელი მოაწერა, ადგა, ოდ-

    ნავ წელში მოხრილი, ღიმილით მივიდაგოგოების მაგიდასთან და გადასცა ნა-ხატები, მათი სახე რაღაც უმეტყველოგახდა, სურათები უხასიათოდ ატრი-ალეს იქით-აქეთ და... – ესენი ჩვენ არაგვგავსო, – აგდებულად თქვეს. მოდი-ლიანმა ნამუშევრები უცბად გამოარ-თვა მათ, დაღვრემილი და სევდიანისახით თავის ადგილას დაჯდა, მერმემე, მრავლისმეტყველად გადმომხედა

    და, – ლადო, შენი იყოს ეს ნახატები,ნერვიულად წინ დამიდო. მოულოდნე-ლობისაგან გავიხარე და აღფრთოვა-ნებულმა ჩემს საქაღალდეში ჩავალაგე.ამრიგად, წარმოუდგენელი ღირებუ-

    ლების სურათებით დამაჯილდოვაგენიალურმა მოდილიანმა. ღმერთმადალოცოს ის პოლონელი გოგოები, –ღიმილით ჩაილაპარაკა მაესტრომ. შემ-დეგ, მასპინძლებისგან უფლებამოსი-ლი, ხშირად დავდიოდი გუდიაშვილისატელიეში და ბევრად უფრო მაღალ დასაინტერესო იდეებზე საუბარს ვისმენ-დი მისგან, ვინემ სამხატვრო აკადემი-აში (გამონაკლისის გარდა).

    კვირა დღეა. დილიდან ვესტუმრემაესტროს, – რამეში ხომ არ მოგეხმა-როთ, – ვეუბნები. – დღეს არა, ხვალ,12 საათზე მოდი, რამდენიმე ძველე-ბური ჩარჩო მაქვს გადასაკეთებელიდა აკადემიის ხელოსანთან წამიღეო.ამ დროს მორიდებით ორი ახალიგრაფიკული ნახატი წარვუდგინე. მო-მიწონა, გულისხმიერად დამარიგა დარჩევები მომცა. საუბრის ხასიათზეიყო, იცოდა, პარიზულ მოგონებებზევგიჟდებოდი: – პარიზში, ჩემს ირგვ-ლივ, ფრიად მნიშვნელოვანი შემოქ-მედებითი გარემოება იყო. ზოგიერთიუკვე აღიარებული ფრანგი მხატვარიმეუბნებოდა, – ჩვენს ხელოვნებას კინუ გვანახებთ, თქვენი, ეროვნულისახე წარმოადგინეთო და ძალიან მარ-თლებიც იყვნენ. მე ხომ მაგ გზით მავა-ლი მხატვარი ვიყავი, მაგრამ მათგან ესნათქვამი მსიამოვნებდა. იმ პერიოდშიუკვე შექმნილი მქონდა ბევრი სურა-თი ძველი თბილისის თემაზე, განსა-კუთრებით კინტოების ცხოვრებაზე,ძალიან კოლორიტული იყო ყარაჩოხე-ლებისა და კინტოების საზოგადოება.მათში კავკასიის, კერძოდ, იმ საუკუ-ნის გამოკვეთილი თბილისური სახეაოგამჟღავნებული. მერმე მომიბრუნდადა მითხრა: – რეზო, კომპოზიციებშიხელების მოძრაობას მიაქციე ყურად-ღება, დააკვირდი ჩვენს ფრესკებს დაიქიდან ყველაფერს კარგს ნახავ დაისწავლი. მართლაც, ბატონი ლადოსსურათებში ხელების, სახისა და ტანისშეუდარებელ, რიტმულ-მუსიკალურმოძრაობათა სიმფონიაა და, მთლიანი,

    კონკრეტული, ძლიერი, ძარღვიანი,მუქი და ნათელი ფერებით იქმნებასაოცარი ლაკონურ-პოეტური ჰარმო-ნია. მართლაც, რომ შეუდარებელმამხატვარმა, შექმნა ინდივიდუალურისტილი და საკუთარი პლასტიკა. ისინი,მხოლოდ, გაგონებენ დიდ ბოტიჩელს,სპარსულ მინიატურებს, მატისს, მო-დილიანს, ზოგჯერ, იაპონლებს გაგახ-

    სენებს, ან ძველ ეგვიპტურ ხელოვნე-ბას, ჩვენს უნიკალურ ფრესკებს და,საბოლოოდ, მათ სულიერ გალერეებშიმარადიულად წევრ-ურთიერთობებსჩვენი მაესტროს გენიაც…

    მერმე, მშვიდად განაგრძო სა-უბარი: – კაფე “როტონდაში” ჩა-ფიქრებული ვზივარ, ყავას ვსვამ დამოუსვენარი პაბლო პიკასო შემოვიდაპატარა, თეთრი, იაპონური ძაღლით.ვარდისფერი თოკი თავის სკამზე მი-აბა და აქეთ-იქით იყურება მკვირცხლითვალებით. შემდეგ მე გადმომხედა, –მხატვარი ხარ? – მეკითხება. დიახ, მი-სიე პიკასო, – ვეუბნები. გაეღიმა. – რო-მელი ქვეყნიდან?! – საქართველოდანგახლავართ, მივუგე და თავი დააქნია. – გამიგია! შემდგომ, რატომღაც, ყავაჩქარა დალია, ძაღლს გამოელაპარაკა,შემომხედა, – “ობღუა მისიე”, – მითხრადა ძაღლიანად გავიდა. ქუჩაში რომ მი-დიოდა, სანამ სახლს არ მიეფარა, თვა-ლი არ მომიშორებია.

    ახლა მოგიყვები ჩარლი ჩაპლინზე.მაესტრო ყოველ ეპიზოდს პაუზებითმიყვებოდა. ისევ მხატვართა და პოეტ-თა კაფე “როტონდა”, ხალხმრავლო-ბაა, რამდენიმე ფერმწერთან ერთადვზივარ. ყავა და მცირე ტკბილეულიაწყვია მაგიდაზე და ორი ბოთლი წითე-ლი ღვინო. ამ დროს მოისმა გარედანჟრიამული, ყველამ იქითკენ გაამახვი-ლა ცნობისმოყვარე თვალები და შემო-დის ჩარლი ჩაპლინი, პატარა ტანის დაენერგიულად მოძრავი. ჩვენ ყველანი

    ფეხზე წამოვუდექით. თითოეულთანმივიდა და მიესალმა. გამეცინა, პატარაბავშვის თათებისოდენა ხელი რომ ჩა-მიდო ხელის გულში, თან ღიმილით თა-ვის სახელსა და გვარს გვეუბნებოდა.

    ერთ-ერთ შეხვედრაზე ესპანელმხატვარ იგნასიო სულოაგაზე დიდხანსმესაუბრა. თავიანთ ურთიერთობაზეძალიან ვრცლად და საინტერესოდ მო-მიყვა ყველაფერს დეტალურად... მერ-

    მე, უცბად გადაუხვია მაესტრომ თემასდა მეუბნება, – რეზო დასრულებულიმხატვარი რომ გახდები, შენი ყველაზეკარგი ნახატები არასოდეს მისცე კერ-ძო პირებს – ოჯახებს, რადგან ისინი

    სამუდამოდ ბინაში ჩაკეტავენ და ვინიცის, რა ბედი ეწევა მომავალში. ყვე-ლაფერს ჯობია, მუზეუმებში, გალე-რეებში, ან შენთან იყოს დაცული დაშენახული.

    უკვე აკადემია დამთავრებულიმქონდა, ზოგჯერ ტელეფონით ქუჩი-დან დავურეკავდი და, თუ ძალიან და-კავებული არ იყო, დანიშნულ დროსთვითონ მიღებდა კარს. ერთ დღეს ასედაიწყო ჩვენი შეხვედრა: ცნობისმოყვა-რეობით ვეკითხები:

     – ბატონო ლადო, არ გენატრებათპარიზი? – როგორ არა, მპასუხობს. – სიამოვნებით, გარკვეული ხნით, წა-ვიდოდი კიდევაც, მაგრამ... და, უმალ,ისევ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.შემდეგ მოყოლა გააგრძელა მძიმე დასევდიან წარსულზე.

     – ის უბედური 37 წელია, – მეუბ-ნება, – ვიღაცამ დამასმინა ბერიას-თან, ლადოს თავის ერთ-ერთ ნახატშისაიდუმლოდ სვასტიკა აქვს გამო-სახულიო, იგულისხმებოდა იაზონი,მითიური ხარებით მიწას რომ ხნავს,ხნულებში ფაშისტური სიმბოლოებიშეინიშნებაო და ფორმიანი რამდენიმეჩეკისტი თავს დამადგა, პირდაპირ ისსურათი ჩამოხსნეს და უხეშად წაიღეს.რა თქმა უნდა, მეც წამიყვანეს და ჩეკასკომენდატურის კამერაში სამი დღითჩამკეტეს. უკვე ჩვენს შორის შეხვედ-რების ის პერიოდია, რბილსა და ზო-მიერ შეხუმრებებსაც ვუბედავდი და...

     – ლადო ბატონო, კამერაში რასგაჭმევდნენ, ის ოხრებიო? – ვეკითხები.

     – რას, ბიჭო, და – წყალ-წყალა ბა-ლანდას, – მიპასუხა და ორივეს გაგ-ვეცინა. მერმე, ვერაფერი რომ ვერმიპოვეს, ხელისმოსაკიდებელი და პო-ლიტიკურად დამადანაშაულებელი ჩემსურათიანად, დამნაშავე ტუსაღივით,მაინც ცივად გამომიშვეს.

     – ერთ-ერთი რესპუბლიკური გამო-ფენაა, – მეუბნება ჩემი გზის გამკვალა-ვი, – საგამოფენო კომისია შეიკრიბა, – მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები,

    კულტურის მინისტრი და ბერია მიუყ-ვება წინ. ამ დროს მხატვართა თავკაციუხსნის ლ. ბერიას გამოფენის შინაარსსდა ესაუბრება თითოეულ ავტორზე.ჩემ სურათებთან (ორი ნაწარმოებიმქონდა გამოტანილი) შეჩერდნენთურმე და, გაერთიანების თავმჯდომა-რე ეუბნება ცენტრალური კომიტეტისპირველ მდივანს, – ამ კაცმა ისევ ვერ

    მოიშალა მოდერნისტული სურათებისხატვაო. მაშინ ბერიას წამოუძახია: –დუიტ! ერთი მხატვარი ვერ აგიტანიათამდენ მხატვრებსო და ასე იოლადგადავრჩი მაშინაც. ქაშვეთის წმინდაგიორგის სახელობის ეკლესიაზე გულ-დაწყვეტით ბევრს მესაუბრებოდა, კან-კელის მოხატვის შემდეგ მუშაობა მიმა-ტოვებინეს ჩეკა-ს წარმომადგენლებმადა აკადემიის უფროსი პედაგოგობიდა-ნაც გამანთავისუფლეს.

    დიდი მხატვრის წარსულის ყოვე-ლი მოგონება წარუშლელ სურათებადიხატებოდა ჩემს მეხსიერებაში.

    ერთხელ დიდ გალაკტიონზე ჩამო-ვარდა საუბარი: – ხო, მინდა გავიხსენოგალაკტიონ ტაბიძეზე უსიამოვნო ეპი-ზოდი, რაზეც გაბრაზებული ვარ ჩემსთავზე. დარეკა სახელოსნოს ზარმა.გამოვედი სამუშაო ოთახიდან, დარბა-ზი გავიარე და ვაღებ კარს... ჩემს წინდიდი გალაკტიონია, კოხტად ჩაცმუ-ლი, სრულიად ფხიზელი. ხელში უკა-ვია სამხატვრო თეთრი ტილო, ახალქვეჩარჩოზე გადაჭიმული, მოზრდილიზომის. შემოვიპატიჟე. მაგიდასთანდავსხედით. გავესაუბრეთ ერთმანეთსხელოვნებაზე, კერძოდ, პოეზიაზე,ფერწერაზე. ცოტაც დალია და მეუბ-ნება გაბრწყინებული თვალებით: –ბატონო ლადო, აი ეს სახატავი ტილომოგიტანე და დამხატეო. მშვიდად მი-ვუგე: – გალაკტიონ, ამჟამად ძალიანდაკავებული ვარ და შემდეგისთვისგადავდოთ-მეთქი. სახეზე შეეტყო,

    მწარედ ეწყინა და წესიერად არც დამ-მშვიდობებია, ისე ცივად წავიდა. მეცდავღონდი და ახლაც ნაღვლიანად გან-ვიცდი, – უთუოდ რამე უნდა მეღონა.

    დაბალი ხმით ვეუბნები, – შემდეგხომ შეიძლებოდა მგოსანზე შეთავა-ზება? – არა! იმ დღის მერმე მე ის არგამკარებია...

    შემოდგომის წვიმიანი დღეა, მაეს-ტროს პატარა დავალება შევასრულე

    და მასთან კმაყოფილი ვზივარ. შემდ-გომ მოკრძალებული კითხვით შევიჭე-რი მისი საუბრის თემაში და... – უმორ-ჩილესად გთხოვთ, მომიყვეთ რამენიკო ფიროსმანაშვილზე.

     – დიახ, – დინჯად დაიწყო საუბა-რი, თან სივრცეს მიაცქერდა: – ნიკო!მართლაც თვითნაბადი მხატვარი დაზნეობრივადაც გამორჩეული კაციიყო. ამ უსასრულო ხელოვნებაში თა-ვისი უზარმაზარი ინდივიდუალურისამყარო შექმნა. ღვთისგან სრულიადთავისებური ბუნების ხელოვანი იშვა.ერთხელ თბილისის მხატვართა გაერ-თიანებამ იმსჯელა ნიკო ფიროსმანაშ-ვილზე და დადგენილებაც გამოიტანეს. – ფული შეეგროვებინათ დახმარების-თვის, ღარიბი მხატვარი იყო, უკიდუ-რესად, მხოლოდ, სურათებით უმდიდ-რესი, მაგრამ... შეგროვდა გარკვეულირაოდენობის ფული და მე დამავალეს,მომეძებნა ნიკო და პირადად �